რკინიგზაში, სამუშაო ადგილზე მიღებული ტრამვის შედეგად, 63 წლის ზაურ გერლიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ზაურ გერლიანი რკინიგზაში 11 წელი ლიანდაგის მონტიორად მუშაობდა. 5 ოქტომბერს, კაზრეთის სარკინიგზო ხაზზე ლიანდაგის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, ზაურ გერლიანს მატარებელმა ფეხზე გადაუარა. მუშამ ადგილზე ბევრი სისხლი დაკარგა. კიდურის ამპუტაციისა და 15 დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აღნიშნული ფაქტი, მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე მიღებული ტრამვის შედეგად გარდაცვალების მესამე შემთხვევაა საქართველოს რკინიგზაზე.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით, პროფკავშირების გაერთიანება და ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ხვალ, 28 ოქტომბერს 13:00 საათზე, კანცელარიასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს!

მოდი პარასკევს აქციაზე და მოითხოვე ძლიერი შრომის ინსპექცია!

10274045_821504774544835_1475849938009584485_n%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9dabkhaz_train_1