|
გაზეთ "მთელი კვირა"-ში მ/წლის 14 იანვარს გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც შ.პ.ს. ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელი კომბინატის მუშის ემზარ ჯიქიძის მიერ 2008 წლის 02.04. მიღებულ მძიმე ტრავმას შეეხებოდა, გამოეხმაურა პროფკავშირები. გაერთიანების შრომის დაცვის სამსახური შეუდგა მოკვლევის მასალების ექსპერტიზასა და ანალიზს დაზარალებულისათვის სამართლებრივ-სოციალურ საკითხებში დახმარების აღმოსაჩენად. |
|
დასაქმებულთა საყურადღებოდ!
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გამცნობებთ, რომ თუ მიგაჩნიათ, რომ სამუშაო ადგილი (ან პირობები), სადაც თქვენ მუშაობთ საშიშია თქვენი ან სხვა დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აგრეთვე არ გეძლევათ დამცავი საშუალებები სამუშაოს საშიშროების, სიმძიმის ან მავნეობის გათვალისწინებით, ან ირღვევა თქვენი შრომითი და სხვა უფლებები, სამართლებრივი და პრაქტიკული კონსულტაციებისათვის მოგვმართეთ: 0177, ქ.თბილისი, ვაჯა_ფშაველას გამზ.#1/43, tel.
(00 995 32) 32-35-87
მობ.
893-63...
; ელ ფოსტა:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
|
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2007 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 54 და დაშავდა 26 დასაქმებული. მომხდარი უბედური შემთხვევებიდან - 32 - ე.ი. (25%) სამშენებლო სამუშაოებზე მოდის. 32 შემთხვევიდან 21 მშენებლობაზე დასაქმებულის სიკვდილით დამთავრდა. სასიკვდილო შემთხვევებიდან ნახევარზე მეტი (11) მშენებარე ნაგებობებიდან გადმოვარდნის შედეგად მოხდა.
გაერთიანების შრომის ტექნიკური ინსპექტორების მიერ მ/წლის ოქტომბერში ჩატარებული ფოტოგადაღებების შედეგად ირკვევა, რომ სამშენებლო და სხვა სამუშაოებზე კვლავ გრძელდება დარღვევები, რომლებმაც შეიძლება ანალოგიური შემთხვევები კვლავ გამოიწვიოს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ფოტომასალაზე აღბეჭდილი ფაქტები იხილეთ აქ |
|
|
2007 წლის 28 მაისს გორის რაიონის ს. ტყვიავთან, 10 კვ ფიდერ "მეღვრეკისის" გადამცემი ხაზის განშტოებაზე ს.ს. "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" ელექტრიკოსი ზურაბ ნაოჭაშვილი სამუშაო ადგილზე დაიღუპა.
ზურაბ ნაოჭაშვილს დარჩა მეუღლე, ორი შვილი და მოხუცი დედა.
დამსაქმებელმა შექმნა ტენდენციური კომისია, გააყალბა გამოკვლევის მასალები, რათა მომხდარი შემთხვევა დაღუპულისთვის დაებრალებინა.
საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების შრომის ინსპექციამ ჩაატარა გამოკვლევის მასალების ექსპერტიზა, რომლითაც მტკიცდება, რომ ელექტრიკოსი მუშაობის დროს ძაბვის გაუფრთხილებელი ჩართვის შედეგად დაიღუპა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინსპექციის დასკვნა იხილეთ აქ
|
|
|
|
შპს "ჯორჯიან მანგანეზში" მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა რამდენიმე მუშაკი, რომლებიც ადმინისტრაციამ არ გამოააშკარავა და დამალა.
დირექტორი თვითონ შევიდა გამოკვლევის კომისიაში, რაც ეწინააღმდეგება გამოკვლევის დებულებას და დირექცია შეეცადა დაბალი ტექ. პერსონალისთვის დაებრალებინა შემთხვევა.
არ მომხდარა ამოფრქვეული და სადნობად გამზადებული მადანის და სხვა კომპონენტების ლაბორატორიული ანალიზი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინსპექტორებმა გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა, სამართლებრივი დახმარება და კონსულტაციები გაუწიეს დაზარალებულის ოჯახს.
დასკვნა "ჯორჯიან მანგანეზში" მომხდარი უბედური შემთხვევის სპეციალური გამოკვლევის აქტთან დაკავშირებით იხილეთ აქ |
|
|
|
|
|