English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home TUESDAY, 22 მაისი 2012

ნავიგაცია

კალენდარი

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

კენჭისყრა

ემხრობით თუ არა უმუშევართა შემწეობის დაწესებას ?
 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (სპკგ) მოიცავს 22 ორგანიზაციას (ორ რეგიონალურ და 20 სექტორულ ორგანიზაციას). მასში გაერთიანებულია 235824 წევრი (ქვეყანაში დასაქმებულთა დაახლოებით 84%), რომელთაგან 142365 რეგულარულად იხდის პროფესიული კავშირის საწევროს. წევრები უხდიან ხელფასის 1%-ს მათ სამუშაო ადგილებზე დაფუძნებულ პირველად ორგანიზაციებს.

პარტნიორები

ბმულები

ბეჭდვა ელფოსტა

surveys-colorado-springs30.12.11 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ დღეს, მედიისთვის, 2011 წელი შეაჯამა.

პროფკავშირებმა ჟურნალისტებს წარუდგინა 47–გვერდიანი ანგარიში წელს გაწეული ძირითადი საქმიანობების შესახებ. მასში შევიდა: პროფკავშირების მიერ 2011 წელს გამართული აქციები, გაფიცვები, პარლამენტში უკვე შეტანილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, პროფკავშირების მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული იურიდიული დახმარება, წარმატებული სასამართლო პროცესები, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ანალიტიკური საქმიანობა, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ვითარება, წარმატებული კოლექტიური ხელშეკრულებები, პროფკავშირებზე განხორციელებული ზეწოლა, პროფკავშირების საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე, პროფკავშირების მონაწილეობით გამართული საერთაშორისო კონფერენციები, სოციალური დიალოგის მიმდინარეობა, პროფკავშირული კადრების განათლება, ახალი პროფკავშირული ორგანიზაციები, ახალგაზრდული პროფკავშირული მოძრაობა.  

„ურთულესი წელი გვქონდა, ურთულესი გამოწვევების წინაშე იყო საქართველოს პროფკავშირები, მთლიანად, ყველა დარგი, ყველა წევრი, ყველა ლიდერი,“ – განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ანგარიშის პრეზენტაციაზე, – „მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ორგანიზაციამ გაართვა თავი პრობლემებს. ამას, ნაწილობრივ, ადასტურებს IRI–ის ბოლო გამოკითხვაც, რომლის მიხედვითაც, პროფკავშირების ისტორიაში პირველად, ორგანიზაციისადმი ნდობის რეიტინგი 30%–ია. ას ადამიანზე გადათვლით, ეს ყოველი მესამე ადამიანის ნდობას ნიშნავს, რაც კარგი შედეგი იქნებოდა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვისაც.“

წლის ბოლო შეხვედრა ჟურნალისტებთან ფურშეტით დასრულდა.

 

სტუმრები:

ჩვენ გვყავს 196 სტუმარი ხაზზე