English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home TUESDAY, 22 მაისი 2012

ნავიგაცია

კალენდარი

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

კენჭისყრა

ემხრობით თუ არა უმუშევართა შემწეობის დაწესებას ?
 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (სპკგ) მოიცავს 22 ორგანიზაციას (ორ რეგიონალურ და 20 სექტორულ ორგანიზაციას). მასში გაერთიანებულია 235824 წევრი (ქვეყანაში დასაქმებულთა დაახლოებით 84%), რომელთაგან 142365 რეგულარულად იხდის პროფესიული კავშირის საწევროს. წევრები უხდიან ხელფასის 1%-ს მათ სამუშაო ადგილებზე დაფუძნებულ პირველად ორგანიზაციებს.

პარტნიორები

ბმულები

ბეჭდვა ელფოსტა

searching22.12.11 საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დღეს, 22 დეკემბერს, გაერთანების სხდომათა დარბაზში, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აწყობს შეხვედრას, რომელზეც საქართველოს პარლამენტში წელს შეტანილ კანონპროექტებს წარადგენს.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით, სქართველოს პროფკავშირებმა წელს მოამზადა და პარლამენტში განსახილველად შეიტანა ორი საკანონმდებლო ინიციატივა – ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებდა ‘’სახელმწიფო კომპენსაციისა და სტიპენდიის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატების შესახებ’’.

პირველი კანონპროექტი სტუდენტებისთვის, უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, ჯანმრთელობის უფასო დაზღვევას ითვალისწინებს; მეორე – მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებული ადამიანებისთვის, სამსახურიდან მათი წასვლის შემდეგ, სტაჟისა და მძიმე, მავნე და საშიში საქმიანობის შესაბამისი კომპანსაციის დანიშვნას.

ამ საკანონმდებლო ინიციატივების მხარდასაჭერად, საქართველოს პროფკავშირებმა დაიწყო, თითოეულისთვის, მოქმედი კანონით განსაზღვრული 30 000 ხელმოწერის შეგროვება. დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრა კანონპროექტების საფუძვლიანად განხილვისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით იმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო“, საზოგადოების კვლევის ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი, „მრავალეროვანი საქართველო“, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

 


 

 

სტუმრები:

ჩვენ გვყავს 198 სტუმარი ხაზზე