English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home | Rights of Employed | Our Researches | 2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი Friday, 18 May 2012

Navigation

Calendar

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

Poll

Do you support gtuc's demand to set up unemployment benefit?
 
Welcome!
Georgian Trade Unions' Confederation (GTUC) embraces 25 organizations (two regional and 23 sectoral organizations). It has 259172 members (~ 45% of all hired workforce of the country), 204532 of which are regularly paying membership fees to Trade Unions. Members are paying 1% of their salaries to primary organizations set up in their workplaces, in average 49% (~ 0.49% of salary in average) of this amount goes to sectoral/regional organizations, and 5% of the latter (~ 0.03% of salary in average) goes to GTUC monthly budget. In average, this is 0.01 GEL (~ 0.005 USD) per member, i.e. nearly 2000 GEL (~ 1100 USD) per month.

პარტნიორები

ბმულები

Print E-mail

   საქართველოს 2008 წლის 6 თვის
სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებელი სოციალური სფეროს ღონისისიებების დაფინანსების
მდგომარეობისა და პროფკავშირული ორგანიზაციების ამოცანების შესახებ

სახელმწიფოს ფუნქციონირების ძირითად პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ქვეყნის მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა, რომლის განსახორციელებლად საზირო ძირითადი ფინანსური საშუალებები და დანახარჯები ყოველწლიურად განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, როგორც ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის მებრსოლი ერთ-ერთი აქტიური ორგანიზაცია, სისტემატურად ეცნობა და იხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტებს და დამტკიცებულ მაჩვენებლებს, აანალიზებს მათ და ამზადებს წინადადებებს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე პერიოდულად ვიხილავთ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას გაერთიანების გამგეობის სხდომებზე.
ბოლო პერიოდში განხორციელებული საომარი მოქმედების გამო ქვეყანაში შექმნილ რთულ სიტუაციის და პრობლემების ფონზე შეიძლება საკითხის განხილვის სიმწვავე გარკვეულ წილად განელდეს, მაგრამ სოციალური პრობლემა ქვეყნის განვითარების  ქვაკუთხედია და იგი კომპლექსურადა კავშირში სხვა პრიორიტეტებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს 2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის ეი პარამეტრებისა და სოციალური სფეროს დაფინანსების მდგომარეობის შესახებ.
2007 წლის  28 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ქ-ნ ნ.ბურჯანაძის მიერ ხელმოწერილი იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული «საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი. შემოსავლების ზრდის მოტივით, ხსენებულ კანონში 2 ჯერ (მ/წლის 12 მარტს - 168 მლნ. ლარით და 16 ივლისს 63.6 მლნ-ით) იქნა შეტანილი ცვლილებები და საბოლოო ჯამში შემოსავლების მაჩვენებელმა შეადგინა 6366.9 მლნ.ლარი, რაც 211.6 მლნ. ლარით აღემატება თვადაპირველ გეგმიურ მაჩვენებელს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა ძირითადად გადასახადებზე მოდის.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნები (მთლიანი ხარჯები, ფინანსური და არაფინანსური აქტივების ჩათვლით) განისაზღვრა 6963.7 მლნ ლარით, რაც 1248.6 მლნ. ლარით (21.8%-ით) აღემატება პირვანდელ გეგმიურ მაჩვენებელს და 1716.6 მლნ. ლარით (32.8%-ით) 2007 წლის გეგმას.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მ/წლის თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში განხორციელებელი ცვლილებების შესაბამისად სხვა პრიორიტეტებთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 41.7 მლნ. ლარით. რაც ძირითადად ითვალისწინებდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ქვეპუნქტების (მათ შორის სოციალური უზრუნველყოფის) დაფინანსების ზრდას. მაგრამ მ/წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებებით ხსენებულ სამინისტროს დაფინანსების მოცულობა შემცირდა 30.0 მლნ. ლარით. რაც მთლიანად სოციალური პროგრამების დაფინასებაზე მოდის, რომელიც გეგმით გათვალისწინებული 1019.6 მლნ. ლარიდან შემცირდა 34 მლნ. ლარით და შეადგინა 986.6 მლნ. ლარი. მათ შორის სახელმწიფო პენსიების დაფინანსება 27.0 მლნ. ლარით (3.6%-ით), სოციალური დახმარების პროგრამა 3 მლნ. ლარით (27%) და სოციალური შეღავათების მონეტიზაციის პროგრამა 4 მლნ. ლარით (2.0%), ასევე მცირდება სხვა უწყების მიხედვით სოციალურად ორიენტირებული მუხლების დაფინანსება. კერძოდ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსებაში შემცირებას დაექვემდებარა სწორედ მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე ორიენტირებული მუხლი «ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მოქმედი ტარიფების მოსალოდნელი ზრდის კომპენსაციის ღონისძიებები», დაფინანსება შემცირდა 24.0 მლნ. ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც არაფერია მითითებული ენერგომატარებლებზე ტარიფების ზრდის თავიდან აცილების და ამ ხაზით მოსახლეობისათვის პრობლემების არშექმნის გარანტიებზე. ეს ზოგადად 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ზოგიერთი დამახასიათებელი მაჩვენებლის შესახებ, რაც შეეხება კონკრეტულად 2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის შესრულების მაჩვენებლებს ის შემდენი მონაცემებით ხასიათდება:
2008 წლის პირველ კვარტალში (6 თვის მონაცემების გაანალიზება მოგვიანებით მოხდება) მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3%-ით გაიზარდა და 4.2 მლრდ ლარს მიაღწია (2007 წლის შესადარ პერიოდში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 11.4%-სა და 3.4 მლრდ ლარს შეადგენდა). მშპ ზრდის ძირითადი მოცულობა მრეწველობის, მშენებლობის და მომსახურების დარგებზე მოდის.
2008 წლის ივნისში 2007 წლის დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 4.6%-ით გაიზარდა. ფასების ზრდის ტენდენცია სასურსათო საქონლის ჯგუფებში დაფიქსირდა.
2008 წლის ივნისში 2007 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი თვეში დოლართან მიმართებაში 10.8%-ით გამყარდა და ერთ აშშ დოლართან 1.428 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 4.8%-ით გამყარდა და 2.22 ლარის ფარგლებში დაფიქსირდა.
მნიშვნელოვნად გააქტიურდა საგარეო ეკონომიკური საქმიანობა. მარტო საგარეო სავაჭრი ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 42.6%-ით გაიზარდა და ნომინალურ გამოხატულებაში 4722.6 მლნ. ლარი შეადგინა.
საქართველოს 2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი 3 184.0  მლნ ლარით განისაზღვრა, (რაც წლიური მაჩვენებლის 62% შეადგენს) 6 თვეში მობილიზებული იქნა 3268.3 მლნ. ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 103%, რაც 31%-ით 1196.1 მლნ. ლარითაა მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ნაერთი ბიუჯეტის საერთო შემოსავლები შეადგენს 2711.2 მლნ. ლარს (6 თვის გეგმის 98%-სა და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლის 120%-ს), აქედან გადასახადების მოუცლობამ შეადგინა 2387.8 მლნ. ლარი (გეგმიური მაჩვენებლის 101% და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლის 141%), მათ შორის საშემოსავლო გადასახადია 690.6 მლნ. ლარი (გეგმიურის 101% და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლის 248%, რაც ძირითადად განპირობებულია საშემოსავლო გადასახადის 25%-იანი დაბეგვრის სისტმის შემოღებით). საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ მთლიან საგადასახადო შემოსავლებში შეადგინა 34.7% (გასული წლის შესაბამის პერიოდში შეადგენდა 11.9%-ს).
მ/წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები (ანუ მთლიანი ხარჯვითი ნაწილი) მხარჯავი დაწესებულების მიხედვით განისაზღვრა 3779.7 მლნ. ლარის ოდენობით, რაც წლიური ბიუჯეტის 56,3%-ს შეადგენს, ხოლო ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 3693.9 მლნ. ლარი, ანუ გეგმიურის 97.7%, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 80,3%-ით, 1645,2 მლნ. ლარით.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში დაფინანსებული იქნა:
„სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა, ოჯახთა და ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების ღირსეული დასაწყისის» დახმარების პროგრამები - 54.1 მლნ. ლარით; 881.169 პენსიონერზე გაზრდილი პენსიები 339,6 მლნ. ლარით; სამუშაო ადგილზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 200 ლარიანი სტიპენდია გაიცა 110492 ბენეფიციალზე, გაორმაგდა დევნილებზე შემწეობის გაცემის მოცულობა და ამ ხაზით გაიხარჯა 22,6 მლნ. ლარი.
საქართველოს სტაბილური განვითარების და მომავალი თაობის ფონდებში გადარიცხული იქნა 540,6 მლნ. ლარი.
განხორციელდა ღონისძიებანი საჯარო სკოლის პედაგოგთა დაზღვევისა და სოციალური შეღავათების მონეტიზაციის პროგრამის ფარგლებში.
ტარდება ღონისძიებანი ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. სოფლის მცხოვრებლებზე საგაზაფხულო  სამუშაოების ხატარებაში დახმარების  მიზნით შესყიდულ იქნა 18.6 მლნ. ლიტრამდე დიზელის საწვავი.
გატარდა ღონისძიებანი ქვეყანაში სახელმწიფოებრივი წესრიგის, თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების და ძალოვან  სტრუქტურების მუშაკთა სოციალური დაზღვევის, NATO-ს სტანდარტების დონეზე სამხედრო ობიექტების აღჭურვის, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების და სხვა ღონისძიებათა დასაფინანსებლად.
2008 წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი ეკონომიკური კლასიფიკაციის მაჩვენებლების დაფინანსება შემდეგი მონაცემებით ხასიათდება:
«შრომის ანაზღაურების» კომპონენტის დაფინანსება გათვალისწინებული იყო 464.1 მლნ. ლარის ოდენობით. გახარჯული იქნა 452.5 მლნ. ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 97.5%, რაც 11,6 მლნ. ლარით ნაკლებია გეგმიურ მაჩვენებელზე, ხოლო 241.7 მლნ. ლარით - თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს, რაც ერთმხრივ განპირობებულია 25%-იანი საშემოსავლო გადასახადის  სისტემაზე გადასვლასთან დაკავიირებით საკომპენსაციო თანხების დამატებით).
«საქონელი და მომსახურების» მუხლით გეგმა განსაზღვრულ იყო 997.2 მლნ. ლარის ოდენობით, გახარჯულ იქნა 958.98 მლნ. ლარი, ანუ გეგმით განსაზღვრულის 96.2% (რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 35.1%-ს შეადგენს), მათ შორისაა შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურება 8.7 მლნ.ლარი; მივლინებები 33.1 მლნ.ლარი (რაც 11,3 მლნ. ლარით 51.8%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს); ოფისის ხარჯები 53,3 მლნ. ლარი (41.4 მლნ.ლარით ან 4.5 ჯერ მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით); სამედიცინო ხარჯები 1.6 მლნ. ლარი (თითქმის გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლის დონეზე); რბილი ინვენტარის, უნიფორმებისა და პირადი ჰიგიენის საგნების შესენის ხარჯები 32.1 მლნ. ლარის ოდენობით (რაც 3 ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს); ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა - შენახვის ხარჯები 63.1 მლნ. ლარი (34.4 მლნ ლარით 2.2 ჯერ მეტი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით) და სხვა.
«სუბსიდიების» მუხლით 6 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 156.98 მლნ. ლარი, დაფინანსდა 149.5 მლნ. ლარით - 95.3%-ით, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი ხარჯის 5.5% შეადგენს.
ამ მუხლიდან დაფინანსდა: საქართველოს ენერგოსისტემა (გეგმიურის 99%-ის დონეზე); უმაღლესი, პროფესიული და სპორტული განათლების, ხელოვნების, კულტურის და ძეგლთა დაცვის ღონისძიებები ჯამური თანხით 38.9 მლნ. ლარის ოდენობით.
«სოციალური უზრუნველყოფის» მუხლი დაფინანსებულ იქნა 615.6 მლნ. ლარით ანუ გეგმურის 99.5%-ით, მათ შორის სახელმწიფო პენსიები დაფინანსდა 339.6 მლნ. ლარით (გეგმიურის 99.9%); სახელმწიფო კომპენსაციები და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიები 23.5 მლნ. ლარით (გეგმის 99.9%); მონეტიზებული სოციალური შეღავათები - 26.8 მლნ. ლართ (გეგმის 98.7%-ის დონეზე); სოციალური დახმარების მიზნით გაიცა - 53.6 მლნ. ლარი (გეგმის 99.7%); ლტოლვილთა და დევნილთა შემწეობებზე - 22.9 მლნ. ლარი (გეგმის 99.7%) და სხვა.
2008 წლის 6 თვეში ძირითადი ფუნქციონალური კომპონენტების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები შემდეგი მონაცემებით ხასიათდება:
საერთო დანშინულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს დასაფინანსებლად წარმართულ იქნა 544.9 მლნ. ლარი (გეგმიურის 95.2%), რაც 223.3 მლნ ლარით, 1.7 ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ასეთ პირობებში ამ სფეროში შემავალი აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანის უზრუნველყოფის კომპონენტი დაფინანსდა 89.8%-ით; ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევები - 80.8%-ით; საერთო დანიშნულების  ფულადი ნაკადები, მთავრობის სხვადასხვა დონეებს შორის 99.3%-ით და სხვა.
თავდაცვის ღონისძიების დასაფინანსებლად განსაზღვრული იყო 1059.5 მლნ. ლარი, გაიხარჯა 1053.0 მლნ. ლარი (გეგმიურის 95.4%- ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილის 34.4%. გასული წლის შესაბამის პერიოდში შეადგენდა 24.4%).
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფერო დაფინანსდა 341.4 მლნ. ლარით, გეგმიური მაჩვენებლის 93%-ის დონეზე, რაც ბიუჯეტის საერთო ხარჯების 11.2%-ს შეადგენს (გასული წლის შესაბამის პერიოდში შეადგენდა 13.5%).
ეკონომიკური საქმიანობის სფეროს დასაფინანსებლად დაიხარჯა 256.6 მლნ. ლარი, გეგმიური მაჩვენებლის 98.6% (საერთო ხარჯების 8.4%). გარემოს დაცვის სფეროს დასაფინანსებლად წარმართულ იქნა 8.8 მლნ. ლარი გეგმიური მაჩვენებლის მხოლოდ 73.2% და საერთო საბიუჯეტო ხარჯების 0.3%. (ეს უკანასკნელი გასული წლის შესაბამის პერიოდში შეადგენდა 0.7%). მათ შორის გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები დაფინანსდა 74.6%-ით; ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვა 73.3%-ით და გარემოს დაცვის სხვა არაკლასიფიცირებული ღონისძიებები 70.1%-ით.
საბინაო-კომუნალური მეურნეობის სფეროში დაიხარჯა 1.99 მლნ. ლარი ანუ გეგმურით გათვალისწინებული რაოდენობის მხოლოდ 82%; ერთი მლნ. ლარით ანუ 34%-ით ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გათვალისწინებული იყო 136.1 მლნ. ლარი, საკასო შესრულებამ შეადგინა 125.9 მლნ. ლარი, ანუ გეგმით გათვალისწინებულის 92.5% და საერთო ხარჯების 4.1% (რაც შესაბამისად 5.6%-ით და 0.8%-ითაა ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით). მათ შორის დაფინანსების დაბალი დონე  დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, მოწყობილობების (90.2%) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების (81.9%) დაფინანსების ხაზით.
დასვენების, კულტურის და რელიგიის სფეროს დასაფინანსებლად წარიმართა 34.8მლნ. ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 90.0 და საერთო ხარჯების 1.5% შეადგენს (2.2 მლნ. ლარით, თითქმის 1%-ითაა ნაკლები გასული წლის შესაბამისი პერიოდის დონესთან შედარებით).
განათლების სფეროს დასაფინანსებლად წარიმართა 178.2 მლნ. ლარი, რაც 10.1 მლნ. ლარით ანუ 5.4%-ითაა ნაკლები გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით და მთლიანი საბიუჯეტო ხარჯების 5.8%  შეადგინა, რაც 19.5 მლნ. ლარით მეტია, გასული წლის საანგარიშო პერიოდის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, (ხოლო 2.8%-ითაა ნაკლები ამ პერიოდის დონესთან). დაფინანსების შედარებით დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა უმაღლესი განათლების (81.3%), უმაღლესის შემდგომი განათლების (59.8%) და განათლების სფეროს დამხმარე მომსახურების (86.1%) ღონისძიების დაფინანსებისას. მათ უმრავლესობაში აღინიშნა გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით დაფინანსების მოცულობის შემცირება.
სოციალური დაცვის სფერო დაფინანსდა 503.5 მლნ. ლარის ოდენობით, რაც გეგმიური მაჩვენებლის 98.8% და მთლიანი საკასო ხარჯების 16.5%  შეადგენს და 160.8 მლნ. ლარით, 46.9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო საერთო ხარჯების მოცულობის პროცენტული დონე 0.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
სოციალური დაცვის სფეროს ძირითადი პრიორიტეტებიდან:ავადმყოფთა და შეზღუდული შესასლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვის ღონისძიებების დაფინანსებამ შეადგინა 2.97 მლნ. ლარი (გეგმიურის 98%); ხანდაზმულთა სოციალური დაცვა დაფინანსდა 367.4 მლნ. ლარით (გეგმიურის 99.8%-ს დონეზე). ოჯახების და ბავშვთა სოციალური დაცვის ღონისძიებებზე დაიხარჯა 86.4 მლნ. ლარი (გეგმის 98.1%); საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებებზე 1.1 ათ. ლარი (გეგმიურის მხოლოდ 1%) და სოციალური დაცვის სხვა არაკლასიფიცირებულმა ასიგნებებმა შეადგინეს 11.8 მლნ. ლარი (გეგმის 83.9%) და ასე შემდეგ.
როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ირკვევა 2008 წლის 6 თვეში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო შემოსავლების და ცალკეული პარამეტრების დაფინანსების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად მთელი რიგი ძირითადი პარამეტრი სრულად ვერ იქნა დაფინანსებული. მნიშვნელოვნად დაბალია სოციალურად ორიენტირიბელი ცალკეულ კომპონენტების გეგმის დაფინანსების შესრულების მაჩვენებლები. ამასთან მცირეა სოციალური ორიენტაციის მატარებელი სფეროების დაფინანსების მოცულობანი ბიუჯეტის საერთო ხარჯებში. ასე მაგალითად: 2008 წლის 6 თვის მონაცემებით გარემოს დაცვის სფეროს დაფინანსების მოცულობა შეადგენს საბიუჯეტო ხარჯების მხოლოდ 0.3%; საბინაო-კომუნალური მეურნეობის 0.1%; ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები 4.1%; დასვენების, კულტურის და რელიგიის  სფეროს ღონისძიებები 1.5%; განათლების 5.8%; სოციალური დაცვის 16.6%; ამავე დროს გამოიკვეთა საერთო ხარჯებში მათი უმრავლესობის მოცულობის დონეების შემცირების ტენდენცია. უფრო მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ საქართველოს ბიუჯეტში განმეორებით შეტანილი ცვლილებების შედეგად 30.0 მლნ. ლარით შემცირდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსების მოცულობა.
არსებითი ცვლილებები არ ფიქსირდება ერთერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემის უმუშევრობის მოგვარების ხაზით. მართალია წლის დასაწყისში სამუშაოს მაძიებლებზე განხორციელდა ერთგვარი ჰუმანიტარული აქცია «სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი პროგრამის» ფარგლებში, რომლის საფუსველზეც 114.0 ათ. რეგისტრირებულიდან 110.6 ათ. კაცზე გაიცა 200 ლარიანი სტიპენდიები. მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა რეგიონების მიხედვით ამ ღონისძიებების გავრცობისა და პროგრამის განახლებისა, მსგავსი რამ არაფერი გაკეთებულა და იგი მხოლოდ წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო საარჩევნო კამპანიად დარჩა. უმუშევრობის რეალური დონე კი კვლავ მაღალი რჩება და 13.5-15% შეადგენს.
საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად სისტემის ორგანიზაციებში მუშაკთა რიცხოვნობა განსაზღვრულია 92.420.0 კაცის ოდენობით, რაც 5356 კაცით აღემატება გასული წლის გეგმიურ მეხვენებელს (მათ შორის 5 ათ. კაცი მოდის თავდაცვის სისტემებზე). მიუხედავად აღნიშნულისა ცალკეული უწყებისა და ორგანიზაციების მიხედვით კვლავ გრსელდება მუშაკთა რიცხოვნობის შემცირება ე.წ. «მუშაკთა რიცხოვნობის ოპტიმიზაციის» დაუსრულებელი პროცესი. კერძოდ: საქართველოს კონტროლის პალატაში მუშაკთა რიცხვი მცირდება 245 ერთეულით (41%); საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 29 ერთეულით (36%); საქართველოს პროკურატურაში 158 ერთეულით (16%); საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 177 ერთეულით (3.2%); საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 33 ერთეულით (6%); საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 15 ერთეულით (8%); საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში 22 ერთეულით (11%); საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 47 ერთეულით (1.6%); საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში 26 ერთეულით (18.4%); საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში 74 ერთეულით (13.3%); ლიკვიდირებულია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია 63 საშტატო ერთეულით და სხვა. გავრცელებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში განხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის შერწყმა, რაც რათქმა უნდა გამოიწვევს მუშაკთა რიცხოვნობის შემცირებას.
გარდა ცალკეული სამინისტროებისა და უწყებების მიხედვით მუშაკთა საერთო რიცხოვნობის შემცირებისა ხორციელდება მნიშვნელოვანი შიდა სტრუქტურული ცვლილებები და რეორგანიზაციები, რაც ქმნის მუშაკთა სამუშაოდან დათხოვნის მოტივაციას. ამასთან როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ ერთი უწყებიდან ან სტრუქტურული ერთეულიდან გათავისუფლებულ მუშაკს ნაკლები გარანტია აქვს სხვა სტრუქტურებში დასაქმებისა. სახელმწიფო სტრუქტურებში კადრების შევსება ხდება სველი კადრების ახლით ხანაცვლებით, ინგლისურენოვანი ორიენტაციისა და პარტიული ნიშნით ე.წ. «პროტეჟეების» გზით.
საქართველოს 2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონაცემების მიხედვით შრომის ანაზღაურების დაფინანსების საერთო დონემ შეადგინა 97.5%. ამასთან საშემოსავლო გადასახადის 25%-იანი დაბეგვრის სისტემაზე გადასვასთან დაკავშირებით კომპენსაციის მიზნით მოხდა ხელფასების გეგმიური მატება. ამავე დროს აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მთელი რიგი სოციალური პრობლემებისა, ხელისუფლების აქტივში უნდა ხაითვალს მიმდინარე ხელფასების დროულად გაცემის უზრუნველყოფა. ასეთ პირობებში რიგი სტრუქტურების მიხედვით ადგილი აქვს შრომის ანაზღაურების დაფინანსების საქმეში მნიშვნელოვან გადახრებს. ასე მაგალითად: 2008 წლის 6 თვეში საქართველოს პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურების მუხლი დაფინანსებულია 97.5%-ით (მათ შორის პარლამენტი 98.1%-ით და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო 86.4%-ით); საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 57%-ით; საქართველოს მთავრობის კანცელარია 85.6%-ით; კონტროლის პალატა 97%-ით; სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მცხეთა მთიანეთში 78.4%-ით; სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში 87.5%-ით; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 89.9%-ით, (მათ შორის ცენტრალური აპარატი 94.2%-ით; შემოსავლების სამსახური 88.5%-ით; სახაზინო სამსახური 99.6%-ით; გენერალური ინსპექცია 87.3%-ით); საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 95.8%-ით; (მათ შორის აპარატი 99.8%-ით; სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები 83.2%-ით; საავტომობილო გზების დეპარტამენტის აპარატი 91%-ით); საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო 93.1%-ით (მათ შორის აპარატი 96.7%-ით; ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო 92.5%-ით; სსიპ-ადამიანთა ვაჭრობის მსხვერპლთა დახმარების სახელმწიფო ფონდი 88.5%-ით; სოციალური სუბსიდიების სააგენტო 90.4%-ით; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმხორციელებელი ცენტრი 84.7%-ით). საქართველოს გაერმოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 97.2%-ით (მათ შორის საგამოსიებო დეპარტამენტი 67%-ით) და სხვა. ეს ძირითადად განპირობებულია ამ სტრუქტურებში არსებული ვაკანსიებით, რაც ქვეყანაში არსებულ უმუშევრობისა და ათასობით მაღალკვალიფიციური კადრების დაუსაქმებლობის ფონზე დაუშვებლად მიგვახნია.
ბოლო წლებში საბიუჯეტო სისტემის უწყებებში დასაქმებულ ცალკეულ კატეგორიის მუშაკთა შრომის ანაზღაურების ზრდის (2-3 ჯერ და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტადაც) მიუხედავად ჯერ კიდევ მოუგვარებელია თანამდებობრივ სარგებისა და პრემირების ერთიანი სისტემის შემუშავების საკითხები და იგი ცალკეული სტრუქტურების და თანამდებობის მიხედვით მნიშვნელოვანი გრადაციით ხასიათდება. კერძოდ: სამინისტროების აპარატში დასაქმებულ სპეციალისტის ხელფასი 350-600 ლარია, მთავარი სპეციალისტის 600-950 ლარის ფარგლებშია, საქართველოს ეროვნული არქივის სპეციალისტის ხელფასი 180 ლარია, ხელმსღვანელის 840 ლარი, ხოლო ადგილობრივი მმართველობით ორგანოებში სპეციალისტის ხელფასი 100-300 ლარია და მთავარი სპეციალისტის 300-400 ლარით განისაზღვრება. ასევე არაერთგვაროვანია ცალკეული უწყებებისა და მმართველობითი ორგანოების მუშაკთა პრემირების სისტემის საკითხი და არ არის შემუშავებული ერთიანი მექანიზმი, რაც ქვეყანაში სოციალური უთანასწორობის და დასაბულობის წინა პირობას ქმნის.
რაც შეეხება სოციალურ სფეროში შემავალ ძირითადი კომპონენტების მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიების დაფინანსების კონკრეტულ მაჩვენებლებს ის შემდეგი მონაცემებით ხასიათდება.
საქართველოს 2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონაცემების მიხედვით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებამ შეადგინა 626.6 მლნ. ლარი ანუ გეგმიური რაოდენობის 97.9%, რაც 13.6 მლნ. ლარითაა ნაკლები 2008 წლის 6 თვის გეგმიურ მაჩვენებელთან და 214.9 მლნ. ლარითაა (52.2%) მეტი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ საანგარიშო პერიოდში 2 ჯერ იქნა შეტანილი ცვლილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალრი დაცვის სამინისტროს დაფინანსებაში პირველ ეტაპზე ზრდის თვალსაზრისით და მეორედ ადეკვატური შემცირებით, რომელიც, ძირითად მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებს მოიცავს.
2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონაცემების მიხედვით ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების გეგმიური მაჩვენებელი განსაზღვრულ იქნა 99.1 მლნ. ლარის ოდენობით, ფაქტიურმა დაფინანსებამ შეადგინა 96.1 მლნ. ლარი ანუ გეგმიურის 96.98%, (რაც 3.0 მლნ. ლარითაა ნაკლები გეგმიურ მაჩვენებელთან და 28.6 მლნ. ლარით 42.3%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს). მათ შორის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა დაფინანსდა 30.0 მლნ. ლარით (გეგმიურის 99.2%-ის დონეზე); სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამები 60.0 მლნ. ლარით 96.5%-ით; მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა 4.6 მლნ. ლარით (90.9%); დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა 676.6 ათ. ლარით (97.6%); სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა 336.7 ათ.ლარით (89.6%) და სხვა.
2008 წლის 6 თვეში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის სოციალურ პროგრამებზე წარიმართა 495.7 მლნ. ლარი ანუ (გეგმის 99.6%); რაც 195.8 მლნ. ლარით 65.3%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, მათ შორის სახელმწიფო პენსიები დაფინანსდა 343.1 მლნ. ლარით (გეგმიურის 99.8%-ით, რაც 128.9 მლნ. ლარით 60%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისის პერიოდის მაჩვენებელს).
საანგარიშო პერიოდში პენსია გაიცა 881 169 პენსიონერზე, სულ 229.6 მლნ. ლარის ოდენობით. საპენსიო უზრუნველყოფის ფარგლებში გაზრდილი პენსია 129 ლარი მიიღო მეორე მსოფლიო ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდმა. ხოლო მონაწილეთა პენსია განისაზღვრა 80 ლარით.
2008 წლის 1 აპრილიდან საპენსიო ასაკით დანიშნული სახელმწიფო პენსია განისაზღვრა 70 ლარის ოდენობით.
ორსულობის, მშობიარობის და ბავშვთა მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარება 1.35 მლნ. ლარით დაფინანსდა (100%-ით 152 ათ.ლარით 12.6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს); სოციალური შეღავათების მონეტიზაციის პროგრამა დაფინანსდა 26.9 მლნ. ლარით (97.7%-ით 2 ჯერ მეტი გასული წლის დონესთან შედარებით), სოციალური დახმარების პროგრამა 54.1 მლნ. ლარით (99.8%-ით 12.6 მლნ. ლარით 28%-ით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების პროგრამა 1.3 მლნ. ლარით (97.5%-ით, 10%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით).
როგორც მოტანილი მონაცემებიდან ირკვევა 2008 წლის 6 თვეში გარკვეული ღონისძიებები იქნა გატარებული ქვეყანაში სოციალრი სფეროს გეგმიური ღონისძიებების მაქსიმალურად დაფინანსების მიზნით.
მიგვახნია, რომ აღნიშნულის წინაპირობა გახდა ქვეყანაში მწვავე სოციალური პრობლემების მოუგვარებლობის გამო გასული წლის ბოლოსა და მ/წლის დასაწყისში მოსახლეობის ფართო მასების მიერ გამოხატული ფართო მასშტაბიანი საპროტესტო ღონისძიებები, მეორეს მხრივ ხელისუფლების მიერ საპრეზიდენტო და საპარლამენტო საარხევნო კამპანია, რაც ნათლად გამოიხატა არხევნების დამთავრების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შეტანილი სწორედ სოციალური სფეროს ღონისძიებების დაფინანსების შემცირებით.
მიუხედავად აღნიშნულისა საანგარიშო პერიოდში ვერ იქნა მიღწეული სამინისტროს სისტემას დაქვემდებარებული მთელი რიგი კომპონენტების საერთო დონეზე დაფინანსება. ასე მაგალითად: სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დაფინანსებულ იქნა 62.9%-ით; 477.3 ათ. ლარით ნაკლები გეგმიურთან შედარებით. ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო 90.5%-ით (123.4 ათ. ლარით ნაკლები); ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამა 28.3%-ით (197.2 ათ. ლარით ნაკლები); ქ. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი 93.2%-ით (14.6 ათ. ლარით ნაკლები); ძევრის შეზღუდული შესასლებლობის მქონე პირთა პანსიონატი 83.6%-ით (27.5 ათ. ლარით ნაკლები); სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა 86.9%-ით (233.5 ათ. ლარი ნაკლები); რეფერელური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა 83.7%-ით (1666.2 ათ. ლარით ნაკლები); დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა 87.2%-ით (57.6 ათ. ლარით ნაკლები); უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი 17.7%-ით (101.5 ათ. ლარით ნაკლები); გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტი 51.7%-ით (10.4 ათ. ლარით ნაკლები) და სხვა.
მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შემოსავლების, თავისუფალი საბრუნავი სახსრების, მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების, არსებული ფინანსური რესურსების სწორი მანევრირების და გარკვეული კატეგორიის ჩინოვნიკთა მიერ სახელმწიფოს ხარჯზე თავიანთვის მაღალკომფორტული ოფისებისა და ყოფით პირობებზე მოკრსალებული დამოკიდებულების პირობებში სავსებით შესასლებელი იქნებოდა არა მარტო ზემოთ ხსენებული სოციალური ღონისძიებების დაფინანსება, არამედ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონის, სამომხმარებლო ფასების და ინფლაციის პროგრესული ზრდის პირობებში მოსახლეობისათვის სასიცოცხლო სხვა მრავალი პრობლემების მოგვარება.
მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეზივრებულად ცხოვრობს, მოკლებულია არსებობისა და შრომის რეალურ პიროობებს, და ერთ სულ მოსახლეზე გაწეული მოკრსალებული დანახარჯი თვეში არ აღემატება 121 ლარს, (რაც 6 ლარით მეტი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმიებულ მუშაკთა მინიმალურ ხელფაზე, 6 ჯერ მეტია მოქმედ მინიმალურ ხელფასთან და 1.7 ჯერ აღემატება სახელმწიფო პენსიების დონეს, 6 ლარითაა ნაკლები სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებრ მინიმუმის დონესთან შედარებით). დაბალია გაწეულ ხარჯებში ცალკეული სოციალურად ორიენტირირებული კომპონენტის (გარემოს დაცვის, საბინაო0კომუნალური მეურნეობის, განათლების, დასვენების, კულტურის, რელიგიის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის) დაფინანსების დონე. არ სრულდება მთელი რიგი სოციალური კომპონენტების გეგმით გათვალისწინებული მაჩვენებლები, გაუმართლებლად მიგვახნია ცალკეული ჩინოვნიკებისათვის სატრანსპორტო მომსახურებისათვის ოფისების, რბილი ინვენტარით და პირადი ჰიგიენის საგნების  აღჭურვისა და შესაძენად ხარჯების 2-3 ჯერ გაზრდა. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მ/წლის 6 თვის მონაცემებით სხვადასხვა რეგიონის გუბერნატორებს «ფუნქცია-მოვალეობის შესასრულებლად» მაღალი განმავლობის ავტომობილების (უნდა ვივარაუდოთ ე.წ. «ჯიპების» შესაძენად (განკარგულებ № 57, 284, 286, 409) გამოეყოთ 476 ათ. ლარი, ცენტრალურ სარევიზიო კომისიის დასაფინანსებლად მ/წლის 6 თვეში გათვალისწინებული იყო 47.8 მლნ. ლარი და ფაქტიურმა დაფინანსებამ შეადგინა 40.5 მლნ. ლარი. მთვარობის სარეზერვო ფონდიდან №338 განკარგულებით არხევნების მაღალ ორგანიზებულ დონეზე ხატარების უზრუნველსაყოფად კიდევ იყო გამოყოფილი 8 მლნ. ლარი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აპარატის სტრუქტურაში გაახნია პრივატიზაციის დეპარტამენტი შესაბამისი მაღალი ანაზღაურებადი სამსახურებით, ასეთ პირობებში საქართველოს პრემიერ მინისტრის №205 განკარგულებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურის პრივატიზაციასთან დაკავშირებით საკონსულტაციო ხარჯებისათვის გამოეყო 60.0 ათ.ლარი; მაშინ როდესაც საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში 2 ჯერ იქნა შეტანილი ცვლილებები და დაზუსტებანი, საქარველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატებს: რეგიონალური მართვის, რეინტეგრაციის და დიასპორის საკითხებში ნორმალური ფუნქციონირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოთ (შესაბამისად 109,0 590.0, 163.0 ათ ლარი). ჯამში 753.0 ათ ლარი. ამასთან საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები განსაზღვრულია 25-25 მლნ. ლარის მოცულობით. სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მონაცემების მიხედვით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი განკარგულებით გაცემას ექვემდებარება 26.77 მლნ. ლარი, აქედან უკვე გადარიცხულია 18.2 მლნ. ლარი, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 19.8 მლნ. ლარი (ანუ მილიონი მოცულობის 79.2% სამწუხაროდ სარეზერვო ფონდების ხარჯვის თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების მიზნობრიობის მოსიება და გაცნობა ვერ ხერხდება). ვფიქრობთ ფაქტობრივად ომის წინა პერიოდში და მრავალი სტიქიური უბედურების გადამტან ქვეყნის ხელისუფალთ მეტი სიფრთხილე და ყაირათიანობა უნდა გამოეხინათ სარეზერვო ფონდების ხარჯვის დროს.
გარდა აღნიშნულისა ფაქტობრივად ომის საშიშროების წინაშე მყოფ ქვეყანაში სხვა პრიორიტეტებზე, რომ არაფერი ვთქვათ, სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევის სახელმწიფო პროგრამის (89.5%-ით); ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამის (28.3%-ით); სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის (90.0%-ით); თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ხარჯების (87.6%-ით) და სხვა სტრატეგიული ობიექტების არასრულყოფილი დაფინანსება, რბილად რომ ვთქვათ დანაშაულია.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქვეყნის განვითარებისათვის საზირო პარამეტრების განსაზღვრისათვის არ ექცევა სათანადო ყურადღება კვლევისა და მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების საქმეს, რის კვალობაზეც ხშირია და სისტემატური ხასიათი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცალკეული პარამეტრების ცვლილების შეტანის ფაქტებს და პუნქტების არათანაბარი დაფინანსების შემთხვევებს. უფრო მეტიც მოსალოდნელი ომის საშიშროების ქვეშ მყოფი ქვეყნის ბიუჯეტში საერთოდ არ არის ფიქსირებული სამოქალაქო თავდაცვის შესწავლის და გამოყენების ღონისძიებები. ცალკეული ნაკლებად პრიორიტეტული ღონისძიებების დაფინანსებაზე ფინანსების გულუხვად წარმართვის პირობებში არ ხდება წინა წლების სახელფასო დავალიანების დაფარვა. არ არის განსაზღვრული ცალკეული უწყებების მიხედვით მისი რეალური მოცულობა, რიგ შემთხვევაში გაუქმებულია ან არ არსებობს ვალების გაანგარიშების ნორმატიული ბაზა. უკეთეს შემთხვევაში კი მათი დაფარვა ხდება ადგილობრივი, მმათველობითი ორგანოებისა და უწყებების მიერ. ასე მაგალითად: ქ.თბილისის მერიიდან 2008 წლის 6 თვეში დაფარული იქნა 436.0 ათ. ლარი «თბილტრანსში» ხელშეკრულებით მომუშავე მსღოლების მიმართ არსებული ვალების ანაზღაურების საკომპენსაციო ერთჯერდ განაცემი 436.0 ათ. ლარის ოდენობით.
საანგარიშო პერიოდში ცალკეულ სახელმწიფო სტრუქტურების და «ჩინოვნიკთა» არასამართლებრივი ქმედების გამო დაზარალებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაიხარჯა 5003.1 ათ. ლარი (რაც თითქმის 3 ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის თანხას). მათ შორისაა საჯარო სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ და შემცირებულ მუშაკთა საკომპენსაციო თანხები. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევებში (განათლების და საჯარო მოსამსახურეთა ზოგიერთი პროფკავშირული ორგანიზაციის გამონაკლისის გარდა) ნაკლებად იგრსნობა პროფკავშირული ორგანიზაციების როლი. იმ პირობებში, როდესაც ცალკეულ სამინისტროებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში და მმართველობით ორგანოებში დაუსრულებელი ლიკვიდაცია რეორგანიზაციების შედეგად, მოქმედი შრომითი კოდექსის ხელშეწყობით, კადრების ხანაცვლების მოტივით სამუშაოს მიღმა რხება ასეულობით მუშაკი, მათი შრომითი და სამართლებრივი უფლების  დასაცავად გასაკეთებელი მართლაც ბევრია, რაც შესაბამისი პროფკავიშრული ორგანიზაციების უპირველესი მოვალეობაა.
ბოლო წლებში სახელმწიფო და მმართველობით ორგანოებში  განხორციელებული და მიმდინარე ლიკვიდაცია0რეორგანიზაციების გამო განსაკუთრებული დასაბული ვითარება შეიქმნა სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის, იუსტიციის, ეკონომიკური განვითარების, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების სტრუქტურებში, სამწუხაროდ შესაბამისი პირველადი და დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციები (გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა, მათ შორის განათლების, ეკონომიკური განვითარების პროფკავშირული ორგანიზაციები) ვერ აღმოხნდენ მოწოდების სიმაღლეზე არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში, რაც გახდა წინა პირობა ამ სტრუქტურებში პროფწევრთა რიცხოვნობის მნიშვნელოვანი შემცირების ან პროფკავშირული ორგანიზაციების ლიკვიდაციისა.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, დარგობრივ და პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებს ავტორიტეტის და პროფწევრებობის მოტივაციის ამაღლების მიზნით მართებთ საქმიანობის არსებითად გააქტიურება და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემოქმედებითი გზების სიება. პრობლემები კი მრავლადაა, განსაკუთრებით საომარი მდგომარეობის ან უკეთეს შემთხვევაში ომის შემდგომ პერიოდში მყოფ ქვეყანაში. როგორც მოგეხსენებათ შედარებით სტაბილური განვითარების პერიოდში ხელისუფლება ვერ ახერხებდა ქვეყნის მოსახლეობის სოციალური პრობლემების არსებითად მოგვარებას, რაც მოსახლეობის ფართო ფენების სამართლიანი გულისწყრომის და მწვავე პროტესტის მიზეზი გამხდარა. მაგრამ იმ საფრთხის შემდეგ რის წინაშეც ხვენი ქვეყანა აღმოხნდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათქმა უნდა სოციალური პრობლემები იქნება, რომლის გადასაწყვეტად ხელისუფლებამ და ყველა დაინტერესებულმა სუბიექტმა ურთიერთთანადგომით და მხარდაზერით უნდა გამოსებნონ რესურსები პრობლემების გამწვავების თავიდან ასაცილებლად და არსებული სირთულეების უმოკლეს ვადაში დასასლევად.
ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ქვეყნის გადარხენის ძირითადი ქვაკუთხედი არა ტანკი და საბრსოლო არსენალია, არამედ საზოგადოების და მოსახლეობის ერთიანობა და ქვეყნის წინაშე მდგარი საშიშროების წინააღმდეგ ბრსოლაში ხელისუფლების მიმართ მხარდაზერაა, რაც მომავალში ხელისუფლების საქმიანობის წარმართვის ნიშანსვეტად უნდა იქცეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხის რეალური კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად.
პროფკავშირული ორგანიზაციების გადაუდებელ ამოცანად მიგვახნია თავიანთი სისტემის შრომით კოლექტივების და საერთოდ მოსახლეობის სოციალური და ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად ორგანიზაციებში, საწარმოებში და უწყებებში შიდა და ქვეყნის მასშტაბით  არსებული რესურსების მოსიება და შრომითი კოლექტივებისა და საერთოდ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წინადადების შემუშავება და მის ხორცშესხმაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
მიუხედავად არაერთგზის დავალებისა ვერ ხერხდება წინა წლების სახელფასო დავალიანების რეალური რაოდენობის დადგენა. გადაუდებელ ამოცანად მიგვახნია, უახლოეს პერიოდში მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება და რეალური ღონისძიებების გატარება მის უმოკლეს ვადაში დაფარვის უზრუნველსაყოფად, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ათასობით შეზირვებულ ხვენს თანამოქალაქესა და კოლეგას.
სამომხმარებლო ფასებისა და ინფლაციის დონის სისტემატური ზრდის ტენდენციის დამკვიდრების ფონზე საწარმოებსა და უწყებებში არსებული შიდარესურსების მოსიებისა და მათი მაქსიმალური მობილიზების გზით შესაბამის ადმინისტრაციებთან სისტემატურად უნდა დასსვან საკითი მუშაკთა სახელფასო ტარიფების ადეკვატური ზრდის და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარების მიზნით.
უახლოეს წარსულში გადატანილი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა გაატარდეს ღონისძიებანი მუშაკებზე საფრთხის თავიდან აცილების მიზნით შრომით კოლექტივებში სამოქალაქო თავდაცვის, სწავლებისა და შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად;
პროფორგანიზაციებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ შრომითი კოლექტივის და მისი თითოეული წევრის სამართლებრივი და შრომითი უფლების დასაცავად და ყოველთვის იდგნენ ამ მოვლენების ეპიცენტრში.
მაქსიმალურად უნდა ხაერთონ ქვეყნისა და შიდა შემოსავლების რესურსების მოსიებაში, რომელთა მიზანმიმართული გამოყენება წაადგება თითოეულ მუშაკს, შრომით კოლექტივს და მთლიანად ქვეყანას.
ბრძოლა უნდა გამოუცხადონ ყოველგვარ თაღლითობას და სახელმწიფო და საწარმოო სახსრების უყაირათოდ ხარჯვას, რაც გავლენას ახდენს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე და საბოლოო ჯამში მოქალაქეებისა მათ შორის პროფკავშირის წევრთა საერთო ცხოვრების დონეზე და უნდა  ხაერთონ ამ საკითხების შესწავლის მონიტორინგში.შესასწავლი კი ამ მიმართებით ვფიქრობთ ბევრია, ასე მაგალითად საბაზრო კონიუქტურის ცვლილების გამო ქვეყანაში ადგილი აქვს ცალკეული დასახელების საქონელზე ფასების ზრდას, რის კვალობაზე ხდება საცალო ფასების მატება და საბაზრო კონიუქტურის უკუცვლის პირობებში გაზრდილი ფასები სტაბილურად იმავე დონეზე რხება, რაც საბოლოო ჯამში მსიმე ტვირთად აწვება თითოეულ მოქალაქეს პირდაპირი დანახარჯების ზრდით. ხოლო მავანთა თაღლითური მოქმედების გამო საბიუჯეტო შემოსავლებში ნაკლებად აისახება. ასე მაგალითად ბოლო 2 წლის მანსილზე საწვავის გასვირების მოტივით თითქმის გაორმაგდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე მგზავრობის ფაქტიური ღირებულება, უფრო მეტიც წინა სადღსასწაულო დღეებში (საშობაო0საახალწლო, სააღდგომო და სხვა, მსოფლშო ცივილიზებულ ქვეყნებში დამკვიდრებულ სადღესასწაულო დღეებში მოსახლეობისათვის შეღავათების დაწესების ნაცვლად ტრადიციულად ხდება მოქმედი ფასების მინიმუმ 1.5 ჯერ ზრდა). ამასთან უმეტეს შემთხვევაში არ ხდება ამ საფასურის გადახდის სათანადო დაკუმენტალური ლეგალიზება, რაც ფაქტიური შემოსავლების დაფარვის რეალური საფუსველი ხდება. ამასთან როგორც უკვე აღვნიშნეთ ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების გარკვეულწილად 10-20%-ით) კლების პირობებშიც კი გაზრდილი ტარიფები უცვლელი რხება.
რუსეთის აგრესიის გამო შექმნილი მსიმე სიტუაციის გამო ცალკეული რეგიონების მიხედვით ზოგიერთი არა კეთილსინდისიერი მეწარმის გამო შეიქმნა ხელოვნური დეფიციტი რიგ დასახლების სასურსათო და საოჯახო საქონელზე. მაგალითად პურის ფქვილზე და მისი საცალო ფასი (50 კგ-იანის) 45-50 ლარიდან 70-75 ლარამდე გაიზარდა და მომენტით მოსარგებლე მავანთა დამატებით შემოსავლების წყარო გახდა (გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე მათგანის მიმართ აღსრულია სისხლის სამათლის პასუხისმგებლობის საქმე) ანალოგიური შემთხვევები სხვა სასაქონლო ჯგუფებშიც; მავანთა დაუდევრობის გამო ხშირი ელექტროენერგიისა და საწვავის დატაცების ფაქტები, მათი დანახარჯის გადასაფარავად ხდება მისი გადანაწილება მომხმარებელთა საერთო რაოდენობაზე, რაც ხშირად მოსახლეობის მწვავე პროტესტის მიზეზი გამხდარა და საზოგადოებრივი აზრის მხარდაზერას ითხოვდა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობის სხდომაზე გასული წელს ანალოგიური საკითხის გახილვის დროს აღინიშნა, რომ ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობაზე და ფერმერთა დახმარების მიზნით 2007 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებისათვის გამოიყო 5.5 მლნ. ლარი. ამასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციას სათანადო ღონისძიების შემუიავების გზით თანადგომა გამოიხატა სოფლის ფერმერთა წინაშე მდგარი პრობლემების მიმართ, რამდენადაც ვფლობთ ინფორმაციას ამ ხაზით გასულ წელს არსებითად არაფერი გაკეთებულა. 2008 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ანალოგიური ღონისძიება მოსახლეობისა და ფერმერთა დახმარების მიზნით ხელისუფლების მხრიდან წელსაც იგეგმება. კერძოდ:თითოეული კილოგრამ თეთრი და შავი ყურსნის შესასყიდ ფასს სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის მიზნით ემატება შესაბამისად 15 და 25 თეთრი და ვფიქრობთ შესაბამისი დარგობრივი და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები იპოვის თავის ადგილს ამ ღონისძიებებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაბამისი პირველადი და პროფკავშირული ორგანიზაციები მეტი აქტიურობით უნდა ხაერთონ  ცალკეული შრომითი კოლექტივებისა და საერთოდ ქვეყნის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტის რეალური გზების სიების საქმეში.
უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ პროფკავშირს ეხება ყველაფერი, რაც ქვეყნის მოსახლეობის და თითოეული დასაქმებულის ბედთან არის დაკავშირებული, რის ნათელ დასტურად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედების პერიოდში პროფკავშირის გაერიანების გადაწყვეტილება ქვეყნის დასაცავად და საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაცვის მიზნით გატარებული მიზანმიმარული ღონისძიებები, რომლებმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

                                                       
                                         გ.ლომინაიშვილი

 

 

 

Who's Online

We have 241 guests online