|
|
|
გიორგი გამყრელიძე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ჯანდაცვის რეფორმის მიმოხილვა
„საქართველოში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები“ 19-20-21 აპრილი
2008 მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ხარისხის კვლევა
მოსახლეობის ჟანმრთელობის დაცვა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს, რადგან ყველა ადამიანს განურჩევლად მისი რასისა, სოციალური სტატუსისა თუ მრწამსისა უფლება აქვს მიიღოს ჟანმრთელობის სრულფასოვანი მომსახურება. სახელმწიფომ თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს ჟანდაცვის სფეროს მაღალი სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას, სიკვდილიანობის კოეფიციენტის შემცირებას, სამედიცინო დარგების განვითარებას და ამ მიმართულებით სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტების ფორმირებას. ცხადია ამ მაჩვენებელს შეიძლება მოვუძებნოთ მრავალი მარტივი ახსნა, მაგრამ არგუმენტის მეტი დამაჟერებლობისათვის წარმოგიდგენთ სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს, იმისათვის რომ გამოვავლინოთ და ავხსნათ ზემოთ მოცემული პრობლემის მიზეზშედეგობრივი ჟაჭვი. ეს მაჩვენებლებია: მთლიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, შობადობისა და სიკვდილიანობის ინდექსი, უმუშევრობის დონე და მოსახლეობის სიღარიბის ქვედა ზღვარი.
ამავე სააგენტოს მონაცემების თანახმად საქართველოში შობადობისა და სიკვდილიანობის კოეფიციენტი თითქმის თანაბარია, რაც ნეგატიურად აისახება დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. შობადობის კოეფიციენტმა ყოველ 1000 მოსახლეზე 2007 წელს შეადგინა 10.54, ხოლო სიკვდილიანობის ინდექსმა 9.37. შობადობის მაჩვენებლით საქართველო ზემოთ მოცემული ქვეყნებიდან უსწრებს რუსეთს, უკრაინას, ბელარუსს, მოლდავეთსა და ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დემოგრაფიული განვითარების ინდექსია .
საკითხის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, თუ მოსახლეობის რა პროცენტისთვისაა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება მათი შემოსავლების გათვალისწინებით. სამწუხაროა, მაგრამ გამოკითხულთა 74%-ისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჟები შეუსაბამობაშია მათ შემოსავალთან და მხოლოდ 8%-ისთვისაა იგი მისაღები.
სწორედ მწირი ფინანსური შესაძლებლობა და მასთან შეუსაბამობაში მოსული სამედიცინო მომსახურების მაღალი ფასები არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში საავადმყოფოების დატვირთვის მაჩვენებელი არის დაბალი და სიკვდილიანობის კოეფიციენტი მაღალი.
კვლევის დასკვნითი ნაწილი ნათლად ასახავს თუ რამდენად განვითარებულია სამედიცინო დაზღვევა საქართველოში და როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება მის მიმართ. გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 33% ფლობს სამედიცინო დაზღვევას. მათგან 44%-მა თავად შეიძინა სადაზღვეო პოლისი, 35%-ს დამსაქმებელმა, ხოლო 21%-ს სახელმწიფომ. ხოლო ის ვინც არ ფლობს ჟანმრთელობის დაზღვევას, ხსნის გარემოებას შემდეგი ფაქტორით: 42% მწირი ფინანსური შესაძლებლობებით და 27% ინფორმაციის უქონლობით.
ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იღებს სასურველ დონეზე სამედიცინო მომასახურებას, ვერ ყიდულობს ჟანმრთელობის დაზრვევის პოლისს, რაც უმთავრესად განპირობებულია მწირი ფინანსური შესაძლებლობებით და დაბალი მყიდველობითი უნარით. ამის ფონზე სახელმწიფომ უნდა აიღოს მეურვეობა მოსახლეობის მხიდან ყველაზე ხშირად მოხმარებული დარგების სუბსიდირებაზე, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისათვის უფასოდ ან შეღავათიანი ფასებით უზრუნველსაყოფად. ჟანდაცვის რეფორმის მიმოხილვა, ტენდენციები და საფრთხეები ჟანდაცვის სექტორის რეფორმირება, რომელიც დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ ძირითადად მიზნად ისახავს ჰოსპიტალური სექტორის განვითარებას, რომლისთვისაც 2007 წლის იანვარში შემუშავდა “ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა”. ამ გეგმის მიხედვით უნდა აშენდეს 100 ახალი საავადმყოფო 7800 საწოლით, აქედან 4185 საწოლი თბილისში, ხოლო 3615 რეგიონებში. ამ გეგმის მთავარი მიზანი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების პრივატიზაცია და ამავდროულად ახალი საავადმყოფოების აშენებაა. ასევე ვიწრო პროფილის საავადმყოფოების, ზოგადი პროფილის საავადმყოფოებით შეცვლა. რეფორმის განხორციელბაში ჩაერთო ეკონომიკური განვითარების და შრომის, ჟანმთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროები. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ იტვირთა პრივატიზაციის განხორციელება, ხოლო შრომის, ჟანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ მთავარ კონპეტენციის სფეროდ დაიტოვა ლიცენზირების საკითხი. მთავრობამ არ შეიმუშავა პრივატიზაციის განხორციელების სტრატეგიული გეგმა და სექტორის პრივატიზაციის მომხიბვლელობისათვის დააწესა სავალდებულო 7 წელი პროფილის შესანარჩუნებლად. ისმება კითხვა, თუ რას მოიმოქმედებენ ინვესტორები 7 წლის შემდეგ, რადგან არ არსებობს გარანტიები და ვალდებულებები, რომ საავადმყოფოები შეინარჩუნებენ პროფილს 7 წლის შემდეგ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტენდერში მონაწილეები ძირითადად არიან დეველოპერები და ფარმაკოლოგიური კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ საერთო კომერციული მიზნები და დარგში მუშაობის გამოცდილება. პრივატიზაციის განსახორციელებლად სახელმწიფომ დასვა ორი ძირითადი მოთხოვნა: საბანკო გარანტიები და მშენებლობის დასრულების ვადები. არ შემუშავდა სტანდარტები, განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები, მოთხოვნა ინვესტორის გამოცდილებაზე, ინოვაციების დანერგვაზე, პროფესიულ განვითარებაზე, ახალი გამოცდილების შეძენაზე, საჭიროების შემთხვევაში კადრების გადამზადებაზე, ექიმების უფლებათა დაცვაზე, მათთვის სამსახურის შენარჩუნებასა და ა.შ. იბადება კითხვა თუ რა ეკონომიკური დაინტერესება შეიძლება ქონდეთ დეველოპერებსა და ფარმაკოლოგებს და რა პოტენციურ საფრთხეს შეიძლება ატარებდეს ეს რეფორმა. პირველი, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა საბანკო გარანტიებსა და დასრულების ვადებზე უპირატესობაში აყენებს დეველოპერულ კომპანიებს, რადგან ამ მაჩვენებლების მიხედვით ვერც ერთი სამედიცინო კომპანია ვერ გაუწევს კონკურენციას დეველოპერულ კომპანიებს. მეორე, ინვესტორის გამოცდილების არქონა და მარეგულირებელი სისტემის არ არსებობა განწირულს ხდის იდეას, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ საავადმყოფოს პროფილი 7 წლის შემდეგ რის ალბათობასაც ზრდის ქალაქის პრესტიჯულ უბნებში მდებარე საპრივატიზაციო აქტივები. მესამე, გარკვეულ ვიწრო პროფილის დარგებს ემუქრებათ დახურვა, რადგან თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არ არიან რენტაბელურები, მაგრამ წარმოადგენენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან დარგებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს დარგები და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მისი სუფსიდირებაც. მეხუთე, უნდა შემუშავდეს ვალდებულებები, ექიმთა უფლებების დაცვის მექანიზმები, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, რათა არ მოხდეს სამსახურიდან დათხოვნის ტოტალური შემთხვევები. მეექვსე, აუცილებელია განისაზღვროს ვალდებულება თუ რა სახის ტექნიკა უნდა შეიძინონ ინვესტორებმა, რათა მათ მიერ შეძენილი ტექნიკა პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს რათა უზრუნველყოფილი იქნეს მომსახურება მაღალ დონეზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს თუ რა სახის დაინტერესება შეიძლება ქონდეთ დეველოპერებსა და ფარმაკოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც არ ფლობენ ამ სფეროში სათანადო გამოცდილებას. ამ მიმართულებით შეიძლება რამოდენიმე ჰიპოთეზის შემუშავება. პირველი ის, რომ დეველოპერული კომპანიების უკან დგას ფარმაკოლოგიური კომპანიები. მეორე ის, რომ დეველოპერებსა და ფარმაკოლოგებს შორის არსებობს საერთო ბიზნეს დაინტერესება. ერთის მხრივ დეველოპერებს, რომ დარჩეთ უძრავი ქონება და მიწა 7 წლის შემდეგ, ხოლო ფარმაკოლოგებს საავადმყოფოები დაქირავებული პერსონალით, რომელზედაც ექნება ზემოქმედების ბერკეტი თუ რა სახის პრეპარატების გამოყენებას მიანიჭოს პრიორიტეტი მკურნალობისას. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული დაცვის ის მექანიზმი, რომ საავადმყოფოები შენარჩუნებული იქნება ქალაქის ცენტრალურ უბნებში, აიხსნება იმ გარემოებით, რომ ამ რეფორმის თანახმად საავადმყოფოები გეოგრაფიულად ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მოსახლეობის 80%-ისათვის სამედიცინო მომსახურება მაქსიმუმ 30 წუთში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მაგრამ ეს მარეგულირებელი მექანიზმი არის აზრს მოკლებული, რადგან რეალობიდან გამომდინარე თბილიში 30 წუთი არის ის მაქსიმუმი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ქალაქის ერთი ადგილიდან მეორეში გადასაადგილებლად. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჟანდაცვის სექტორის რეფორმირება მიმდინარეობს დახურულად, ექიმების თანამონაწილეობის გარეშე. ექიმთა მხიდან ძირითადი პრეტენზიები მიმართული არის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ინვესტორების მიმართ. ჟანმრთელობის სექტორში მიმდინარე რეფორმის უკეთ წარმოჩენისათვის მოყვანილი გვაქვს პრივატიზაციის მე-5 და მე-8 პროექტები, სადაც დეტალურად არის განხილული ჩატარებული პრივატიზაციის აღწერა და დარღვევები.
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტი #5 შესაქმნელი ობიექტი: პრივატიზაცია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქართველოს შრომის, ჟანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2006 წლის 6 ივნისის წერილი #01-05/01/4796 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს ბრძანება #1-1/852 შენიშვნა: იბადება კითხვა თუ რატომ მოხდა სამი შენობის პირველი სართულების პრივატიზაცია, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო ერთი შენობის 3 სართულის გაყიდვა. ამ შემთხვევაში აშკარად იკვეთება ინტერესი პირველი სართულებისა და მასთან დამაგრებული მიწის ნაკვეთის მიმართ, რაც დამოკიდებულს ხდის შენობის სხვა სართულებს ზემოთ ხსენებული ინვესტორის მიმართ. დაფიქრებას იწვევს ასევე ობიექტის საპრივატიზაციო ფასი, რომელიც იმ დროისათვის საბაზრო ფასზე სულ მცირე 5-ჟერ ნაკლები იყო და მიწის გამოკლებით შენობის ფასმა კვადრატულ მეტზე შეადგინა 101 აშშ დოლარი. კარდილოგიის ინსტიტუტის დირექტორის ბ. წინამძღვრიშვილის 2006 წლის 7 აგვისტოს ბრძანება #12 შენიშვნა: სარემონტო სამუშაოები არ დასრულდა განსაზღვრულ 2 თვის განმავლობაში და დღემდე არ არის დასრულებული. ამის შედეგად კარდილოგიის ინსტიტუტის დირექტორს ბ. წინამძღვრიშვილს მოუწია ამდაგვარი სახის რამოდენიმე ბრძანების გამოცემა, სადაც იცვლება მხოლოდ ინსტიტუტის საქმიანობის შეჩერების ვადები. შენიშვნა: კარდიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, რომ ინსტიტუტში სარემონტო სამუშაოები დაიწყო თითქმის ერთდოულად ყველა სართულზე, რამაც ავტომატურად გამოიწვია მუშაობის პარალიზება. საავადმყოფოს ადმინისტრაციის მიერ ისინი 2 თვით უხელფასო შვებულებაში იქნენ გაშვებული. ჟანდაცვის სამინისტროს ფონდიდან სარემონტო სამუშაოებისათვის გამოიყო 1.2 მილიონი ლარი, რაც მიზნობრივად არ იქნა დახარჟული და დღეისათვის საავადმყოფო არის ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში. საავადმყოფოში მიზნობრივად მოხდა რენდგენოლოგიური განყოფილების დემონტაჯი, დაიხურა სადიაგნოსტიკო განყოფილებები და საავადმყოფოს შეწყვეტილი აქვს წყალმომარაგება, ელექტრო ენერგია, სატელეფონო კავშირი და ფუნქიონირებისათვის საჭირო კომუნიკაციის სხვა საშუალებები. 2006 წლის აგვისტოდან დღემდე მათ არ აუღიათ ხელფასი და იმყოფებიან რთულ ეკონომიურ პირობებში. ამის შესახებ მათ წერილობით მიმართეს სხვადასხვა ინსტანციებს. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 აგვისტოს განკარგულება #427 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება #1-1/1294 შენიშვნა: ამ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს მთავრობის არაკოორდინირებულ მუშაობასა და რესურსების ირაციონალურ გამოყენებას. მთავრობას უნდა ჰქონოდა მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოქმედების გეგმა. პრივატიზაციისათვის პრიორიტეტის მინიჭების შემთხვევაში ჟანდაცვის სამინისტროს არ უნდა წამოეწყო სარემონტო სამუშაოები, რამაც საავადმყოფო მიიყვანა ნახევრად დანგრეულ მდგომარეობამდე და გამოიწვია მომუშავე პერსონალის მოცდენა, რაც შრომითი კოდექსის (იხ. თავი VII. შრომის ანაზღაურება, მუხლი 31. პუნქტი 3) თანახმად ითვალისწინებს დამსაქმებლის მხრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე თანხის 0.07 პროცენტის გადახდას. ჟანდაცვის სამინისტროს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ინსტიტუტში რემონტის დაწყებისა და შეჩერების საფუძვლები. ასევე მნიშვნელოვანია სარემონტო სამუშაოების შესრულება შეისწავლოს პროკურატურამ და გამოიძიოს თუ რატომ არ დასრულდა რემონტი და როგორ დაიხარჟა გამოყოფილი თანხა. საქართველოს შრომის კოდექსი |












