English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home | Rights of Employed | შრომის დაცვის ინსპექციის დასკვნები | დარღვევები სამშენებლო სამუშაოებზე Friday, 18 May 2012

Navigation

Calendar

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

Poll

Do you support gtuc's demand to set up unemployment benefit?
 
Welcome!
Georgian Trade Unions' Confederation (GTUC) embraces 25 organizations (two regional and 23 sectoral organizations). It has 259172 members (~ 45% of all hired workforce of the country), 204532 of which are regularly paying membership fees to Trade Unions. Members are paying 1% of their salaries to primary organizations set up in their workplaces, in average 49% (~ 0.49% of salary in average) of this amount goes to sectoral/regional organizations, and 5% of the latter (~ 0.03% of salary in average) goes to GTUC monthly budget. In average, this is 0.01 GEL (~ 0.005 USD) per member, i.e. nearly 2000 GEL (~ 1100 USD) per month.

პარტნიორები

ბმულები

Print E-mail

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2007 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 54 და დაშავდა 26 დასაქმებული. მომხდარი უბედური შემთხვევებიდან - 32 - ე.ი. (25%) სამშენებლო სამუშაოებზე მოდის. 32 შემთხვევიდან 21 მშენებლობაზე დასაქმებულის სიკვდილით დამთავრდა. სასიკვდილო შემთხვევებიდან ნახევარზე მეტი (11) მშენებარე ნაგებობებიდან გადმოვარდნის შედეგად მოხდა.

სტატისტიკიდან დადგენილია, რომ მკვეთრად იმატა შრომის დაცვის წესების დარღვევის შედეგად მომხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რაოდენობამ:


  • 2005-ში მოხდა 16;

  • 2006-ში – 35;

  • 2007-ში – 42;


მთლიანად 2008 წლის პირველ ნახევარში – 48 დანაშაული. დანაშაულის ზრდის წლიური მაჩვენებელი 100%-ს აღწევს.



არ მოქმედებს “წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევეთა და აღრიცხვს დებულება” და დამსაქმებელს შრომის კოდექსი არ ავალდებულებს მიიღოს ზომები უბედური შემთხვევების გამოკვლევისათვის – ამის გამო ბევრი შემთხვევა გამოუკვლევი რჩება, ან გამოკვლევები ისე ტარდება, როგორც შპს “ჯორჯიან მანგანეზისა” და სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის წარმოდენილ შემთხვევებშია.



ასეთ მდგომარეობას ისიც განაპირობებს, რომ უბედური შემთხვევების გამოკვლევის პროცესში ჩართული არ არიან პროფესიული კავშირების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც უფრო გამჭვირვალეს გახდიდა გამოკვლევის პროცესს და დაშავებულთა უფლებების დაცვას მეტად უზრუნველყოფდა, ვიდრე ეს დღევანდელ დღესაა შესაძლებელი.


გაერთიანების შრომის ტექნიკური ინსპექტორების მიერ მ/წლის ოქტომბერში ჩატარებული ფოტოგადაღებების შედეგად ირკვევა, რომ სამშენებლო და სხვა სამუშაოებზე კვლავ გრძელდება დარღვევები, რომლებმაც შეიძლება ანალოგიური შემთხვევები კვლავ გამოიწვიოს.

ფირმა ჯეოსელის თანამშრომლები აწარმოებენ ანტენის გამაძლიერებლის სამონტაჟო სამუშაოებს თავისუფლების მოედანზე. არ აცვიათ სპეცტანსაცმელი და არ ახურავთ დამცავი ჩაფხუტი.







ქალაქის მერიის გვერდით,
ლეონიძის ქუჩის დასაწყისში მშენებლობაზე "წყალმშენი"-ს ექსკავატორის მემანქანეს
არ აცვია სპეცტანსაცმელი, არ ახურავს დამცავი ჩაფხუტი.




ბესიკის ქუჩაზე მშენებარე კომერციული ცენტრის
მუშაკები იყენებენ არასტანდარტულ სადგარს.




მთაწმინდაზე, ყიფიანის ქ-ზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, სადაც არანაირი დამცავი შემოღობვა არ არის, მუშაკებს არ აცვიათ სპეცტანსაცმელი, არ ახურავთ ჩაფხუტები.
მთელ ობიექტზე არანაირი დამცავი შემოღობვა არ არის.


იგივე ობიექტი, სადაც იყენებენ არასტანდარტულ კიბეს, რომლის დაშლის ალბათობაც ძალიან მაღალია და შესაბამისად ძალზე მაღალია მუშაკის დაზიანების ალბათობაც.

 

 

სურათზე უკან მოსჩანს თვითნაკეთი ამწე მექანიზმი და შენობას არა აქვს შემორაგვა.

 

 

 

მშენებლობა დადიანის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურთან ახლოს, მოჩანს ხომ არ არის დამცავი შემოღობვა, თვითნაკეთი ამწევი ჯალამბარი, რომლის თოკიც გამწყდარია და ნებისმიერ დროს შესაძლებელია ტრავმის მიღება. მუშაკს არ აცვია სპეც. ტანსაცმელი, არ ახურავს ჩაფხუტი.

 

 

 

 

არასტანდარტული ხის კიბე, რომლის საყრდენი არ დგას და ჩამოშლა ყოველ წუთასაა მოსალოდნელი. იგივე მშენებლობაზე მუშა სპეცტანსაცმლისა და ჩაფხუტის გარეშე.

 

იგივე მშენებლობაზე კიბე და მუშები.

 

Who's Online

We have 345 guests online