|
საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის N20 2008 წ 25.06 განკარგულების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ რომელშიც შედიან:
1. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მთავარი ტექნიკური ინსპექტორი (მოწვევა იხ. დანართი) თავმჯდომარე;
წევრები:
2. ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის მთ. ტექნიკური ინსპექტორი;
3. ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის ტექნიკური ინსპექტორი;
2008 წ. 30 ივნისიდან 18 სექტემბრამდე შესწავლა 2007 წ. 28.05 გორის რაიონის ს. ტყვიავთან, 10კვ ფიდერ “მეღვრეკისის ” გადამცემი ხაზის განშტოებაზე ს.ს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” (შემდგომში ს.გ.ს.ე) შიდა ქართლის ფილიალის გორის რაიონის მომსახურების ცენტრის ელექტრიკოსის ზურაბ ნაოჭაშვილის მიერ დაახლოებით 14 საათსა და 00 წუთზე სამუშაოზე მიღებული ტრავმის გამოკვლევის აქტი და საბუთები, დაღუპულის ოჯახის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, გაესაუბრა თვითმხილველებსა და ზემოაღნიშნული საწარმოს თანამშრომლებს, სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით გამოითხოვა დამატებითი საბუთები, რის გამოც კომისიის დასკვნა შედგენილი იქნა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ჯეოსელიდან” შემთხვევის დღეს (2007წ. 28 მაისს) ზ. ნაოჭაშვილისა და ს.გ.ს.ე გორის რაიონის ფილიალის მომსახურების ცენტრის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან განხორციელებული ზარების ამონაწერის მიღებისთანავე;
კომისიამ დაადგინა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის სპეციალურ გამოკვლევის აქტში სამუშაოთა მიმდინარეობის მოვლენათა აღწერისას აღნიშნულია, რომ მორიგე ზაზა მამუკაშვილმა უბედური შემთხვევის დღეს 13 საათსა და 10 წუთზე განახორციელა შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც დროსა და მოქმედებაში ასახულია სადისპეტჩერო და სხვა ჟურნალებში; კერძოდ მისი (ზ. მამუკაშვილის) მოთხოვნით, გამოირთო ფიდერი ”მეღვრეკისი “ 13 საათსა და 10 წუთზე, რის შესახებაც აცნობა სამუშაოთა მწარმოებელ ზურაბ ნაოჭაშვილს.
შემთხვევის დღეს, ზაზა მამუკაშვილი იყენებდა მობილურ ტელეფონს N 877 50-48-27, ხოლო ზურაბ ნაოჭაშვილი _ 893 98-52-02. სატელეფონო ზარების განხორციელების დამადასტურებელი ამონაწერით მტკიცდება, რომ 13 საათსა და 10 წუთზე აქტში აღნიშნული ზარი ზ. მამუკაშვილის მხრიდან განხორციელებული არ არის და ყველა ჩანაწერი ოპერატიული რეგისტრაციისა და სხვა ჟურნალებში გატარებულია უბედური შემთხვევის გამოკვლევის აქტის შედგენის პროცესში, ან მას შემდეგ, რადგან პირველი და შემდგომი ზარი განხორციელებულია 11 საათსა და 19 წუთზე, და 12 საათსა და 50 წუთზე, თვით ზურაბ ნაოჭაშვილის მიერ და იგი მაშინვე უნდა ასახულიყო სარეგისტრაციო ჟურნალებში. აქტში მითითებული ზარების განხორციელების დრო არ ემთხვევა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ჯეოსელის” მიერ გაცემულ ამონაწერში მითითებულ დროს. კომისიური გამოკვლევის აქტში მეორე ზარი მითითებულია ზოგადად, ზარის განხორციელების დროის მიუთითებლად, თითქოს “სამუშაოთა დასრულების შემდგომ ზურაბ ნაოჭაშვილმა დისპეტჩერს მობილური ტელეფონით აცნობა, რომ სამუშაოები დამთავრებულია და შეიძლება ფიდერ “მეღვრეკისის “ ძაბვის ქვეშ დაყენება,” რაც სინამდვილეს არ შეეფერება რადგან არც აქტში მითითებულ 13 საათსა და 10 წუთზე და არც შემდგომი ნაჩვენები ზარი განხორციელებული არ ყოფილა.
კომისიის რწმენით ზ. ნაოჭაშვილის მიერ განხორციელებული პირველი ზარიდან (11.19 საათზე) მეორ ზარამდე პერიოდის სხვაობა (12.50 წუთამდე) გასული დრო - 1 საათი და 31 წუთი დასჭირდა გამორთვების მოთხოვნას, გამორთვის განხორციელებასა და სამუშაო ადგილის მომზადების სამუშაოებს. უდავოა და ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ სასწრაფო დახმარება გამოძახებული იქნა დროულად, რადგან გამოძახების დრო დაფიქსირებულია სამედიცინო დაწესებულების მიერ_14 საათი და 05 წუთი (12.50დან 14 საათამდე გასულ დროში, 1 საათი და 10 წუთი) ზ. ნაოჭაშვილი ასრულებდა საჭირო სამუშაოებს, რომლის დროსაც კომისიის რწმენით, მოულოდნელად, ”მეღვრიკისის “ 10კვ ხაზზე მუშაობის დროს გაჩნდა ძაბვა, რომელშიც მოჰყვა ზ. ნაოჭაშვილი; ელექტრო დენის ზემოქმედებით იგი სიმაღლიდან გადმოვარდა, რამაც გამოიწვია მრავლობითი ტრავმა და მისი მიღებიდან 16 დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა. როგორც სამკურნალო დაწესებულებიდან გაცემული ფორმა 27-ის ამონაწერით ირკვევა დაზარალებულ ნაოჭაშვილს ორივე ხელზე ეტყობოდა დენის ზემოქმედების კვალი _ დამწვრობა. აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმას, რომ ძაბვა სადენებზე მიწოდებული იქნა ზ. ნაოჭაშვილის სამუშაო ადგილზე, მუშაობის პროცესში გაუფრთხილებლად;
ზემოთაღნიშნულიდან ჩანს, რომ სპეციალური გამოკვლევის აქტის ავტორმა კომისიამ შეგნებულად შეცვალა და გადაწია ზარების განხორციელების დრო და ჩატარებული სამუშაოების თანმიმდევრობა, გააყალბა აღრიცხვისა და რეგისტრაციის ჟურნალები, რათა ეჩვენებინა, რომ ზ. ნაოჭაშვილმა ტრავმა მიიღო თითქოსდა სამუშაოთა დასრულების შემდეგ, სამუშაოთა მოცულობის თვითნებურად გაფართოებისა და გაუცნობიერებელი მოქმედების შედეგად.
კომისიას მიაჩნია, რომ ზურაბ ნაოჭაშვილის მიერ 2007 წლის 28 მაისს სამუშაოთა შესრულებისას შრომის დაცვისა და უსაფრთხოების წესების რაიმე დარღვევის ფაქტი არ არის დადასტურებული ს.გ.ს.ე გენერალური დირექტორის N14\19-7 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი სპეციალური გამოკვლევის აქტით, ამავე აქტში აღნიშნული დოკუმენტებისა და ფაქტიური გარემოებების გაყალბების გამო.
|