English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home | Rights of Employed | საერთაშორისო ანგარიშები | აშშ სახ. დეპარტამენტის მოხსენება Friday, 18 May 2012

Navigation

Calendar

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

Poll

Do you support gtuc's demand to set up unemployment benefit?
 
Welcome!
Georgian Trade Unions' Confederation (GTUC) embraces 25 organizations (two regional and 23 sectoral organizations). It has 259172 members (~ 45% of all hired workforce of the country), 204532 of which are regularly paying membership fees to Trade Unions. Members are paying 1% of their salaries to primary organizations set up in their workplaces, in average 49% (~ 0.49% of salary in average) of this amount goes to sectoral/regional organizations, and 5% of the latter (~ 0.03% of salary in average) goes to GTUC monthly budget. In average, this is 0.01 GEL (~ 0.005 USD) per member, i.e. nearly 2000 GEL (~ 1100 USD) per month.

პარტნიორები

ბმულები

Print E-mail

2008 წლის 11 მარტის ამერიკის შეერთებული შტატების

 სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მოხსენება

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ

(კონდლოლიზა რაისის მოხსენება)

 

2008 წლის 11 მარტის ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მოხსენება ეხება 2007 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს ნაწილში მოხსენების მე-6 ნაწილი დათმობილი აქვს დასაქმებულთა უფლებებს. თავის მხრივ მე-6 ნაწილი შედგება ხუთი ქვესაკითხებისგან, კერძოდ:
ა. დასაქმებულის გაერთიანების თავისუფლება;
ბ. გაერთიანებისა და კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების უფლება;
ც.  იძულებითი შრომის აკრძალვა;
დ. არასრულწლოვნის შრომის აკრძალვა და მინიმალური ასაკი შრომითი ურთიერთობისათვის;
ე. დასაშვები შრომითი პირობები.


ა. დასაქმებულის გაერთიანების თავისუფლება

კანონმდებლობით დასაქმებულებს მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს უფლება აქვთ შექმნან და შეუერთდნენ პროფესიულ კავშირს. აღნიშნული ნორმა ხორციელდება კიდეც პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა კანონმდებლობით შეზღუდულია ძალოვანი სტრუქტურებში და გენერალურ პროკურატურის რიგებში დასაქმებულთა უფლება შექმნან და გაერთიანდნენ პროფესიული კავშირში. პროფესიულ კავშირებმა აღნიშნეს, რომ შრომის კოდექსით შეზღუდულია მექანიზმები თავიანთი უფლებების განხორციელებისათვის. პროფესიულ კავშირთა ყველაზე ხშირი მოთხოვნა ეხებოდა რვა საათიანი სამუშაო დღის დაწესებას, ორმაგი ანაზღაურებით ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის. შრომის კოდექსით დაწესებულია რვა საათიანი სამუშაო დღე, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კრიტიკოსები (ექსპერტები) ამტკიცებენ, რომ ამ დებულებამ ქვეყანაში არსებული სამუშაო ადგილების სიმცირის ფონზე მიანიჭა ზედმეტი ძალაუფლება დამსაქმებლებს.

პროფესიული კაშირების ძირითადი გაერთიანება საქართველოში არის პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC), რომელიც წარმოადგენს 25 სექტორის 252 000 გაერთიანებულ დასაქმებულებს. ამასთან საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირი (ESEFTUG) წარმოადგენს 100 000 წევრს. 2007 წლის დასასრულისათვის ESEFTUG შეუერთდა GTUC. გარდა ამისა ქვეყანაში კიდევ იყვნენ სამოქალაქო მოსამსახურეების, კულტურისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებულების მცირე პროფესიული კავშირები, თუმცა ისინი არ იყვნენ GTUC წევრები.

კანონმდებლობით აკრძალულია დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაცია პროფესუილი კავშირის წევრობის ან პროფესიულ კავშირის საქმიანობაში მონაწილეობის ნიშნის საფუძველზე. აღნიშნული წესის დარღვევისათვის დამსაქმებელი შეიძლება დასჟილი და იძულებული იქნეს აღადგინოს დასაქმებული სამუშაოზე და გადაუხადოს დასაქმებულს განაცდური ანაზღაურება. მიუხედავად აღნიშნული წესისა, GTUC და დარგობრივი პროფესიული კავშირები განაგრძნობენ რამდენიმე ფაქტების წარმოდგენას, სადაც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ არ შეექმნათ პროფკავშირი.

2007 წლის განმავლობაში GTUC მიმართა სხვადასხვა ინსტაციებს რამდენიმე ფაქტზე, სადაც დამსაქმებლებმა დააშინეს დასაქმებულები პროფკავშირულ მოქმედებისათვის სამუშაოდან დათხოვნით. 2007 წლის დეკემბერში, ფოთში პროფესიული კავშირების წევრები განთავისუფლებულნი იქნენ სამსახურდან პროფკავშირის წევრობის გამო. გარდა ამისა პროფკავშირის ოფისი დალუქული იქნა. პროფესიულ კავშირსა და ფოთის პორტს (დამსაქმებელს) შორის მოლაპარაკების გამართვის შემდეგ უმეტესი დასაქმებულები აღდგენილნი იქნენ სამუშაოზე და პროფესიული კავშირის ოფისი ხელახლა გაიხსნა. ასევე მოხსენებიდან ირკვევა, რომ ზოგიერთი დასაქმებულები მათ შორის მასწავლებლები, ნავთობსადენის, მთის მრეწველობაში და გემსადგურის (პორტის) სფეროში დასაქმებულები და ასევე თბილისის მუნიციპალურ მმართველოვაში დასაქმებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ (ჩივიან) ფაქტებზე, რომ ისინი დამსაქმებლების მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ არიან დამფრთხალნი და დაშინებულნი პროფესიული კავშირში წევრობის და საქმიანობაში მონაწილეობის გამო. 


ბ. გაერთიანებისა და კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების უფლება;
  
კანონმდებლობის მიხედვით პროფესიული კავშირები უფლებამოსილნი არიან გაახორციელონ საქმიანობა დამსაქმებლის მიერ ჩარევისა და დაბრკოლების გარეშე. კოლექტიური მოლაპარაკების წესი აღიარებულია კანონმდებლობის მიერ და კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქნციები იმ პირებისათვის ვინც უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებში. თუმცა პრაქტიკაში მთავრობა ყოველთვის არ იცავს აღნიშნულ უფლებას. სახალო დამცველის ოფისის მოხსენებით დებულება, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არ მოეთხოვება დასაქმებულისათვის წინასწარი შეტყობინების განხორციელება წარმოადგენს მოქმედი შრომის კოდექსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაკლოვანებას. კოლექტიური მოლაპრაკების წარმოების პრაქტიკა არ არის ქვეყანაში ფართოდ გავრცელბული. GTUC ადმინისტრირება გაუწია დაახლოებით 1600 კოლექტიურ ხელშეკრულებას. სუსტმა მენეჟმენტმა და აქტივობამ, ასევე კოლექტიური მოლაპარაკების სიუცხოვემ გამოიწვია ქვეყანაში კოლექტიური მოლაპარაკების მიზნის, დატვითრთვის შეზღუდვა.

კანონმდებლობით უზრუნვეყლოფილია გაფიცვის უფლება. კანონმდებლობით შეზღუდულია გაფიცვის მაქსიმალური ვადა 90 დღით. ზოგადად დასაქმებულები იყენებენ შრომის კოდექსით გათვალისწინებულ გაფიცვის უფლებას. გაფიცვამდე სამი დღით ადრე დასაქმებულთა მიერ გაკეთებული წერილობით შეტყობინებისა და ერთ საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვის შედეგად გაფიცვა სანქცირებულ უნდა იქნეს დამსაქმებლის მიერ. პრაქტიკაში გაფიცვები იშვიათია.      

ც.  იძულებითი შრომის აკრძალვა;
  კანონმდებლობით აკრძალულია იძულებითი შრომა. მოხსენებებში აღნიშნულია, რომ ქალები და არასრულწოვნები გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერლნი  სქესობრივი ექსპლუატაციის ნიშნით და ხოლო კაცები იძულებითი შრომისათვის.    

არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები პროტესტს გამოთქვამენ შრომის კოდექსის დებულებაზე, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია სავალდებულო შრომა ანაზღაურების გარეშე სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის. ასევე შრომის კოდექსის მიხედვით დამსაქმებელი ცალმხრივად, შრომითი ხელშეკრულების პირობებზე მოლაპრაკების გარეშე უფლებამოსილია შეცვალოს სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დრო არა უმეტეს 90 წუთით. არასამთავრობოების განცხადებით აღნიშნული დებულება ავალდებულებს დასაქმებულებს იმუშავონ ზეგანაკვეთურად ანაზღაურების გარეშე, რაც პირდაპირ არღვევს კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის თანახმადაც აკრძალულია იძულებითი შრომა.  


დ. არასრულწლოვნის შრომის აკრძალვა და მინიმალური ასაკი შრომითი ურთიერთობისათვის;
   საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უზრუნველყოფილია დაცულია არასრულწლოვნის დაცვა სამუშაო ექსპლუატაციისაგან. ზოგიერთი მოხსენების მიხედვით ქვეყანაში არსებობდა არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტები.

სახალხო დამცველის ოფისის მოხსენების მიხედვით მოქმედი შრომის კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაა უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხი. მაღალი უმუშევრობის შედეგად შექმნილმა მოზარდ დასაქმებულთა დიდმა ტალღამ რომელნიც მიისწრაფვიან დაბალ ანაზღაურებად შრომაზე, გამოიწვია ქვეყანაში არასრულწოვან დასაქმებულთათვის არაჩვეულებრივი (შეუსაბამო) შრომა. შრომის, ჟანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია არასრულწოვან დასაქმებულთა შრომის შესახებ კანონმდებლობის მიღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვან დასაქმებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია (რეესტრი) არ არსებობს, არასრულწლოვნის შრომა მაინც არ არის მიჩნეული მნიშვნელოვან პრობლემად. დაახლოებით არასრულწლოვან დასაქმებულთა 77.4 პროცენტი დასაქმებულია საოჟახო ფერმებში, ხოლო 18.4 პროცენტი კი საოჟახო მრეწველობაში (ბიზნესში).

არასრულწოვნის შრომითი ქმედუნარიანობის ასაკია 16 წელი. 14 და 15 წლის არასრულწლოვანი უფლებამოსილია დადოს შრომითი ხელშეკრულება მშობლების თანხმობის შედეგად. დაუშვებელია თვრამეტ წლამდე პირის ჩართვა უსაფრთხო შრომაში ან მიწისქვეშა სამუშაოებში. ასევე 16 დან 18 წლამდე არასრუწლოვნების მიმართ მოქმედებს შემცირებული სამუშაო სათების წესი და გარდა ამისა აკრძალულია 16 დან 18 წლამდე არასრუწლოვნების ღამით შრომა. შრომის, ჟანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის შრომის დეპარტამენტში მოქმედებს შრომის ინსპექცია, რომელიც მოიცავს ექვს შრომის ინსეპქტორს.          

ე. დასაშვები შრომითი პირობები.
შრომის კოდექსით გათვალისწინებულია 41 საათიანი სამუშაო კვირა და 24 საათიანი დასვენების დრო კვირის განმავლობაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სახალხო დამცველის ოფისის მოხსენების მიხედვით მოქმედი შრომის კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაა ორსულ დასაქმებულთა უფლებების დაცვა. შრომის კოდექსი ვერ უზრუნველყოფს ორსულობის გამო შვებულების ყოფნის პერიოდში დასაქმებულების დაცვას განთვისუფლებისაგან. შრომის კოდექსის მიხედვით დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 41 საათს, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესვენება და დასვენების დრო არ არის ჩათვლილი სამუშაო დროში. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. დასაქმებული ვალდებულია იმუშაოს ზეგანაკვეთურად ანაზღაურების გარეშე სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის ზეგანაკვეთურ სამუშაოეზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაო დროს. თუ შრომითი ხელშეკრულებით სამუშაო დრო არ არის განსაზღვრული,  ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 41 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
    მთავრობამ განსაზღვრა უსაფრთხო და ჟანსაღი სამუშაო პირობები. შრომის, ჟანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ექვსი შრომის ინსპექტორით უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჟანსაღი სამუშაო პირობების დაცვის შემოწმებას. სახალხო დამცველის ოფისის მოხსენების მიხედვით მოქმედი შრომის კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაა  უსაფრთხო და ჟანსაღი სამუშაო პირობების დაცვის დარღვევა. 2007 წლის განმავლობაში განისაზღვრა 55 000 ლარი უსაფრთხო და ჟანსაღი სამუშაო პირობების წესის დადგენის პროგრამისათვის. კანონმდებლობით ნებადართულია სახიფათო სამუშაოსათვის გაზრდილი ანაზღაურება. ასევე კანონმდებლობით უზრუნველყოფილია დასაქმებულის უფლება უარი თქვას სამუშაოს შესრულებაზე რომელიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს ან ჟანმრთელობას. აღნიშნულმა უარმა არ უნდა გამოიწვიოს გასაგრძელებელი სამუშაოს შეუსრულებლობას. პრაქტკაში აღნიშნული გარანტიებით დასაქმებულები იშვიათად სარგებლობენ.      

 

Who's Online

We have 354 guests online