English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home | Partners | ჰუან სომავია Friday, 18 May 2012

Navigation

Calendar

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

Poll

Do you support gtuc's demand to set up unemployment benefit?
 
Welcome!
Georgian Trade Unions' Confederation (GTUC) embraces 25 organizations (two regional and 23 sectoral organizations). It has 259172 members (~ 45% of all hired workforce of the country), 204532 of which are regularly paying membership fees to Trade Unions. Members are paying 1% of their salaries to primary organizations set up in their workplaces, in average 49% (~ 0.49% of salary in average) of this amount goes to sectoral/regional organizations, and 5% of the latter (~ 0.03% of salary in average) goes to GTUC monthly budget. In average, this is 0.01 GEL (~ 0.005 USD) per member, i.e. nearly 2000 GEL (~ 1100 USD) per month.

პარტნიორები

ბმულები

Print E-mail

ჰუან სომავიას
შრომის საერთაშორისო
 ორგანიზაციის გენერალურ მდივანს                                       ბრიუსელი. 20 სექტემებერი 2011 წელი
 
ძვირფასო გენერალურო მდივანო,მე გწერთ, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის სახელით და გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერიოთ ქუთაისში მდებარე საწარმო ‘’ჰერკულესში’’ წინა დღეებში განხორცილებულ ადამიანისა და პროფკავშირის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებში. 2011 წლის 4 აგვისტოს ‘’ჰერკულესის’’ მუშებმა შექმნეს პროფკავშირი, რომელშიც გაწევრიანდა 147 დასაქმებული და აირჩიეს ხელმძღვანელი ორგანოები. თუმცა, საწარმოს ადმინისტრაციამ არ აღიარა პროფკავშირი და მისი არჩეული 6 ლიდერი 11 აგვისტოს სამუშაოდან გაანთავისუფლა. ადმინისტრაციამ ასევე უგულვებელჰყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მცდელობა მოლაპარაკებების გზით გადაეჭრა არსებული კონფლიქტი. 2 სექტმებერს, საწარმოს მუშებმა საქართველოს კანონდმებლობის დაცვით მოაწყვეს გამაფრთხილებელი გაფიცვა და მოითხოვეს სამუშაოდან განთავისუფლებული პროფკავშირული ლიდერების სამუშაოზე აღდგენა და კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყება, რაზეც ადმინისტრაციამ სხვა პროფკავშირის აქტივისტების სამუშაოდან დათხოვნით უპასუხა. 13 სექტემბერს მუშებამ გამოაცხადეს სრულმასშტაბიანი გაფიცვა, რომელშიც მუშა-ხელის 90 პროცენტი მონაწილეობდა. რამდენიმე გაფიცულმა კი შიმშილობა დაიწყო. 15 სექტემბერს, ღამის 10:15 წუთზე, გაფიცულებთან გამოჩნდა იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, რომლის მანქანასაც პოლიციელების 50 მანქანა მოყვებოდა. პოლიცილებმა გაფიცვის დაშლა დაიწყეს, 11:15 წუთისთვის მოშიმშილეები და 40-მდე მოშიმშილე იქნა დაკავებული, რომლებიც რამდენიმე საათის შემდეგ გაანთავისუფლეს. საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელები სახლებში ურეკავდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი აკითხავდნენ გაფიცულ მუშებს და ემუქრებოდნენ დაპატიმრებით, თუკი ისინი სამუშაოზე არ დაბრუნდებოდნენ. ზოგიერთმა მუშამ ისიც კი განაცხადა, რომ მათ ემუქრებოდნენ თუკი არ დაბრუნდებოდნენ სამუშაოზე, პოლიცია ძალით წამოიყვანდა მათ. დაკავებულ მუშები აიძულეს დაეწერათ ხელწერილები იმის შესახებ, რომ ისინი აღარასოდეს არ მიიღებდნენ მონაწილეობას მსგავსი ტიპის გაფიცვებში, აქციებსა და მანიფესტაციებში და ისინი დაუბრუნდებოდნენ სამუშაო ადგილებს.პოლიციელების მხრიდან ამ უკანონო მოქმედებებს მთავრობის არცერთი ოფიციალური პირისგან კომენტარი არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით ქუთაისის ვიცე-მერს, რომელმაც გაფიცული მუშები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინვესტორები ყველანაირ დახმარებას მიიღებდნენ სახელმწიფოსგან. 18 სექტემბერს სამი პროფკავშირელი ლიდერი ირაკლი იობიძე, მალხაზ გოგიავა და ემილო გუმბერიძე პოლიციამ დააპატიმრა. Dდაპატიმრებამდე აღნიშნული აქტივისტები იმყოფებოდნენ თბილისში და შეხვდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელებს, რათა განეხილათ ქუთაისის შემთხვევა, ისინი ასევე უნდა დასწებოდნენ სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.                                      ‘’ჰერკულესში’’ განვითარებული მოვლენები არის აპროფკავშირული უფლებების სერიოზული დარღვევა, როგორც საწარმოს ადმინისტრაციის, ასევე მთავრობის მხრიდან. პროფკავშირების ლიდერებისა და დამფუძნებლების სამუშაოდან დათხოვნა არის საერთაშორისო ნორმებით აღიარებული გაერთიანების თავისუფლების უხეში დარღვევა. ხოლო სამართლებრივად შექმნილ პროფკავშირებთან მოლაპარაკებების იგნორირება კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების ცალსახა დარღვევაა. მთავრობის როლი ამ ვითარებაში უნდა ყოფილიყო დავის მოლაპარაკებების გზით გადაჭრაში მედიაცია. ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა არათუ დაგმეს ასეთი უკანონო მოქმებები, პირიქით კედავ მეტად შეუწყვეს ხელი ამ უკანონობის ჩადენას პოლიციის გადამატებული ძალის გამოყენებით. პოლიციის მიერ კანონიერი გაფიცვის მონაწილეების დაპატიმრებებით დაშლა არის აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ არაფერი ვთქვათ პოლიციის მიერ იძულებითი შრომის ხელშეწყობაზე, როცა დასაქმებულები დაპატიმრების მუქარით, მათი ნების საწინააღმდეგოდ სამუშაოებზე დააბრუნეს.გარდა ზემოხსენებული სიტუაციისა, არსებობს მონაცემები, რომ საწარმო ‘’ჰერკულესში’’ დასაქმებულია 150 ინდოელი შრომითი მიგრანტი, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი. საწარმოს ხელმძღვანელებმა მათ ჩამოართვეს პასპორტები და უთხრეს, რომ არ დაუბრუნებდნენ პასპორტებს შრომითი კონტრაქტების ვადის ამოწურვამდე. მუშები აცხადებენ, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ინდოეთში საბანკო ანგარიშებზე მათი ხელფასის ნაწილის გადარიცვხის შემდგომ, მათ მხოლოდ 100 ლარს აძლევენ ყოველთვიური ხარჯებისთვის. ბევრმა ინდოელმა მუშამ უკმაყოფილება გამოთქვა დაბალი ხელფასის, სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გამო და მოითხოვა ინდოეთში დაბრუნება. საწარმოს ხელმძღვანელობამ მათ უარი უთხრა პასპორტების დაბრუნებაზე და განუცხადა, რომ შეესრულებინათ კონტრაქტის მოთხოვნები და დაემუქრა მუშებს შემოსავლებისა და თავშესაფარის გარეშე დარჩენით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ თქვენ დაუყოვნებლივ ჩაერიოთ საქართველოს მთავრობის მოქმედებებში და მოთხოვოთ მას: 1) გაანთავისუფლოს დაპატიმრებული პროფკავშირის აქტივისტები და მოუსხნას მათ ყველა ბრალდება 2) დარწმუნდეს, რომ საწარმო ჰერკულესის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აღადგენს სამუშაო ადგილებზე დათხოვნილ პროფკავშირის არჩეულ ლიდერებსა და წევრებს 3) დარწმუნდეს, რომ ჰერკულესის ადმინისტრაცია აღიარებს პროფკავშირს და დაიწყებს მასთან კეთილსინდისიერ კოლექტიურ მოლაპარაკებებს. 4) გამოიძიებს პოლიციის მიერ გაფიცვის დაშლას, სამრეწველო დავაში სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის ფაქტს და დასაქმებულთა მიმართ განხორციელებულ იძულებას დაბრუნებულიყვნენ და ემუშავათ საწარმოში მათი ნების საწინაღმდეგოდ. 5) დარწმუნდეს, რომ ჰრკულესის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნებს ინდოელ მუშება პასპორტებს და დაიცავს ხელფასების გაცემასთან, სამუშაო პირობებთან, საცხოვრებელ პირობებთან და მიგრანტ მუშებთან დაკავშირებულ ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებში განმტკიცებულ ნორმებს.

შარონ ბაროუ

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის
გენერალური მდივანი

 

Who's Online

We have 347 guests online