English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home Friday, 18 May 2012

Navigation

Calendar

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

Poll

Do you support gtuc's demand to set up unemployment benefit?
 
Welcome!
Georgian Trade Unions' Confederation (GTUC) embraces 25 organizations (two regional and 23 sectoral organizations). It has 259172 members (~ 45% of all hired workforce of the country), 204532 of which are regularly paying membership fees to Trade Unions. Members are paying 1% of their salaries to primary organizations set up in their workplaces, in average 49% (~ 0.49% of salary in average) of this amount goes to sectoral/regional organizations, and 5% of the latter (~ 0.03% of salary in average) goes to GTUC monthly budget. In average, this is 0.01 GEL (~ 0.005 USD) per member, i.e. nearly 2000 GEL (~ 1100 USD) per month.

პარტნიორები

ბმულები

Print E-mail

22629069ab77ee2547eafbd13aa25f66_vnimanie21.02.12 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისთვის ცნობილი გახდა, რომ „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ კანონში ცვლილებები და დამატებები შედის. ცვლილებების ინიციატორი და შესაბამისი სამუშაო პროექტის ავტორია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თუმცა, მიუხედავად მოთხოვნისა, ინფორმაცია დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით,  საქართველოს პროფკავშირებს ამ უწყებიდან არ მიაწოდეს.

საქართველოს პროფკავშირებისთვის ცნობილია, რომ  კანონში „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ დაგეგმილი ცვლილებებით, ამ კანონის ბენეფიციარები იქნებიან მხოლოდ ასაკით პენსიონერები და მხოლოდ მათზე გავრცელდება სამედიცინო დაზღვევის ახალი პაკეტი. განსახილველი პროექტის სამუშაო ვარიანტში არ ფიგურირებენ სხვა ბენეფიციარები – მარჩენალდაკარგულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები, გაურკვეველია პენსიებით მათი უზრუნველყოფის მექანიზმები.

საქართველოს პროფკავშირები მიიჩნევს, რომ დაგეგმილმა ცვლილებებმა, ღიად არ უნდა დატოვოს მარჩენალდაკარგულებისა და შშმ პირების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი. ამასთან, უნდა შეიცვალოს ჩანაწერი ცვლილებების პროექტის სამუშაო ვარიანტში და სამედიცინო დაზღვევის ახალი პაკეტით სარგებლობის უფლება სახელმწიფო პენსიის ყველა ბენეფიციარს უნდა მიენიჭოს. სხვა მხრივ, სახელმწიფო არათანაბარ პირობებში ჩააყენებს ადამიანებს, ვისთვისაც მისი ზრუნვა ერთნაირად მნიშვნელოვანია.

პროფკავშირებისთვის მიუღებელია, შშმ პირებისა და მარჩენალდაკარგულების სამედიცინო დაზღვევის, შესაბამისი შემწეობისა და პენსიის გარეშე დატოვება, მით უმეტეს, რომ საწარმოო უბედური შემთხვევების დინამიკა, ამ შემთხვევების შედეგად დასახიჩრებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, ბოლო პერიოდში, მზარდია.  

საქართველოს პროფკავშირები იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ყველა ამ მოსაზრებას და ქვეყნის მოსახლეობის ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად ნაწილს შესაბამისი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფს. 

 

Who's Online

We have 303 guests online