English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home | Archive Friday, 18 May 2012

Navigation

Calendar

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

Poll

Do you support gtuc's demand to set up unemployment benefit?
 
Welcome!
Georgian Trade Unions' Confederation (GTUC) embraces 25 organizations (two regional and 23 sectoral organizations). It has 259172 members (~ 45% of all hired workforce of the country), 204532 of which are regularly paying membership fees to Trade Unions. Members are paying 1% of their salaries to primary organizations set up in their workplaces, in average 49% (~ 0.49% of salary in average) of this amount goes to sectoral/regional organizations, and 5% of the latter (~ 0.03% of salary in average) goes to GTUC monthly budget. In average, this is 0.01 GEL (~ 0.005 USD) per member, i.e. nearly 2000 GEL (~ 1100 USD) per month.

პარტნიორები

ბმულები

დამსაქმებლისა და მასთან დაკავშირებული გამომკვლევი კომისიის წევრების წინასწარი განზრახვა, – არ გაეხმაურებინათ მომხდარი უბედურიDშემთხვევა და ყველაფერი ემზარ ჯიქიძისთვის დაებრალებინათ, ჩანს იქიდანაც, რომ საწარმოს ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელშიც ჯიქიძე მოათავსეს, შემთხვევის შესახებ შეტყობინება სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ გაუგზავნიათ. ამით შპს “ჯორჯიან მანგანეზმა” თავი აარიდა ვალდებულებას, ფაქტი კეთილსინდისიერად გამოკვლეულიყო.

უბედური შემთხვევა გამოიკვლია ს.ს.ი.პ. საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 03.04.09. #42 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ, რომელშიც შევიდნენ ინსპექციის სამთო საწარმოთა და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველოს კოორდინატორი ჭიათურაში, ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ასევე – კომბინატის მთავარი ინჟინერი, რომელიც, მოქმედი წესებით, საწარმოში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირია. ამდენად, კომისიის ყველა წევრი დაინტერესებული პირია.
კომისიამ დაასკვნა, რომ “უსაფრთხოების წესი დარღვეულია თვით დამარცხებულის, ემზარ ჯიქიძის მიერ, მან გამოიჩინა უყურადღებობა და დაუკვირვებლობა სავსე ვაგონის მოძრაობის დაწყებამდე, არ დარწმუნდა, რომ უსაფრთხო ადგილზე იდგა.” “წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულების” (შემდგომში “დებულება”) შესაბამისად, დაზარალებულს გადაეცა ამ დებულების დანართი #5, ფორმა Т-1, რომელის მე-13 პარაგრაფში წერია, რომ “ჯიქიძემ დაარღვია არა მხოლოდ უსაფრთხოების წესი არამედ შრომის დაცვის წესი.”
ფორმა Т-1-ში სავალდებულოდაა აღნიშნული, რომ კონკრეტულ დარღვევას უნდა გააჩნდეს შესაბამისი საფუძველი. დარღვევის სარეგისტრაციო ცარიელი გრაფის ქვემოთ მითითებულია ტექსტი: “მათ მიერ დარღვეული სტატია, პარაგრაფი, კანონმდებლობის პუნქტი, ნორმატიული დოკუმენტი”. ეს მოთხოვნა კომისიამ არ შეასრულა – გრაფაში არ შეავსო დარღვეული წესი, პუნქტი და სხვა მონაცემები. გამომდინარე აქედან, ჯიქიძის მიმართ ჩათვლილ დარღვევას არ გააჩნდა ნამდვილი – სამართლებრივი საფუძველი.
გარდა ამისა, “უსაფრთხოების ერთიანი წესები” ამბობს: “აკრძალულია განწესის სამუშაოებზე გაცემა გამოსამუშავებლებში (სანგრევებში), რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევები”; “აკრძალულია მაღაროში ხალხის ჩაშვება, გამოსამუშავებლებში გადაადგილება, აგრეთვე სამუშაოთა წარმოება ჩართული ინდივიდუალური აკუმულატორიანი სანათურებისა და ლამპების გარეშე”. ასეთი ლამპების გარეშე მუშაობდნენ ყველანი, მთელ ცვლაში, რაც ამტკიცებს იმას, რომ ადმინისტრაცია საერთოდ უგულებელყოფდა უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს. წესით, “გამართული სანათურების რაოდენობა თითოეულ მაღაროზე 10%-ით მეტი უნდა იყოს მიწისქვეშ მომუშავეთა სიით რაოდენობაზე”, აგრეთვე მაღაროს თითოეული აკუმულატორიანი სანათი, ან ცეცხლის ლამპა აღჭურვილი უნდა იყოს ნომრით და მუშაკზე ისე უნდა იყოს მიმაგრებული (გაპიროვნებული). ეს მოთხოვნა არც ცვლაში, შესაბამისად, არც ჯიქიძის მიმართ იყო შესრულებული. შესაბამისად, “უსაფრთხოების ერთიანი წესების” მოთხოვნები დამსაქმებელმა დაარღვია.                                                                                      
ჯალამბრით ვაგონის გამწევი ბაგირი, რომელმაც ემზარ ჯიქიძეს ფეხი მოაწყვიტა, დაზიანებული იყო. ბაგირს ვაგონის ჩასამბელ ბოლოსთან აწყვეტილი ჰქონდა ხვიები, ჰქონდა ნასკვები და სხვა დეფექტები. ბაგირი არ იყო შემოწმებული და გამოცდილი საიმედოობაზე.
შპს ,,ჯორჯიან მანგანეზმა’’ ემზარ ჯიქიძის მიმართ დაარღვია საქართველოს სახელმწიფო  ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის მიერ 1971 წლის 31 აგვისტოს დამტკიცებული “უსაფრთხოების ერთიანი წესები მადნეული, არამადნეული, ქვიშრობული (ფხვიერი)… საბადოების მიწისქვეშა მეთოდით დამუშავებისას”. კერძოდ, წესების მე-6, მე-7, მე-8, მე-14, მე-15, მე-16, მე-422 პარაგრაფის “ბ” პუნქტი, 437-ე, 442-ე, 548-ე, 552-ე, 583-ე, 584-ე, 585-ე პარაგრაფის მოთხოვნები. ამით, კომპანიამ დაარღვია “საშიში სააწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მეათე მუხლის “ბ’’ და “ე’’ პუნქტების მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, “საწარმო მოვალეა, მუშაკებს შეუქმნას შრომის ისეთი პირობები, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს.”  
ზესტაფონის სასამართლომ, სადაც ჯიქიძის ინტერესების დაცვა ძირითადად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურმა უზრუნველყო, მომხდარ უბედურ შემთხვევაში ბრალეულ მხარედ სცნო შ.პ.ს. “ჯორჯიან მანგანეზი” და მას დაზარალებულის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების საკომპენსაციო თანხებისა და პროტეზირების ხარჯების ანაზღაურება (57000 ლარის ოდენობით) დააკისრა. სააპელაციო სასამართლოში, საქმის წაგების აშკარა საფრთხის გამო, საწარმომ მორიგება ითხოვა, რაც  გაერთიანებამ გაიზიარა. მორიგების სასამართლო ხელშეკრულებით, საწარმომ იკისრა დაზარალებულისათვის 10.000 ლარის ერთდროულად და 18 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით სარჩოს გადახდა.
შ.პ.ს. “ჯორჯიან მანგანეზი” სამწუხარო სტატისტიკით სხვა კუთხითაც გამოირჩევა: 2006 წელს იქ სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო 33 მუშაკმა, 2007 წელს – 9 მუშაკმა, 2008 წელს – 9 მუშაკმა და 2009 წლის პირველ ნახევარში – 3 მუშაკმა. ამასთან, საწარმოს ს.ს. “ჭიათურის სამედიცინო-სანიტარული ნაწილი”-სთვის გადაუხდელი აქვს 2007-2009 წლებში ტრავმებზე გაწეული სამედიცინო დახმარების საერთო ღირებულება – 608,72 ლარი, რის გამოც შრომის ანაზღაურების ვერ იღებენ სამედიცინო ნაწილის მუშაკები.   
ეს შემთხვევები საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოებით: გამოკვლევების აქტებს, რომლებითაც დამნაშავეები დაზარალებულები გამოდიან, ხელს აწერენ “ყვითელი პროფკავშირების” წარმომადგენლები, – ორგანიზაციისა, რომელიც ყველგან დამსაქმებლის ხელდასმით იქმნება, ფინანსებს დასაქმებულებისგან იღებს, დაცვის ნაცვლად კი, მათ დადანაშაულებას უწყობს ხელს, რაც პროფკავშირების იდეოლოგიისთვის ყოვლად მიუღებელია.  

 

 

Who's Online

We have 250 guests online