English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home | About GTUC | vacancies Friday, 18 May 2012

Navigation

Calendar

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

Poll

Do you support gtuc's demand to set up unemployment benefit?
 
Welcome!
Georgian Trade Unions' Confederation (GTUC) embraces 25 organizations (two regional and 23 sectoral organizations). It has 259172 members (~ 45% of all hired workforce of the country), 204532 of which are regularly paying membership fees to Trade Unions. Members are paying 1% of their salaries to primary organizations set up in their workplaces, in average 49% (~ 0.49% of salary in average) of this amount goes to sectoral/regional organizations, and 5% of the latter (~ 0.03% of salary in average) goes to GTUC monthly budget. In average, this is 0.01 GEL (~ 0.005 USD) per member, i.e. nearly 2000 GEL (~ 1100 USD) per month.

პარტნიორები

ბმულები

Print E-mail
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით ბაქრაძეს


ბატონო დავით,

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს თვითდასაქმებულთა, ვაჭრობისა და ინდივიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირი საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტის 150-ე მუხლის შესაბამისად,  წარმოგიდგენთ საკანონმდებლო წინადადებას, რაც თვითდასაქმებულთათვის, ინდმეწარმეთათვის და  შეზღუდული პასუხისმგებლობის მცირე საწარმოთათვის სალარო აპარატებით სარგებლობის დროებით გაუქმებას და ფიქსირებულ გადასახადებზე გადაყვანას გულისხმობს, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო  კოდექსის გარდამავალ დებულებებს უნდა დაემატოს მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,გაუქმდეს სალარო აპარატებით სარგებლობა 2012 წლამდე და შემოღებულ იქნეს  ფიქსირებული გადასახადი სავაჭრო ობიექტების იმ კატეგორიასათვის, რომელთა დღიური ბრუნვა არ აღემატება 100 ლარს”.

საკანონმდებლო წინადადების დასაბუთება

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების აუცილებლობა გამოიწვია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე შედეგებმა, რომლებმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა დასაქმებულთა სოციალურ მდგომარეობაზე, რაც გამოწვეულია:
_ კრედიტების გაცემის პროცესების გართულებით;
_ კრედიტების პროცენტის ზრდით;
_ ადგილებზე მაღალი მოსაკრებლებით (ბაზრობებზე);
_ სავაჭრო ცენტრებში იჯარის ფასების ზრდით;
_ მაღალი საჯარიმო სანქციებით (სალარო აპარატებთან მიმართებაში);
      _Fსალარო აპარატების ღირებულებითა და ყოველთვიური მოსაკრებლით (აპარატების გამართულობისათვის) და ა.შ.
საკითხის მხოლოდ ერთ სეგმენტში _ `ბაზრობებზე” განხილვის შემთხვევაშიც კი ნათლად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის თვითდასაქმებულები, რომელთა დღიური ბრუნვა 100 ლარს არ აღემატებოდა.     საქართველოში არსებულ ბაზრობებზე ერთმანეთის მიყოლებით იცლება დახლები და იხურება მაღაზიები, ეს განსაკუთრებით რეგიონებშია  თვალშისაცემი. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში მხოლოდ ბაზრობებზე 60.000 კაცია დასაქმებული. ეს ციფრი კი არ ასახავს იმ რეალურ სურათს, რომელიც სინამდვილეშია, რადგანაც ზემოთ ხსენებული პრობლემების გათვალისწინებით ეს ადამიანები ცდილობენ გადაინაცვლონ `გარე ვაჭრობაში” და ამით თავი აარიდონ პირდაპირ თუ ირიბ გადასახადებს.  სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში თვითდასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1.100.000-ს აღწევს!!! ეს არის კატეგორია ხალხისა, რომლებსაც ხელისუფლებისაგან არაფერი მოუთხოვია, თავიანთი შესაძლებლობებით აიღეს კრედიტები და თავი დაისაქმეს სხვადასხვა ბაზრობებსა თუ სავაჭრო ობიექტებში და ამ ხალხს სოციალური სტატუსიც კი არ გააჩნია.
100.000 ადამიანზე მეტია მოხვედრილი ბანკების შავ სიებში (გადახდის უუნაროა), რომელთა უმეტესობაც ზემოთ ხსენებულ ადამიანებზე მოდის.
ეს პრობლემა ყველაზე მძიმედ აისახა მცირე ობიექტებზე, რომელთა დღიური ბრუნვა არ აღემატება 100 ლარს, ანუ იმ ადამიანებზე, რომელთა ყოველდღიური შემოსავალი(მოგება) 4-დან 6 ლარამდე მერყეობს და ეს ხალხი ხშირ შემთხვევაში ოჯახის ერთადერთ მარჩენლად გვევლინება. მაგალითად: თუ ერთი ობიექტი, სადაც მინიმუმ 2 ადამიანია დასაქმებული და მისი დღიური ბრუნვა შეადგენს 100 ლარს, 100 ლარიდან მაქსიმუმ  20%-იანი მოგების შემთხვევაში შემოსავალი = 20 ლარს, 20 ლარიდან 20% მოგების გადასახადი = 4 ლარს.
ანუ დღიური შემოსავალი რჩება 16 ლარი ორ ადამიანზე და 8ლ. მოდის ერთ ადამიანზე (აქედან მინიმუმ 2ლ. მგზავრობის, კვებისა და სხვა ხარჯების გამოკლებით), დღეში რჩება შემოსავალი 6 ლარი, რაც თვეში 25 დღეზე გაანგარიშებით 150 ლარს შეადგენს, ანუ მხოლოდ მოქმედ საარსებო მინიმუმს უტოლდება.
თუ ამ ადამიანს შეცდომის, დაუდევრობისა ან სხვა მიზეზის გამო საკასო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით (პირველ შემთხვევაში), პრაქტიკულად ეს მისთვის დაღუპვის ტოლფასია. ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ის უმუშევარი რჩება, რადგანაც ვეღარ იხდის ბანკის პროცენტებს, ადგილობრივ მოსაკრებელს და სხვა გადასახადებს, ანუ უერთდება უმუშევართა რიგებს და ყოველივე ამასთან ერთად საფრთხე ემუქრება იმ ქონებასაც, რომელიც გირაოს სახით ბანკსა თუ სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ჰქონდა ჩადებული. აქედან გამომდინარე, იმდენად ძლიერია ფინანსური სანქციების შიში, რომ მოვაჭრეები ხშირ შემთხვევაში უშვებენ შეცდომებს, რაც მათთვის საარსებო წყაროს გარეშე დარჩენას ნიშნავს.
ჩვენ შორს ვართი იმ აზრისაგან, რომ ქვეყნის ბიუჯეტს თუნდაც ერთი თეთრიც კი მოაკლდეს, პირიქით, იმ შემთხვევეში, თუ ამ კატეგორიის ხალხისათვის დროებით გაუქმდება სალარო აპარატები და დაწესდება ფიქსირებული გადასახადი, მათივე განცხადებით მზად არიან სახელმწიფოს ბიუჯეტში ზემოთ ხსენებული 4 ლარის ნაცვლად გადაიხადონ 5 ლარი, რაც მთლიანობაში ბიუჯეტს ყოველწლიურად 20_22 მილიონი ლარით მეტს მოუტანს (ისევ და ისევ 60.000 კაცზე გათვლით). ჩვენი გათვლებით ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება, რადგანაც გარე მოვაჭრეთათვის გაჩნდება მოტივაცია ბიზნესის ლეგალიზაციისათვის, რაც იმას გულისხმობს, რომ ეს კატეგორია დაუბრუნდება ოფიციალურ სავაჭრო ობიექტებს, ისევ გახდება გადასახადის გადამხდელი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გარე ვაჭრობის პრობლემების მოგვარებაც ბუნებრივად დაიწყება. ყოველივე ეს კი ბიუჯეტს გაცილებით მეტ თანხებს შემატებს.
 ზემოხსენებული პრობლემისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით არ არსებობს კანონი მცირე მეწარმეთა შესახებ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს თვითდასაქმებულთა, ვაჭრობისა და ინდივიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირი საქართველოს პარლამენტში შემოდის საკანონმდებლო წინადადებით _ დროებით, 2012 წლამდე გაუქმდეს სალარო აპარატებით სარგებლობა და გადავიდეს ფიქსირებულ გადასახადზე სავაჭრო ობიექტების ის კატეგორია, რომელთა დღიური ბრუნვა არ აღემატება 100 ლარს.
ყველა ეს მონაცემი გააჩნიათ საგადასახადო სამსახურებს და საშუალო წლიური ბრუნვიდან გამომდინარე (2008წ. და 2009 წლის პირველი ნახევარი) შესაძლებელია იმ ობიექტების გამოვლენა, რომლებზეც ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს.


 პატივისცემით
                                       

გაერთიანების თავმჯდომარე


ირაკლი პეტრიაშვილი



  

 

Who's Online

We have 223 guests online