English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home | About GTUC Tuesday, 07 September 2010

Navigation

Calendar

August 2010 September 2010 October 2010
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 35 1 2 3 4
Week 36 5 6 7 8 9 10 11
Week 37 12 13 14 15 16 17 18
Week 38 19 20 21 22 23 24 25
Week 39 26 27 28 29 30

Poll

Do you support gtuc's demand to set up unemployment benefit?
 
Welcome!
Georgian Trade Unions' Confederation (GTUC) embraces 25 organizations (two regional and 23 sectoral organizations). It has 259172 members (~ 45% of all hired workforce of the country), 204532 of which are regularly paying membership fees to Trade Unions. Members are paying 1% of their salaries to primary organizations set up in their workplaces, in average 49% (~ 0.49% of salary in average) of this amount goes to sectoral/regional organizations, and 5% of the latter (~ 0.03% of salary in average) goes to GTUC monthly budget. In average, this is 0.01 GEL (~ 0.005 USD) per member, i.e. nearly 2000 GEL (~ 1100 USD) per month.

მედია

(click image to read documents)
 

(click image to read documents)
 

(click image to read documents)

 
About GTUC
Print E-mail

 

H I M N I

 
Print E-mail

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება


 

1. საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის I (დამფუძნებელი) ყრილობა -  1990 წლის 29 ივნისი

 

2. საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის II რიგგარეშე ყრილობა - 1991 წლის 24 აგვისტო

 

3. საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის III რიგგარეშე ყრილობა - 1992 წლის 18 დეკემბერი

 

4. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების IV ყრილობა - 1995 წლის 1 დეკემბერი

 

5. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების V ყრილობა -  2000 წლის 24 ნოემბერი

 

6. საქარათველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების VI ყრილობა - 2004 წლის 19 ნოემბერი

 

7. საქართველოს  პროფესიული კავშირების VII ყრილობა - 2005 წლის 23 სექტემბერი

 

8.  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების VIII (რიგგარეშე)  საიუბილეო ყრილობა - 2006 წლის 24 ნოემბერი

 

9. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების IX რიგგარეშე (საარჩევნო-საანგარიშო) ყრილობა - 2007 წლის 20 დეკემბერი

 

10. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების X საანგარიშო ყრილობა - 2008 წლის 26 დეკემბერი

 

11. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა - 2009 წლის 25-26 სექტემბერი

 

 

 


 
Print E-mail

 გაერთიანების შესახებ

 
Print E-mail

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიზნები და ამოცანები

 

  • გაერთიანება აერთიანებს პროფესიულ კავშირებს და მოქმედებს საერთო მიზნებიდან გამომდინარე.
  •  გაერთიანება და მისი წევრი პროფესიული კავშირები მოწოდებულნი არიან დაიცვან დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ინტერესები, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, სახელმწიფოსა და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესებს.

 

გაერთიანების  მიზნებია:

ხელი შეუწყოს:

ა)    სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ბ)    საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის თავისუფალ განვითარებასა და  გაძლიერებას;
გ)    ევროინტეგრაციას;
დ)    გენდერული თანასწორობის დაცვას;
ე)    ადამიანის ძირითადი  დემოკრატიული უფლებებისა და პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობის დაცვას;
ვ)    შრომით ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციიის დამკვიდრებას;
ზ)    ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი სოციალური კლიმატისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას;
თ)    ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობას.

 წარმოადგინოს დასაქმებულთა ინტერესები:

 

ა)  ეროვნული და საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებისას;
ბ)    სოციალური, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის, დასაქმების, შრომის ბაზრის განვითარების,  ფასებისა და სამომხმარებლო ბაზრის პოლიტიკის ჩამოყალიბებისას;
გ)    საზოგადოებრივი სტრუქტურების ფორმირებისას;
დ)  შრომის, სოციალური  და სხვა კანონმდებლობის შემუშავების პროცესში;
ე)    განათლებისა და კულტურის პოლიტიკაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სწავლების შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში.

მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ  ხელისუფლებას, ევროკავშირის ინსტიტუტებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყანაში არსებული პრობლემების, დასაქმებულთა ინტერესების შემზღუდველი პირობებისა და მათი გამოსწორების მდგომარეობის შესახებ. 

 

გაერთიანების ამოცანებია:

  • ადამიანის ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების, მათ შორის გაფიცვის უფლების, სოციალური თანხმობის, მშვიდობის დაცვისა და პროფკავშირების თავისუფალი საქმიანობისათვის აუცილებელი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  •  საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გაერთიანების წარმომადგენლობების მეშვეობით პროფკავშირის წევრებისათვის უწყვეტი სწავლებისა და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • იურიდიული საკონსულტაციო ცენტრების შექმნის გზით დაინტერესებული პროფკავშირის წევრებისათვის  შრომითი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებში დახმარება;
  • პროფკავშირის წევრთა წარმომადგენლობა სასამართლოში და მათი უფლებების დაცვა;
  • სოციალური დიალოგის წარმოება საქართველოს მთავრობასა და მეწარმეთა გაერთიანებებთან, კოლექტიური მოლაპარაკებების პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა;
  • შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი დავების შესახებ ზოგადი ინსტრუქციების ჩამოყალიბება;
  • პროფკავშირულ მოძრაობაში წარმოქმნილი დავების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მოგვარება გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული ,,საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობაში წარმოქმნილი დავების მარეგულირებელი” მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით;
  •  გაერთიანების აქტივების განკარგვა და ინვესტიციების კოორდინირება;
  • დასაქმებულთა სადაზღვევო შენატანების ხარჯზე შექმნილი  სახელმწიფო ფონდებისა და კომპანიების მართვაში მონაწილეობა, პროფკავშირების სოციალური პროგრამების – დასაქმებულთა  და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო მომსახურების, დასვენებისა და გაჯანსაღების პროგრამების განხორციელება;
  • ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესაბამისად, დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გაფიცვების, შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარება, სოლიდარობის, საგაფიცვო ფონდებისა და შტაბების შექმნა.

 

 


Who's Online

We have 109 guests online