საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობის დადგენილება
პროექტი:
საქართველოს 2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებელი სოციალური სფეროს ღონისისიებების დაფინანსების მდგომარეობისა და პროფკავშირული ორგანიზაციების ამოცანების შესახებ
ბიუჯეტის ანალიზის სრული ტექსტი იხილეთ აქ: საქართველოს 2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებელი სოციალური სფეროს ღონისისიებების დაფინანსების მდგომარეობისა და პროფკავშირული ორგანიზაციების ამოცანების შესახებ
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობა აღნიშნავს, რომ გაერთიანება, როგორც ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის მებრძოლი ერთ-ერთი აქტიური ორგანიზაცია, სისტემატურად ეცნობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტებს და დამტკიცებულ მაჩვენებლებს, აანალიზებს მათ და ამზადებს წინადადებებს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. გამგეობის სხდომა პერიოდულად იხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ძირითადი პარამეტრების შესრულების მიმდინარეობის მდგომარეობას.
მიიჩნევს რა სოციალური პრობლემების მოგვარებას ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად, რომელიც კომპლექსურ კავშირშია სახელმწიფოს განვითარების სხვა პრიორიტეტებთან, ბოლო პერიოდიში ქვეყანაში რუსეთის აგრესიის შედეგად განხორციელებული საომარი მოქმედების შედეგად შექმნილი რთული სიტუაციისა და პრობლემების მიუხედავად, საკითხს აქტუალობა არ დაუკარგავს.
საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლების მიხედვით მ/წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 4.2 მლრდ. ლარს მიაღწია, რაც 800 მლნ. ლარით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მშპ ზრდის ძირითადი მოცულობა მრეწველობის, მშენებლობის და მომსახურების დარგებზე მოდის. ექვს თვეში ნაერთ ბიუჯეტში შემოსავლების ხაზით მობილიზებული იქნა 3268.3 მლნ. ლარი, ანუ გეგმის 103%, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში მხარჯავი დაწესებელების მიხედვით საერთო ასიგნების მოცულობამ შეადგინა 3693.9 მლნ. ლარი (გეგმიურის 97.7%), რაც 1646.2 მლნ. ლარით აღემატება 2007 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რის კვალობაზეც გაიზარდა თავდაცვის, სახელმწიფო წესრიგის განმტკიცების, სოციალური სფეროს და ზოგიერთი სხვა პრიორიტეტული პარამეტრების მოცულობანი, გატარდა ღონისძიებანი ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების მიზნით. მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულ ზოგიერთი კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო სატარიფო განაკვეთი. სახელმწიფო პენსიის მინიმალური დონე გაიზარდა 27%-ით და შეადგინა 70 ლარი, უზრუნველყოფილ იქნა მიმდინარე ხელფასების და პენსიების გაცემა.
მიუხედავად აღნიშნულისა საანგარიშო პერიოდში ვერ მოხერხდა რიგი პარამეტრების სრულად დაფინანსება. ამასთან მნიშვნელოვნად დაბალია ცალკეული სოციალურად ორიენტირიბული კომპონენტების გეგმის დაფინანსების მაჩვენებელი. მცირეა სოციალური ორიენტაციის მატარებელი სფეროების დაფინანსების ხვედრითი წილი ბიუჯეტის საერთო ხარჯებში. 2008 წლის 6 თვეში გარემოს დაცვის სფეროს დაფინანსების მოცულობამ შეადგინა საბიუჯეტო მთლიანი ხარჯის 0.3%, საბინაო-კომუნალური მეურნეობის 0.1%, ჯანმრთელობის დაცვის ღონსისიებების 4.1%, დასვენების, კულტურის და რელიგიის სფეროს ღონისძიებების 1.6%, განათლების 6.8% და სხვა.
ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის დონე და არ ტარდება ქმედითი ღონისძიებანი ამ პრობლემის რეალურად გადასაწყვეტად.
რიგი სოციალური კომპონენტის გეგმიური მაჩვენებლის სრულად დაუფინანსებლობის პირობებში, ადგილი აქვს ცალკეულ «ჩინოვნიკთა» სატრანსპორტო მომსახურების, ოფისების რბილი ავეჯისა და პირადი ჰიგიენის საგნების შესასენად გასაწევი ხარჯების მოცულობის 2-3 ჯერ გაზრდას და მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ნაკლებ ეფექტური მიმართულებით წარმართვის ფაქტებს.
შესაბამის სამთავრობო სტრუქტურების მიერ ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლის განსაზღვრისათვის სათანადო ანალიტიკურ და მეცნიერულად დასაბუთებულ გათვლებზე დაფუსნების საქმეს, რის გამოც ხშირია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის და ცალკეული პარამეტრების დაუფინანსებლობის ფაქტები. ომის საშიშროების წინაშე მდგარი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში საერთოდ არ არის ფიქსირებული სამოქალაქო თავდაცვის შესწავლისა და ორგანიზების ღონისძიებანი. ასეთ პირობებში სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევის, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების, მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სამხედრო ჰოსპიტალის ხარჯების და რიგი სტრატეგიული პარამეტრების არასრულყოფილი დაფინანსება დანაშაულის ტოლფასია.
შედარებით სტაბილური განვითარების პერიოდში ხელისუფლება ვერ ახერხებდა ქვეყნის მოსახლეობის სოციალური პრობლემების არსებითად მოგვარებას, ომის შემდგომ პერიოდისათვის სავარაუდოა ამ მიმართებით სირთულეების წარმოქმნა და პრობლემების გამწვავება, რაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს პროფკავშირულ ორგანიზაციებს, რომელთა ვალია გააქტიურონ მუშაობა მუშაკთა სამართლებრივი და სოციალური ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით და საწარმოებში და ორგანიზაციებში შიდა რესურსების მობილიზების გზით ადგილობრივ ადმინისტრაციებთან ერთად უზრუნველყონ დასაქმებულთა სოციალური მდგომრეობის გაუმჯობესება.
მოისმინა, რა გაერთიანების ანალიტიკური სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკითხი „საქართველოს 2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებელი სოციალური სფეროს ღონისისიებების დაფინანსების მდგომარეობისა და პროფკავშირული ორგანიზაციის ამოცანების შესახებ“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობა ადგენს:
1. ინფორმაცია « საქართველოს 2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებელი სოციალური სფეროს ღონისისიებების დაფინანსების მდგომარეობისა და პროფკავშირული ორგანიზაციის ამოცანების შესახებ» მიღებულ იქნეს ცნობად.
2. გაერთიანებაში შემავალ წევრმა და შესაბამისმა პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში შექმნილი რთული რეალობის გათვალისწინებით გააქტიურონ მუშაობა მუშაკთა შრომითი და სამართლებრივი უფლებების დაცვის, სოციალური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებისა და დაცვის მიზნით, რისთვისაც:
_ უმოკლეს ვადებში მიაღწიონ თავიანთ სამოქმედო არეალში არსებული წინა წლების სახელფასო დავალიანებების კონკრეტული მოცულობის დადგენას და გაატარონ ქმედითი ღონისძიებანი ამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარების უზრუნველსაყოფად.
_ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების და ინფლაციის დონის სისტემატურად ზრდის ტენდენციის დამკვიდრების ფონზე საწარმოებსა და უწყებებში არსებული შიდა რესურსების მოსიების და მობილიზების გზით შესაბამისი ადმინისტრაციებიდან მოითხოვონ სახელფასო ტარიფების ადეკვატური ზრდა და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარება.
_ უახლოეს წარსულში გადატანილი მსიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, გააქტიურონ მუშაობა შრომით კოლექტივებში სამოქალაქო თავდაცვის წესების შესწავლისა და მუშაკთა გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
_ მეტი შემოქმედებითი მიდგომა და ინიციატივა გამოიხინონ თავიანთ საქმიანობაში, მათ შორის შიდა უწყებრივი და საერთო სახელმწიფოებრივი შემოსავლების რეზერვების მოსიების საქმეში და გაატარონ ღონსისიებანი ამ გზით მოსიებული თანხების შრომითი კოლექტივების სოციალური მდგომრეობის გასაუმჯობესებლად.
3. გაერთიანებაში შემავალმა შესაბამისმა წევრმა ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საომარ მოქმედების შედეგად დაზარალებულ საწარმოებში დასაქმებულ მუშაკთა შრომითი მოწყობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
4. გაერთიანებაში შემავალი წევრი ორგანიზაციების ხელმსღვანელებმა უზრუნველყონ თავიანთი სამოქმედო არეალში მოქმედი პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციების აქტივისათვის «საქართველოს 2008 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებელი სოციალური სფეროს ღონისისიებების დაფინანსების მდგომარეობისა და პროფკავშირული ორგანიზაციის ამოცანების შესახებ» მომზადებული ინფორმაციისა და ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობის დადგენილების გაცნობა.
6. კონტროლი ამ დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს პროფესიული კავშშრების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს გ. ალექსანდრიას.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ი. პეტრიაშვილი
|