პროფესიული კავშირების გაერთიანება წერეთლის გამზირიდან და დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა იძულებით აყრას ეწინააღმდეგება და ხელისუფელებას პრობელემის ცივილიზებულად, დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს. “ხელისუფლება გარემოვაჭრეებს უნდა დაელაპარაკოს და მათი დახლები ძალისა და ხელკეტების გამოყენებით არ უნდა აყაროს. პროფესიული კავშირების გაერთიანების კარი გარემოვაჭრეთათვის ღიაა, მომართვის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მათ კანონის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოთ. მოვაჭრეებს მოვუწოდებთ საკუთარი უფლებების დასაცავად პროფესიული კავშირი ჩამოყალიბონ”- აცხადებს თვითდასაქმებულთა პროფკავშირის თავმჟდომარე ზაზა აგლაძე.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში თანამშრომლებს პროფესიული
კავშირების წევრობის გამო დევნიან
დღეისათვის შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემაში” გამეფებულია განუკითხაობა, მიმდინარეობს დასაქმებულთა შრომითი, სოციალური და სამართლებრივი დაცვის იგნორირება. სამსახურიდან მასიურად დაითხოვეს პროფესიონალი ენერგეტიკოსები, შემდეგ კი, განუსაზღვრელი რაოდენობით და მაღალი ხელფასებით მიიღეს ისეთი ადამიანები, რომელთაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ ენერგეტიკასთან. Yყველას, ვინც კი ხმა ამოვიღეთ არსებული განუკითხაობის წინააღმდეგ, დევნა დაგვიწყეს.
იმის გამო, რომ მე, როგორც პროფორგანიზაციის რწმუნებულმა, ადმინისტრაციის წინაშე წერილობითი ფორმით დავაყენე პროფკავშირის საარჩევნო _საანგარიშო კრების მიერ მიღებული საკითხები, სამსახურიდან დამითხოვეს.
ჩვენ, პროფწევრები ვითხოვდით:
1. ხელფასების მომატებას
2. ხელფასებს შორის 20_მაგი განსხვავების შემცირებას
3. სახელფასო დავალიანების გასტუმრებას
4. მორიგე_ოპერატიული პერსონალისთვის თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების შექმნას
5. გაუქმებული ჟანმრთელობის პროგრამის გაგრძელაბას
6. მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაუქმებას და თანამშრომლების გრძელვადიან ხელშეკრულებებზე გადაყვანას
7. თანამშრომელთA სამორიგეო და სამუშაო ოთახების სანიტარული მდგომარეობის გაუმჟობესებას.
Pპროფკავშირის აქტივში მყოფი ყველა პიროვნება აგვითვალწუნეს, გვდევნიან მხოლოდ იმის გამო, რომ ვართ პროფკავშირის წევრები და ვცდილობთ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები კანონმდებლობის ფარგლებში.
ჩვენ ვიბრძოლებთ არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. დღეისათვის ცოტანი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მხარს დაგვიჭერენ როგორც დასაქმებულები, ასევე ამჯამად დაუსაქმებელნიც. ამოიღეთ ხმა თქვენს გარშემო არსებულ დარღვევებზე და ერთობლივად ვებრძოლოთ უსამართლობას.
დალი ადუაშვილი
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პროფესიული კავშირების კომიტეტის წევრი
24 ივნისს 12 საათზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში (მის: ვაჯა-ფშაველას 1\43) შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის” ყოფილი თანამშრომლები პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა:
შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის” თანამშრომლებს პროფკავშირების წევრობის გამო დევნიან და ავიწროვებენ.
გთხოვთ მობრძანდეთ