English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home | Rights of Employed | Our Researches | Health Reform Review Tuesday, 07 September 2010

Navigation

Calendar

August 2010 September 2010 October 2010
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 35 1 2 3 4
Week 36 5 6 7 8 9 10 11
Week 37 12 13 14 15 16 17 18
Week 38 19 20 21 22 23 24 25
Week 39 26 27 28 29 30

Poll

Do you support gtuc's demand to set up unemployment benefit?
 
Welcome!
Georgian Trade Unions' Confederation (GTUC) embraces 25 organizations (two regional and 23 sectoral organizations). It has 259172 members (~ 45% of all hired workforce of the country), 204532 of which are regularly paying membership fees to Trade Unions. Members are paying 1% of their salaries to primary organizations set up in their workplaces, in average 49% (~ 0.49% of salary in average) of this amount goes to sectoral/regional organizations, and 5% of the latter (~ 0.03% of salary in average) goes to GTUC monthly budget. In average, this is 0.01 GEL (~ 0.005 USD) per member, i.e. nearly 2000 GEL (~ 1100 USD) per month.

მედია

(click image to read documents)
 

(click image to read documents)
 

(click image to read documents)

 
Print E-mail

გიორგი გამყრელიძე

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

 

 

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ჯანდაცვის რეფორმის მიმოხილვა


საერთაშორისო კონფერენცია

„საქართველოში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები“

19-20-21 აპრილი

 

2008
თბილისი

მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ხარისხის კვლევა

 

მოსახლეობის ჟანმრთელობის დაცვა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს, რადგან ყველა ადამიანს განურჩევლად მისი რასისა, სოციალური სტატუსისა თუ მრწამსისა უფლება აქვს მიიღოს ჟანმრთელობის სრულფასოვანი მომსახურება. სახელმწიფომ თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს ჟანდაცვის სფეროს მაღალი სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას, სიკვდილიანობის კოეფიციენტის შემცირებას, სამედიცინო დარგების განვითარებას და ამ მიმართულებით სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტების ფორმირებას. 
დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს მოსახლეობის ჟანმრთელობის სერვისის უზრუნველყოფით იძლევა დაფიქრების საბაბს, რადგან „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს მიერ 2007-2008 წელს ჩატარებული კვლევის  თანახმად საავადმყოფოებში საწოლების დატვირთვის მაჩვენებელმა შეადგინა 32.3%, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება დსთ-ს, ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.
 
 

ცხადია ამ მაჩვენებელს შეიძლება მოვუძებნოთ მრავალი მარტივი ახსნა, მაგრამ არგუმენტის მეტი დამაჟერებლობისათვის წარმოგიდგენთ სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს, იმისათვის რომ გამოვავლინოთ და ავხსნათ ზემოთ მოცემული პრობლემის მიზეზშედეგობრივი ჟაჭვი. ეს მაჩვენებლებია: მთლიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, შობადობისა და სიკვდილიანობის ინდექსი, უმუშევრობის დონე და მოსახლეობის სიღარიბის ქვედა ზღვარი.
მსოფლიო ბანკის ქვეყნების კლასიფიკაციით, რომლის მთავარი შეფასების კრიტერიუმია მთლიანი ეროვნილი პროდუქტი, 2007 წლის ანგარიშში, საქართველო მოხვდა საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნების სიაში . აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 2007 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში მთლიანმა ეროვნულმა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე შეადგინა 4200 აშშ დოლარი, რითაც ჩამორჩება, როგორც მეზობელ, ასევე დსთ-ს სხვა ქვეყნებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირის ქვეყნებზე. იგი ამ მაჩვენებლით უსწრებს მოლდავეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, ტაჟიკეთს და მონტენეგროს, იხილეთ ქვემოთ მოცემული დიაგრამა .

 

ამავე სააგენტოს მონაცემების თანახმად საქართველოში შობადობისა და სიკვდილიანობის კოეფიციენტი თითქმის თანაბარია, რაც ნეგატიურად აისახება დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. შობადობის კოეფიციენტმა ყოველ 1000 მოსახლეზე 2007 წელს შეადგინა 10.54, ხოლო სიკვდილიანობის ინდექსმა 9.37. შობადობის მაჩვენებლით საქართველო ზემოთ მოცემული ქვეყნებიდან უსწრებს რუსეთს, უკრაინას, ბელარუსს, მოლდავეთსა და ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დემოგრაფიული განვითარების ინდექსია .


 
პრობლემის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით, იმისათვის რომ დაგვედგინა თუ რა კავშირი აქვს ეკონომიკურ და ტრადიციულ მხარეებს საქართველოში საწოლების დატვირთვის დაბალ მაჩვენებელთან, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით.
კვლევა დაიწყო 5 აპრილს და გრძელდებოდა 15 აპრილამდე. კვლევა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით და რანდომიზაციის შედეგად შეირჩა 132 ადამიანი, რომელიც გამოიკითხა წინასწარ შედგენილი ანკეტის საფუძველზე. გამოკითხვის დროს ძირითადი აქცენტი გაკეთდა შემდეგ საკითხებზე:
- რა უმთავრესი მიზეზი დგას მოსახლეობის წინაშე არასრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღების მიმართ;
- რა ადგილი უჭირავს მოსახლეობის ეკონომიკურ მხარეს ჟანმრთელობის უზრუნველყოფის საქმეში;
- თუ რამდენად აქცევს მოსახლეობა ყურაღებას საკუთარი და ოჟახის წევრების ჟანმრთელობის მდგომარეობას;
- რა პერიოდულობით იტარებს მოსახლეობა სამედიცინო შემოწმებებს;
- მეტწილად რა სახის სამედიცინო მომსახურება ჭირდება მოსახლეობას;
- რა ინფორმაციას ფლობს მოსახლეობა სამედიცინო დაზღვევის შესახებ.
ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს (88%) ესაჭიროება სამედიცინო შემოწმება და გამოთქვა სურვილი შემოთავაზებულ უფასო სამედიცინო შემოწმებაზე. ხოლო გამოკითხულთა 12%, რომელმაც საჭიროდ არ მიიჩნია სამედიცინო შემოწმება ძირითადად არიან ახალგაზრდები 18-დან 25 წლამდე, რომელებსაც არ აწუხებთ ჟანმრთელობის პრობლემა.  

 

საკითხის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, თუ მოსახლეობის რა პროცენტისთვისაა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება მათი შემოსავლების გათვალისწინებით. სამწუხაროა, მაგრამ გამოკითხულთა 74%-ისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჟები შეუსაბამობაშია მათ შემოსავალთან და მხოლოდ 8%-ისთვისაა იგი მისაღები.

 

სწორედ მწირი ფინანსური შესაძლებლობა და მასთან შეუსაბამობაში მოსული სამედიცინო მომსახურების მაღალი ფასები არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში საავადმყოფოების დატვირთვის მაჩვენებელი არის დაბალი და სიკვდილიანობის კოეფიციენტი მაღალი.
საქართველოს ხელისუფლებამ ჟანდაცვის სფეროში რეფორმების ჩატარების დროს სწორედ ამ მაჩვენებლებს უნდა მიაქციოს ყურადღება. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს მოსახლეობა ყველაზე ხშირად. რომელ სამედიცინო მომსახურების სფეროზეა ყველაზე ხშირი მოთხოვნა და რომელი მათგანი უნდა იყოს სუფსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან, რათა შეუმსუბუქდეს მოსახლეობას  გადახდის პრობლემები. ამ შემთხვევაში გამოკითხულთა უმრავლესობამ (55%) მიიჩნია, რომ მათ ყველაზე ხშირად ესაჭიროებათ პროფილაქტიკური მომსახურება, მაგალითად ისეთი როგორიცაა ანალიზები; 20%-ს, ძირითადში ასაკოვან ადამიანებს, კარდიოლოგიური მომსახურება, ხოლო 7%-ს, ძირითადში ახალგაზრდა ქალბატონებს, გინეკოლოგიური მომსახურება.

 

კვლევის დასკვნითი ნაწილი ნათლად ასახავს თუ რამდენად განვითარებულია სამედიცინო დაზღვევა საქართველოში და როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება მის მიმართ. გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 33% ფლობს სამედიცინო დაზღვევას. მათგან 44%-მა თავად შეიძინა სადაზღვეო პოლისი, 35%-ს დამსაქმებელმა, ხოლო 21%-ს სახელმწიფომ. ხოლო ის ვინც არ ფლობს ჟანმრთელობის დაზღვევას, ხსნის გარემოებას შემდეგი ფაქტორით: 42% მწირი ფინანსური შესაძლებლობებით და 27% ინფორმაციის უქონლობით.

 

ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იღებს სასურველ დონეზე სამედიცინო მომასახურებას, ვერ ყიდულობს ჟანმრთელობის დაზრვევის პოლისს, რაც უმთავრესად განპირობებულია მწირი ფინანსური შესაძლებლობებით და დაბალი მყიდველობითი უნარით. ამის ფონზე სახელმწიფომ უნდა აიღოს მეურვეობა მოსახლეობის მხიდან ყველაზე ხშირად მოხმარებული დარგების სუბსიდირებაზე, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისათვის უფასოდ ან შეღავათიანი ფასებით უზრუნველსაყოფად.

ჟანდაცვის რეფორმის მიმოხილვა, ტენდენციები და საფრთხეები

ჟანდაცვის სექტორის რეფორმირება, რომელიც დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ ძირითადად მიზნად ისახავს ჰოსპიტალური სექტორის განვითარებას, რომლისთვისაც 2007 წლის იანვარში შემუშავდა “ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმა”. ამ გეგმის მიხედვით უნდა აშენდეს 100 ახალი საავადმყოფო 7800 საწოლით, აქედან 4185 საწოლი თბილისში, ხოლო 3615 რეგიონებში.

ამ გეგმის მთავარი მიზანი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების პრივატიზაცია და ამავდროულად ახალი საავადმყოფოების აშენებაა. ასევე ვიწრო პროფილის საავადმყოფოების, ზოგადი პროფილის საავადმყოფოებით შეცვლა. 

რეფორმის განხორციელბაში ჩაერთო ეკონომიკური განვითარების და შრომის, ჟანმთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროები. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ იტვირთა პრივატიზაციის განხორციელება, ხოლო შრომის, ჟანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ მთავარ კონპეტენციის სფეროდ დაიტოვა ლიცენზირების საკითხი.

მთავრობამ არ შეიმუშავა პრივატიზაციის განხორციელების სტრატეგიული გეგმა და სექტორის პრივატიზაციის მომხიბვლელობისათვის დააწესა სავალდებულო 7 წელი პროფილის შესანარჩუნებლად. ისმება კითხვა, თუ რას მოიმოქმედებენ ინვესტორები 7 წლის შემდეგ, რადგან არ არსებობს გარანტიები და ვალდებულებები, რომ საავადმყოფოები შეინარჩუნებენ პროფილს 7 წლის შემდეგ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტენდერში მონაწილეები ძირითადად არიან დეველოპერები და ფარმაკოლოგიური კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ საერთო კომერციული მიზნები და დარგში მუშაობის გამოცდილება.

პრივატიზაციის განსახორციელებლად სახელმწიფომ დასვა ორი ძირითადი მოთხოვნა: საბანკო გარანტიები და მშენებლობის დასრულების ვადები. არ შემუშავდა სტანდარტები, განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები, მოთხოვნა ინვესტორის გამოცდილებაზე, ინოვაციების დანერგვაზე, პროფესიულ განვითარებაზე, ახალი გამოცდილების შეძენაზე, საჭიროების შემთხვევაში კადრების გადამზადებაზე, ექიმების უფლებათა დაცვაზე, მათთვის სამსახურის შენარჩუნებასა და ა.შ.

იბადება კითხვა თუ რა ეკონომიკური დაინტერესება შეიძლება ქონდეთ დეველოპერებსა და ფარმაკოლოგებს და რა პოტენციურ საფრთხეს შეიძლება ატარებდეს ეს რეფორმა.

პირველი, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა საბანკო გარანტიებსა და დასრულების ვადებზე უპირატესობაში აყენებს დეველოპერულ კომპანიებს, რადგან ამ მაჩვენებლების მიხედვით ვერც ერთი სამედიცინო კომპანია ვერ გაუწევს კონკურენციას დეველოპერულ კომპანიებს.

მეორე, ინვესტორის გამოცდილების არქონა და მარეგულირებელი სისტემის არ არსებობა განწირულს ხდის იდეას, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ საავადმყოფოს პროფილი 7 წლის შემდეგ რის ალბათობასაც ზრდის ქალაქის პრესტიჯულ უბნებში მდებარე საპრივატიზაციო აქტივები.

მესამე, გარკვეულ ვიწრო პროფილის დარგებს ემუქრებათ დახურვა, რადგან თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არ არიან რენტაბელურები, მაგრამ წარმოადგენენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან დარგებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს დარგები და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მისი სუფსიდირებაც. 
მეოთხე, პროფილის შეცვლა გამოიწვევს დარგების გაუქმებას, რასაც მოჰყვება კვალიფიციური პერსონალის უმუშევრად დარჩენა, და გარკვეული მიმართულებებით სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის შეწყვეტა;

მეხუთე, უნდა შემუშავდეს ვალდებულებები, ექიმთა უფლებების დაცვის მექანიზმები, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, რათა არ მოხდეს სამსახურიდან დათხოვნის ტოტალური შემთხვევები.

მეექვსე, აუცილებელია განისაზღვროს ვალდებულება თუ რა სახის ტექნიკა უნდა შეიძინონ ინვესტორებმა, რათა მათ მიერ შეძენილი ტექნიკა პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს რათა უზრუნველყოფილი იქნეს მომსახურება მაღალ დონეზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს თუ რა სახის დაინტერესება შეიძლება ქონდეთ დეველოპერებსა და ფარმაკოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც არ ფლობენ ამ სფეროში სათანადო გამოცდილებას. ამ მიმართულებით შეიძლება რამოდენიმე ჰიპოთეზის შემუშავება.

პირველი ის, რომ დეველოპერული კომპანიების უკან დგას ფარმაკოლოგიური კომპანიები.

მეორე ის, რომ დეველოპერებსა და ფარმაკოლოგებს შორის არსებობს საერთო ბიზნეს დაინტერესება. ერთის მხრივ დეველოპერებს, რომ დარჩეთ უძრავი ქონება და მიწა 7 წლის შემდეგ, ხოლო ფარმაკოლოგებს საავადმყოფოები დაქირავებული პერსონალით, რომელზედაც ექნება ზემოქმედების ბერკეტი თუ რა სახის პრეპარატების გამოყენებას მიანიჭოს პრიორიტეტი მკურნალობისას.

სახელმწიფოს მიერ შემუშავებული დაცვის ის მექანიზმი, რომ საავადმყოფოები შენარჩუნებული იქნება ქალაქის ცენტრალურ უბნებში, აიხსნება იმ გარემოებით, რომ ამ რეფორმის თანახმად საავადმყოფოები გეოგრაფიულად ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მოსახლეობის 80%-ისათვის სამედიცინო მომსახურება მაქსიმუმ 30 წუთში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მაგრამ ეს მარეგულირებელი მექანიზმი არის აზრს მოკლებული, რადგან რეალობიდან გამომდინარე თბილიში 30 წუთი არის ის მაქსიმუმი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ქალაქის ერთი ადგილიდან მეორეში გადასაადგილებლად.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჟანდაცვის სექტორის რეფორმირება მიმდინარეობს დახურულად, ექიმების თანამონაწილეობის გარეშე. ექიმთა მხიდან ძირითადი პრეტენზიები მიმართული არის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ინვესტორების მიმართ. 

ჟანმრთელობის სექტორში მიმდინარე რეფორმის უკეთ წარმოჩენისათვის მოყვანილი გვაქვს პრივატიზაციის მე-5 და მე-8 პროექტები, სადაც დეტალურად არის განხილული ჩატარებული პრივატიზაციის აღწერა და დარღვევები.

 

 

 

 

 

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტი #5

შესაქმნელი ობიექტი:
- ერთი მაღალტექნოლოგიური, მინიმუმ 190 საწოლიანი, მრავალპროფილური ჰოსპიტალი სანზონის სამედიცინო კლასტერში, გენერალური გეგმის შესაბამისად.
გადასაცემი ობიექტები:
- სს “აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტი”;
- შპს „თბილისის #4 კლინიკური საავადმყოფო“;
- შპს „თბილისი მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკა“;
- შპს „თბილისი #5 სამშობიარო სახლი“.

პრივატიზაცია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
კონკურსში გაიმარჟვა ჩეხურ-ქართულმა კომპანიამ შპს „ბლოკ-ჯორჟია“-მ. რომელმაც შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოადგინა 13 000 000 აშშ დოლარის საბანკო გარანტია და ვალდებულებად აიღო 17 თვეში სანზონის სამედიცინო კლასტერში 190 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს აშენება.

საქართველოს შრომის, ჟანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2006 წლის 6 ივნისის წერილი #01-05/01/4796
პასუხისმგებელი პირი: შრომის ჟანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ლადო ჭიპაშვილი
ადრესატი: ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ირაკლი ჩოგოვაძე
ჟანდაცვის სამინისტრო შუამდგომლობს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე, რათა კარდიოლოგიის დარგში ინვესტიციების განხორციელების მიზნით, განხორციელდეს სს „მ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის“ შენობის ნაწილის – 1000 კვ.მ ფართის პრივატიზაცია.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს ბრძანება #1-1/852
„ქ. თბილისში, გუდამაყრის შესახ. #2-ში მდებარე არასაცხოვრებელი 1000 კვ.მ ფართის (შენობა # 1-ის I სართულის ნაწილი, # 2 და #3 შენობის I სართული) და მასზე წილობრივად დამაგრებული 1530 კვ.მ მიწის ნაკვეთი პრივატიზაციის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში დადგენილ ვადაში წარმოდგენილი იქნა ერთი განაცხადი და გამარჟვებულად გამოცხადდა იურიდიული პირი შპს „მედექსპერტი“, რომელიც თანახმაა გადაიხადოს 101 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში . . . “

შენიშვნა: იბადება კითხვა თუ რატომ მოხდა სამი შენობის პირველი სართულების პრივატიზაცია, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო ერთი შენობის 3 სართულის გაყიდვა. ამ შემთხვევაში აშკარად იკვეთება ინტერესი პირველი სართულებისა და მასთან დამაგრებული მიწის ნაკვეთის მიმართ, რაც დამოკიდებულს ხდის შენობის სხვა სართულებს ზემოთ ხსენებული ინვესტორის მიმართ. დაფიქრებას იწვევს ასევე ობიექტის საპრივატიზაციო ფასი, რომელიც იმ დროისათვის საბაზრო ფასზე სულ მცირე 5-ჟერ ნაკლები იყო და მიწის გამოკლებით შენობის ფასმა კვადრატულ მეტზე შეადგინა 101 აშშ დოლარი.

კარდილოგიის ინსტიტუტის დირექტორის ბ. წინამძღვრიშვილის 2006 წლის 7 აგვისტოს ბრძანება #12
„ინსტიტუტის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული მიმდინარე კაპიტალურ რემონტთან დაკავშირებით, ა.წ 10 აგვისტოდან 2 თვის ვადით შეჩერებული იქნეს ინსტიტუტის საქმიანობა და თანამშრომლები გადაყვანილ იქნენ უხელფასო შვებულებაში“. სარემონტო სამუშაოებისათვის ხელის შეწყობისა და მეთვალყურეობის მიზნით სამუშაოზე დარჩნენ ინსტიტუტის 7 თანამშრომელი, მათ შორის დირექტორიც.

შენიშვნა: სარემონტო სამუშაოები არ დასრულდა განსაზღვრულ 2 თვის განმავლობაში და დღემდე არ არის დასრულებული. ამის შედეგად კარდილოგიის ინსტიტუტის დირექტორს ბ. წინამძღვრიშვილს მოუწია ამდაგვარი სახის რამოდენიმე ბრძანების გამოცემა, სადაც იცვლება მხოლოდ ინსტიტუტის საქმიანობის შეჩერების ვადები.
2006 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება #15: „ . . . ინსტიტუტის საქმიანობის შეჩერების ვადა გაგრძელდეს 2006 წლის 7 დეკემბრამდე“. 
2006 წლის 7 დეკემბრის ბრძანება #16: „ . . . ინსტიტუტის საქმიანობის შეჩერების ვადა გაგრძელდეს 2007 წლის 7 მარტამდე“. 
2007 წლის 7 მარტის ბრძაბნება #01: „ . . . ინსტიტუტის საქმიანობის შეჩერების ვადა გაგრძელდეს 2007 წლის 7 ივნისამდე“.
2007 წლის 7 ივნისის ბრძანება #03: „ . . . ინსტიტუტის საქმიანობის შეჩერების ვადა გაგრძელდეს 2007 წლის 7 სექტემბრამდე“.
2007 წლის 10 სექტემბრის ბრძანება #07: „ . . . ინსტიტუტის საქმიანობის შეჩერების ვადა გაგრძელდეს 2007 წლის 10 დეკემბრამდე“.   

შენიშვნა: კარდიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, რომ ინსტიტუტში სარემონტო სამუშაოები დაიწყო თითქმის ერთდოულად ყველა სართულზე, რამაც ავტომატურად გამოიწვია მუშაობის პარალიზება. საავადმყოფოს ადმინისტრაციის მიერ ისინი 2 თვით უხელფასო შვებულებაში იქნენ გაშვებული. ჟანდაცვის სამინისტროს ფონდიდან სარემონტო სამუშაოებისათვის გამოიყო 1.2 მილიონი ლარი, რაც მიზნობრივად არ იქნა დახარჟული და დღეისათვის საავადმყოფო არის ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში. საავადმყოფოში მიზნობრივად მოხდა რენდგენოლოგიური განყოფილების დემონტაჯი, დაიხურა სადიაგნოსტიკო განყოფილებები და საავადმყოფოს შეწყვეტილი აქვს წყალმომარაგება, ელექტრო ენერგია, სატელეფონო კავშირი და ფუნქიონირებისათვის საჭირო კომუნიკაციის სხვა საშუალებები. 2006 წლის აგვისტოდან დღემდე მათ არ აუღიათ ხელფასი და იმყოფებიან რთულ ეკონომიურ პირობებში. ამის შესახებ მათ წერილობით მიმართეს სხვადასხვა ინსტანციებს. 

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 აგვისტოს განკარგულება #427
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად პროექტი 5-ის ობიექტები პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცათ შპს „ბლოკ-ჟორჟიას” სიმბოლურ ფასად 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად 17 თვის განმავლობაში ერთ-ერთი დაწესებულების ტერიტორიაზე 190 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს აშენების, აღჭურვის და ფუნქციონირების უზრუნველყოფით, სავალდებულო 7 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნებით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება #1-1/1294
პროექტი 5-ის ობიექტები პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს შპს „ბლოკ-ჟორჟიას” სიმბოლურ გასად 1000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად 17 თვის განმავლობაში ერთ-ერთი დაწესებულების ტერიტორიაზე 190 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს აშენების, აღჭურვის და ფუნქციონირების უზრუნველყოფით, სავალდებულო 7 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნებით.

შენიშვნა: ამ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს მთავრობის არაკოორდინირებულ მუშაობასა და რესურსების ირაციონალურ გამოყენებას. მთავრობას უნდა ჰქონოდა მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოქმედების გეგმა. პრივატიზაციისათვის პრიორიტეტის მინიჭების შემთხვევაში ჟანდაცვის სამინისტროს არ უნდა წამოეწყო სარემონტო სამუშაოები, რამაც საავადმყოფო მიიყვანა ნახევრად დანგრეულ მდგომარეობამდე და გამოიწვია მომუშავე პერსონალის მოცდენა, რაც შრომითი კოდექსის (იხ. თავი VII. შრომის ანაზღაურება, მუხლი 31. პუნქტი 3) თანახმად ითვალისწინებს დამსაქმებლის მხრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე თანხის 0.07 პროცენტის გადახდას. ჟანდაცვის სამინისტროს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ინსტიტუტში რემონტის დაწყებისა და შეჩერების საფუძვლები. ასევე მნიშვნელოვანია სარემონტო სამუშაოების შესრულება შეისწავლოს პროკურატურამ და გამოიძიოს თუ რატომ არ დასრულდა რემონტი და როგორ დაიხარჟა გამოყოფილი თანხა.
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ინსტიტუტი უახლოეს პერიოდში აუცილებელია მივიდეს სამუშაო კონდიციამდე, სამედიცინო პერსონალს მიეცეს მუშაობის საშუალება და იძულებითი მოცდენისათვის სახელმწიფოს და/ან ინვესტორის მხრიდან სრულად იქნეს დაფარული იძულებითი მოცდენის საკომპენსაციო თანხა. 

საქართველოს შრომის კოდექსი
თავი VII. შრომის ანაზღაურება
მუხლი 31. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა, გაცემის დრო და ადგილი
3. დასაქმებული ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარისსწორების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.007 პროცენტი.
მუხლი 32. შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს
1. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზრაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

Who's Online

We have 171 guests online