ჩვენს შესახებ

საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაცია არის დამოუკიდებელი,  არაკომერციული  ორგანიზაცია და რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 19/11/1998. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის სამოქალაქო ორგანიზაცია , რომელსაც აერთიანებს 22 დარგობრივ ორგანიზაციას  და ჰყავს 220 000 წევრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კონფედერაცია არის საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაერთიანების (ITUC) წევრი 2006 წლიდან, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის-ETUC  რეგიონული ფილიალის წევრი 2007 წლიდან.

 

გაერთიანების  მიზნებია:

ხელი შეუწყოს:

  •  სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
  •   საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის თავისუფალ განვითარებასა და  გაძლიერებას;
  •  ევროინტეგრაციას;
  •  გენდერული თანასწორობის დაცვას;
  • ადამიანის ძირითადი  დემოკრატიული უფლებებისა და პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობის დაცვას;
  • შრომით ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციიის დამკვიდრებას;
  •  ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი სოციალური კლიმატისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას;
  •  ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობას.

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განახორციელა და კვლავაც კონცენტრირებულია შემდეგ საკითხებზე:

 

  • ლეგალური სამუშაო; საქართველოს პროფკავშირები რამდენიმე კანონ–პროექტის ავტორია
  • დასაქმებულთა უფასო იურიდიული დაცვა;  მათი წარმომადგენილია ყველა ეროვნული სასამართლოს დონეზე
  • ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური  და შრომის ძირითადი ანალიზის განხორციელება
  • კოლექტიური მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების ხელშეწყობა
  • მუშათა გაფიცვების, დემონსტრაციებისა და მანიფესტების ორგანიზება
  • საერთაშორისო არენაზე პროფკავშირების წარდგენა

 

 

ჩვენი გამოცდილება

 

პროექტები, რომლებიც განხორციელდა ბოლო სამი წლის განმავლობაში:

 

  • 2008-2009 საპილოტო პროგრამა ,, ახალი ადგილობრივი  პროფესიული კავშირების პრგანიზება და  იმერეთის რეგიონის ფილიალთან თანამშრომლობის გაუმჯობესება და დახვეწა’’ – დონორი  შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ( ILO)
  • 2009 პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესწავლა საქართველოს შრომის ბაზარზე; განათლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით ხელშეწყობა ღირსეული შრომისათვის და შრომის პირობების გაუმჯობესებისათვის. –  დონორი ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  • 2010 ახლადშექმნილი პროფკავშირის  გაძლიერება და მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის შექმნა ( ზემო იმერეთი) – დონორი ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  • 2010 მუშათა პროფკავშირისათვის ინფორმაციის მიღების საშუალებების გაძლიერებისა და მეტად გააქტიურებისათვის ზომების მიღება– განხორციელება: ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  • 2010  ხელშეწყობა ახალგაზრდების  სოციალური უფლებებისათვის– დონორი:  ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  • 2011  ღირსეული შრომის ხელშეწყობა საჯარო სექტორში: ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  • 2011 ახალი საპენსიო სქემის შემუშავება საშიშპირობებიან სექტორში  დასაქმებულთათვის.
  • 2011–2012  ,,მშრომელთა უფლებებისა და შრომის სტანდარტების გაუმჯობებსების ხელშეწყობა საერთაშორისო საფინანსო ინსიტიტუტების მიერ გამოყოფილი სესხების საფუძველზე“ ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
  • 2011–2012  კონსულტაციები დასაქმებულებთან და მხარდაჭერის ცენტრი (WCSC) ქუთაისში. დონორი: ჰოლანდიის პროფკავშირების კონფედერაცია –FNV
Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close