ისტორია

საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაცია არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია და რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 19/11/1998. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის სამოქალაქო ორგანიზაცია , რომელსაც აერთიანებს 22 დარგობრივ ორგანიზაციას და ჰყავს 220 000 წევრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კონფედერაცია არის საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაერთიანების (ITUC) წევრი 2006 წლიდან, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის-ETUC რეგიონული ფილიალის წევრი 2007 წლიდან.

გაერთიანების მიზნებია:
ხელი შეუწყოს:
• სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
• საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის თავისუფალ განვითარებასა და გაძლიერებას;
• ევროინტეგრაციას;
• გენდერული თანასწორობის დაცვას;
• ადამიანის ძირითადი დემოკრატიული უფლებებისა და პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობის დაცვას;
• შრომით ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციიის დამკვიდრებას;
• ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი სოციალური კლიმატისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას;
• ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობას.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განახორციელა და კვლავაც კონცენტრირებულია შემდეგ საკითხებზე:

• ლეგალური სამუშაო; საქართველოს პროფკავშირები რამდენიმე კანონ–პროექტის ავტორია
• დასაქმებულთა უფასო იურიდიული დაცვა; მათი წარმომადგენილია ყველა ეროვნული სასამართლოს დონეზე
• ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური და შრომის ძირითადი ანალიზის განხორციელება
• კოლექტიური მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების ხელშეწყობა
• მუშათა გაფიცვების, დემონსტრაციებისა და მანიფესტების ორგანიზება
• საერთაშორისო არენაზე პროფკავშირების წარდგენა

 

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close