წესდება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წესდება
(2013 წელი)
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერ¬თი¬ანება (შემ¬დგომში – გაერთიანება) არის არასამეწარმეო (არაკომერცი¬ული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

2. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერ¬თი¬ანება წარმოადგენს პროფესი¬ული კავ¬ში¬რების (ასოციაციების), პროფესიული კავშირების ტერიტორიული გაერთი¬ანე-ბების, (ავტონომიური რესპუბლიკების), ნე¬ბა¬ყოფლო¬ბით გაერთი¬ანებას, მათი საერთო ინტერესების, მიზ¬ნების, ამო¬ცანებისა და საქმიანობის პრინციპების საფუძ-ველ¬ზე.

3. გაერთიანება დაფუძნებულია საქართველოს პრო¬ფე¬სი¬ული კავშირების გაერთიანების დამფუძნებელი ყრი¬¬ლო¬ბის მიერ 1992 წლის 18 დეკემბერს და წარმო¬ად¬გენს საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავ¬შირების კონფედერაციის უფლებამონაცვლეს (სა¬მარ¬თალმემკვიდრეს).

4. გაერთიანება თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

5. .გაერთიანებას აქვს თავისი სიმ¬ბო¬ლო¬ები (დროშა, ემბლემა, ვიმპელი, სამკერდე ნიშანი, ჰიმნი), პროფესიული კავშირის წევრობის მოწმობა, მრგვა¬ლი ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ქონება, საბანკო ანგარიშები როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში.
6. გაერთიანება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელი¬სუფ¬ლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვით¬მმართველობის ორგანოების, მეწარმეთა (დამსაქ¬მე¬ბელ¬თა) გაერთიანებების (ასოციაციების), პოლიტი¬კუ¬რი პარტიებისა და სხვა ორგანიზაცი-ები¬საგან.
7. გაერთიანება უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, დადოს ხელშეკრულებები, კანონით დადგენილი წესით დააფუძნოს ორგანიზაციები, ფილიალები (წარმომადგენლობები) როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მის აქტივებს საქართველოს კანონმდებლობისა და გაერთიანების მიზნების შესაბამისად, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

8. გაერთიანების იურიდიული მისა¬მართია – ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას I შესახვევი #1\43.
მუხლი 2. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი პრინციპე¬ბია:

1.1. გაერთიანებისა და გაერთიანების წევრთა ორ¬გა¬ნიზაციული მთლიანობის დაცვა;

1.2. წევრ ორგანიზაციათა თანასწორუფლებიანობა, დამოუკი¬დებ¬ლობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთთანამშრომლობა;

1.3. ხელმძღვანელობის კოლეგიალობა;

1.4. გადაწყვეტილებების საჯაროობა და გამჭვირვა¬ლო¬ბა;

1.5. ურთიერთინფორმირება;

1.6. ხელმძღვანელ ორგანოთა არჩევითობა და ანგა¬რიშ¬ვალ¬დებულება წევრი ორგანიზაციების პროფკავშირის წევრთა წინაშე;

1.7. უმაღლეს ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულება;

1.8. დემოკრატიული პრინციპების დაცვა, უმცირესობის აზრის პატივის¬ცე¬მა;

1.9. სოლიდარობა საერთო მიზნების მი¬საღწევად.
მუხლი 3. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიმართუ¬ლე¬ბე¬ბია:

1.1. საწესდებო მოვალეობათა შესრულების უზრუნ¬ველ¬ყოფა;

1.2. დასაქმებულთა პროფესიული, შრომითი, სოციალ¬ურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინ¬ტე¬რესების დასაცავად გაერთიანების წევრი ორგანიზაციების მოქმედების კოორდინაცია;

1.3. საქართველოს კა¬ნონ¬მდებლობით და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებით პროფესიული კავშირებისათვის მინიჭებული უფლებებისა და გა¬რან¬ტი¬ების რეალიზება;

1.4. სოციალურად სამართლიანი ეკონომიკური რეფორმებისა და სოციალური პარტნიორობის სისტემის დამკვიდრებისათვის ზრუნვა;

1.5. საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის განვითარება და კონ¬¬სოლიდაცია. გაერთიანების წევრთა რიგების გა¬¬ფართოება და განმტკიცება;

1.6. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების კანონი¬ერი უფ¬ლებებისა და ინტერესების დაცვა და წარ¬მო¬მადგენლობა;

1.7. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების დახმარება. საინფორმაციო, მეთოდური, პროფ¬¬¬კავ¬შირული კადრების მომზადება, სწავლება, საუკეთესო გამოცდილების შესწავლა და განზოგადება, კულტურულ საგანმანათლებლო, საგამომცემლო საქმიანობის წარმოება;

1.8. შრომის საერთაშორისო ორგა¬ნი¬ზაციის კონვენციებისა რა¬ტი¬ფიცირების ინიცირება. შსო კონვენციებისა და რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი;
1.9. ყველა დონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობა. მათ შორის დამკვირვებლის სტატუსით;

1.10. საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან, საერთაშორისო პროფკავშირულ ორგა¬ნიზაციებთან და გაერთიანებებთან, სოციალურ საკითხებზე მომუშავე ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

მუხლი 4. გაერთიანების მიზნები და ამოცანები

1. გაერთიანება აერთიანებს პროფესიულ კავშირებს და მოქმედებს საერთო მიზნებიდან გამომდინარე.
2. გაერთიანება და მისი წევრი პროფესიული კავშირები იცავენ დასაქმებულთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ სამართლებრივ და პროფესიულ ინტერესებს .
3. გაერთიანების მიზნებია:

3.1 ხელი შეუწყოს:
ა) ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის, სახელმწიფოსა და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესებს ;
ბ)სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
გ)საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის თავისუფალ განვითარებასა და გაძლიერებას;
დ)ევროინტეგრაციას;
ე) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას;
ვ) პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობის დაცვას;
ზ)შრომით ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციიის დამკვიდრებას;
თ)ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი სოციალური კლიმატისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას;
ი) გენდერული თანასწორობის დაცვას;
კ)ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობას.
3.2 წარმოადგინოს დასაქმებულთა ინტერესები:
ა)ეროვნული და საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებისას;
ბ) სოციალური, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის, დასაქმების, შრომის ბაზრის განვითარების, ფასებისა და სამომხმარებლო ბაზრის პოლიტიკის ჩამოყალიბებისას;
გ) საზოგადოებრივი სტრუქტურების ფორმირებისას;
დ) შრომის, სოციალური, სამართლებრივი და სხვა კანონმდებლობის შემუშავებისას.

ე) განათლებისა და კულტურის პოლიტიკაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სწავლების ხელმისაწვდომობის პოლიტიკის ჩამოყალიბებისას.
3.3 მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ევროკავშირის ინსტიტუტებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყანაში არსებული პრობლემების, დასაქმებულთა ინტერესების შემზღუდველი პირობებისა და მათი გამოსწორების მდგომარეობის შესახებ.
4 გაერთიანების ამოცანებია:

4.1 ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, მათ შორის გაფიცვის უფლების, სოციალური სამართლიანობის, მშვიდობის დაცვისა და პროფკავშირების თავისუფალი საქმიანობისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

4.2 საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გაერთიანების წარმომადგენლობების მეშვეობით პროფკავშირის წევრებისათვის უწყვეტი სწავლებისა და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

4.3 იურიდიული საკონსულტაციო ცენტრების შექმნის გზით დაინტერესებული პროფკავშირის წევრებისათვის შრომითი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებში დახმარება;

4.4 პროფკავშირის წევრთა წარმომადგენლობა ყველა მესამე პირთან მიმართებაში და მათი უფლებების დაცვა;

4.5 სოციალური დიალოგის წარმოება საქართველოს მთავრობასა და მეწარმეთა გაერთიანებებთან, კოლექტიური მოლაპარაკებების პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა;
4.6 შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი დავების შესახებ ზოგადი ინსტრუქციების ჩამოყალიბება;

4.7 პროფკავშირულ მოძრაობაში წარმოქმნილი დავების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მოგვარება გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული ,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრ ორგანიზაციებში წარმოქმნილი დავების მარეგულირებელი” მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით;

4.8. გაერთიანების აქტივების მიზნობრივი გამოყენება, განკარგვა, ინვესტიციების მოზიდვა და კოორდინირება.

4.9. დასაქმებულთა საგადასახდო (საშემოსავლო) გადასახადების, სადაზღვევო შენა¬ტა¬¬ნე¬ბის ხარჯზე შექმნილი სახელმწიფო ფონ¬დე¬ბისა და კომპანიების მართვაში მონაწილეობა, პროფკავშირების სო¬ცი¬ალუ¬რი პროგრამების – დასაქმებულთა და მა¬თი ოჯახის წევრთა სამედიცინო მომსახურების, დასვენებისა და გაჯან¬სა¬ღე¬ბის პროგრამების განხორციელება;

4.10. ქვეყანაში შექმნილი ვითარების შე¬სა¬ბა¬მისად, დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკო¬ნო¬მიკუ¬რი სამართლებრივი უფლებებისა და პროფესიული ინტერესების დასა-ცა¬ვად გაფიცვების, შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი საპროტესტო აქციების ჩა¬ტა¬რება, სო¬ლი¬დარობის, საგაფიცვო ფონდებისა და შტა¬ბე-ბის შექმნა.

4.11 ქვეყანაში ეკოლოგიური უსაფრთხოების, ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმების, შემწეობისა და კომპენსაციების განსაზღვრაში აქტიური მონაწილეობის მიღება. შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი დავების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება.
მუხლი 5. გაერთიანების წევრად შესვლა,
გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლა

1. გაერთიანების წევრი შეიძლება იყოს პრო¬ფე¬სიული კავშირი (ასოციაცია), პროფესიული კავშირების ტერიტორიული გაერ¬თი¬ანე¬ბა (ავტონომიური რესპუბლიკის), რომელიც რეგის¬ტრირებულია საქართველოს კანონ¬მდებ¬ლობის შესაბამისად, წარმოად¬გენს არაკომერციულ (არასამეწარმეო) იურიდიულ პირს, იწონებს (ეთანხმება) გაერთიანების მიზ¬ნებს, ამოცანებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ცნობს ამ წესდებას და იღ¬ებს მას სავალდებულოდ შესასრულებლად.
2. წევრად შესვლის მსურველი ორგანიზაცია განცხადებით მიმართავს გაერთიანების გამგეობას, რომელსაც თან ერთვის მსურველი ორგანიზაციის წევრთა უმაღლესი (წარმომადგენლობითი) კოლეგიური ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

3. გაერთიანების წევრად მიღების ან გაერთიანების შემადგენლობიდან წევრის გასვლის საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა.

4. გაერთიანების გამგეობა, განცხადების მიღების შემდეგ, ქმნის დროებით კომისიას, რომელიც წევრ ორგანიზაციებთან კონსულტაციისა და მსურველი ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ, დასკვნას წარუდგენს გამგეობას.

5. გაერთიანების გამგეობა ვალდებულია მსურველი ორგანიზაციის წევრად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის საკითხი გადაწყვიტოს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 თვის ვადაში, წესდებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

6. წევრი ორგანიზაციის განცხადება და მისი უმაღლესი (წარმომადგენლობითი) კოლეგიური ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება გა¬ერ¬თი¬ან¬ების შემადგენლობიდან გა¬ს¬ვლის შესახებ, გაერ¬თიანების გამგეობის მიერ განხილულ უნდა იქნეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

7. წევრი ორ¬გა¬ნი¬ზა¬ციის განცხადებას, გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, თან ერთვის გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დასკვნა, გასვლის მსურველი წევრი ორგანიზაციის მიერ საწევრო ანარიცხების გადახდის საწესდებო ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ.

8. საწევრო დავალიანების არსებობის მიუხედავად, გაერთიანების შემადგენლობიდან გასული პროფესიული კავშირის გაერთიანების წევრად განმეორებით მიღების შესახებ განცხადების განხილვისას, გაერთიანების გამგეობა უფლებამოსილია ხელახლა გაწევრიანების მსურველი ორგანიზაციისათვის განსაზღვროს სავალდებულო სახდელის ფორმა.

9. მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადის ათვლა
იწყება მხოლოდ წინამდებარე წესდებით განსაზღვრული ყველა აუცილებელი დოკუმენტის ან გაერთიანების მიერ განსაზღვრული სახდელის შესრულების შემდეგ.

10. ორგანიზაცია გაერთიანების წევრად მიღებულად (გა¬ერ¬თი¬ანების შემადგენლობიდან გასულად) ითვლება გაერთიანების გამგეობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღი¬დან.

11. გაერთიანების შემადგენლობიდან გასულ ორგანიზაციას უწყდება გაერთიანების წინაშე წინამდებარე წესდებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, გარდა მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებისა.

12. გაერთიანების წევრი ორგანიზაცია იმავდროულად არ შე¬იძლება იყოს საქართველოში მოქმედი სხვა პრო¬ფე¬სიული კავშირების, პროფესიული კავშირების ეროვნული გაერთიანების ან ასოციაციის წევრი.
მუხლი 6. გაერთიანების წევრი
ორგანიზაციის ძირითადი უფლებები

1. გაერთიანების წევრ ორგანიზაციას უფლება აქვს:

1.1. წარმოადგინოს გაერთიანებაში პროფკავშირული ორგანიზა¬ცი¬ებისა და პროფ¬კავ¬¬ში-რის წევრთა ინტერესები;

1.2 აირჩიოს და წარადგინოს დელეგატები და თავისი წარმომადგენლები გაერთიანების ყრილობასა და გაერთიანების უმაღლეს, ხელმძღვანელ, წარმომადგენლობით და მაკონტროლებელ ორგანოებში, ვადამდე გაიწვიოს და შეცვალოს ისინი თავისი უმაღლესი კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

1.3.წარადგინოს კანდიდატურები გაერთიანების გამგეობის შემადგენლობაში შესაყვანად მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით;

1.4. მონა¬წი¬ლე¬ობა მიიღოს გაერთიანების ხელმძღვანელი, კოლეგიური და წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობაში;

1.5. მიმართოს გაერთიანებას:

ა) პროფკავშირული საქმიანობის სხვადასხვა საკითხზე შესაბამისი განმარტებების, სამართლებრივი მხარდაჭერის, კონსულტაციებისა და ინფორმაციების მიღების მიზნით;
ბ) საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საზღვარგარეთის ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან კონტაქტების დამყარების საკითხებზე;
გ) გამოიყენოს გაერთიანების შესაძლებლობები პროფკავშირული კადრების მომზადებისა და სწავლებისათვის, ისარგებლოს მის ხელთ არსებული მეთოდური და სასწავლო ლიტერატურით.

1.6. წინამდებარე წესდების შესაბამისად, შეიტანოს საკითხები გაერთიანების უმაღლეს, ხელმძღვანელ წარმომადგენლობით და მაკონტროლებელ ორგანოებში განსახილველად;

1.7. ისარგებლოს გაერთიანების ქონებით და მონაწილეობა მიიღოს მის მართვასა და განკვარგვაში.

2. გაერთიანების მიერ წინამდებარე წესდებით აღიარებულია და გარანტირებულია წევრი ორგანიზაციების შიდა საქმიანობის ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა.
მუხლი 7. გაერთიანების წევრი
ორგანიზაციის ძირითადი ვალდებულებები

1. გაერთიანების წევრი ორგანიზაცია ვალდებულია:

1.1. დაიცვას და შეასრულოს გაერთიანების წესდება და უმაღლესი, ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოების დადგენილებები;
1.2. გაითვალისწინოს და საქმიანობაში ასახოს გაერთი¬ან¬ებ¬ის უმაღლესი ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოების რე-კო¬მენ¬დაციები;

1.3. წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით გადაიხადოს საწევრო შენატანები (ანა-რიც¬ხები);

1.4. უზრუნველყოს მის მიერ არჩეული დელეგატების დასწრება გაერთიანების ყრილობაზე;

1.5. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოების მიერ საერთო მიზნებისა და ამოცა¬ნე¬ბის შე¬სასრულებლად დაგეგმილ მასობრივ ღო¬ნის¬ძი¬ებებ¬სა და საპროტესტო აქციებში, გაერთიანების გამგეობის მუდ¬მივ¬მოქმედი კო¬მისიების, აგრეთვე სხვა დროებითი კო¬მი¬სი¬ების მუ¬შაობაში;

1.6. არ დაუშვას ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს გაერთიანებასა და მის წევრ ორგანიზაციებს;

1.7. მიაწოდოს გაერთიანებას ინ¬ფორ¬¬მაცია საკუთარ წესდებაში ცვლილებებისა და და-მატებების, პროფკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღე¬ბუ¬ლი დად¬გენილებების, უმაღლესი ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობაში ცვლილებებისა და საწევრო შენატანების (ანარიცხების) აკრეფის მდგომარეობის შესა¬ხებ;

1.8. ყოველი წლის 1 მარტამდე წარადგინოს სტა¬¬ტისტიკური ანგარიშები დადგენილი ფორმებისა და ვადების შესა¬ბა¬¬მი¬სად;

1.9. გაუფრთხილდეს და პატივი სცეს პროფკავშირული მოძრაობის ინტერესებს, არ დაუშვას პროფკავშირების იმიჯისა და ავტორიტეტის შელახვა, იზრუნოს პროფკავშირული მოძრაობის განვითარებისა და განმტკიცებისათვის.
მუხლი 8. გაერთიანების ვალდებულებები

1. გაერთიანება წევრი ორგანიზაციების წინაშე ვალდებულია:

1.1. ხელი შეუწყოს მათთვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით მინიჭებული და გარანტირებული უფლებების დაცვას;

1.2. წარმოადგინოს ისინი სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე მათი უფლებებისა და გარანტიების უკეთ რეალიზების მიზნით, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტების
დამყარებისა და თანამშრომლობის საკითხებში;

1.3. არ განახორციელოს ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს წევრი ორგანიზაციების ორგანიზაციულ მთლიანობას;

1.4. ჩამოაყალიბოს პროფკავშირული საქმიანობისთვის აუცილებელი ცენტრალური სამსახურები (საორგანიზაციო, იურიდიული, ანალიტიკური, საერთაშორისო, შრომის დაცვის და სხვა.), რომლებიც წევრ ორგანიზაციებს გაუწევს მომსახურებას პროფკავშირული საქმიანობის სხვადასხვა სფეროში წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად;

1.5. აღმოუჩინოს თანადგომა და ქმედითი მხარდაჭერა სოციალურ პარტნიორებთან დიალოგის წარმოებაში;

1.6. აღმოუჩინოს მხარდაჭერა პროფკავშირული კადრებისა და აქტივის სწავლებასა და გადამზადებაში.
მუხლი 9. გაერთიანების წევრი
ორგანიზაციის პასუხისმგებლობა

1. გაერთიანების წევრ ორგანიზაციას, გაერთიანების გამგეობის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩამოერთვას ხმის უფლება და შეეზღუდოს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის მუშაობაში მონაწილეობა შემდეგი გარემოებების არსებობისას:

1.1. გაერთიანების წესდების მოთხოვნების, ყრილობის და გამგეობის დადგენი¬ლე¬ბე¬ბის შეუსრულებლობა;

1.2. საწევრო შენატანების (ანარიცხების) 3 თვეზე მეტი ხნით გადაუხდელობა;

.
2. წევრ ორგანიზაციას, საწევრო შენატანების (ანარიცხების) 6 თვეზე მეტი ხნით გადაუხდელობის შემთხვევაში, დაერიცხება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე დავალიანების ჯამური თანხის 2 %-ის ოდენობით.

3. წევრი ორგანიზაცია, გაერთიანების გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გაირიცხოს გაერთიანების შემადგენლობიდან, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები:

3.1. 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საწევრო დავალიანების არსებობა;

3.2. გაერთიანების წესდების საწინააღმდეგო ქმედება.

3.3. პროფკავშირების იმიჯის, ავტორიტეტისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი მოქმედება.

4. გაერთიანების მიერ წევრი ორგანიზაციის მიმართ ზემოქმედების ზომის გამოყენებამდე, გამგეობის შესაბამისი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია ყოველმხრივ შეისწავლოს საკითხი და მისი გამომწვევი მიზეზები, ასევე წევრი ორგანიზაციებისგან მიიღოს რეკომენდაციები და გაიაროს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.

5. წევრ ორგანიზაციას, რომლის მიმართაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ზემოქმედების ზომა, უფლება აქვს – გადაწყვეტილების მიღებამდე წარადგინოს შუამდგომლობა და დაასაბუთოს მისი პოზიცია უფლებამოსილი ორგანოს წინაშე.

6. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს ზემოქმედების ზომის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების ბათილობას.

მუხლი 10. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის
საწევრო შენატანები (ანარიცხები)

1. გაერთიანების მიერ საწესდებო მოვალეობათა სრულად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წევრი ორგანიზაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გადარიცხვის წესით, იხდის ყოველთვიურ ფულად საწევრო შენატანს (ანარიცხს).

2. საწევრო შენატანების (ანარიცხების) დროული და სრული მოცულობით გადახდა წარმოადგენს წევრი ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას გაერთიანების წინაშე.

3. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის ყოველთვიური საწევრო შენატანები (ანარიცხები) განისაზღვრება წევრ ორგანიზაციაში თვის განმავლობაში Aაკრეფილი საწევრო-ანარიცხების მთლიანი ოდენობის (100%) არანაკლებ 5 პროცენტისა.

4. საქართველოს პროფესიული კავშირების აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებისა და ცხინვალის პროფესიული კავშირების ყოველთვიური საწევრო შენატანები (ანარიცხები) განისაზღვრება წევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოში თვის განმავლობაში შესული (ჩარიცხული) მთლიანი ოდენობის (100%) 2 პროცენტით.
.

მუხლი 11. გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი
და მაკონტროლებელი ორგანოები

1. გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოებია:

1.1. გაერთიანების ყრილობა;

1.2. ყრილობებს შორის მუშაობის პერიოდში, ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი ორგანოა გაერთიანების გამგეობა.

2. გაერთიანების უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოა გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია.

მუხლი 12. გაერთიანების ყრილობა

1. გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოა გაერთიანების ყრილობა.

2. გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ.

3. გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატებს, დემოკრატიული პრინციპებისა და გენდერული ბალანსის დაცვით, ირჩევენ გაერთიანების წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოები წინამდებარე წესდებით დადგენილი კვოტის მიხედვით:
გაერთიანების წევრი ორგანიზაციის საწევროს გადამხდელ პროფ.წევრთა რიცხოვნობა გაერთიანების ყრილობის
დელეგატთა რიცხოვნობა
500-მდე 4
501-დან 1500-მდე 7
1501-დან 4000-მდე 11
4001-დან 8000 მდე 15
8001-დან 15000-მდე 16
15 000-ზე ზევით 16+1 დელეგატი ყოველ 5 ათას საწევროს გადამხდელ წევრზე

4. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის საწევროს გადამხდელ პროფკავშირის წევრთა რიცხოვნობა დგინდება გაერთიანების გამგეობის მიერ, გაერთიანების წლიური სტატისტიკური ანგარიშით დამტკიცებული წევრთა რაოდენობიდან საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

5. გაერთიანების გამგეობა უფლებამოსილია ყრილობამდე ექვსი თვით ადრე განსაზღვროს წევრ ორგანიზაციებში გაერთიანე¬ბის ყრი¬ლობის დელეგატთა არჩევნების დაწყებისა და დამ¬¬თავრების ვადები, ამ შემთხვევაში წევრ ორგანიზაციებში ყრილობის დელეგატთა არჩევნები მთავრდება ყრილობამდე ერთი თვით ადრე.

6. გაერთიანების მრჩეველთა საბჭოს, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლობა გაერთიანების ყრილობაზე განისაზღვრება თითოეულისათვის სამი წევრით, სათათბირო ხმის უფლებით.

7. გაერთიანების ყრილობის მოწვე¬ვის, ჩატარების თარიღის, ადგილისა და დღის წესრი¬გის შესახებ დადგენილებას იღებს გაერთი¬ანე¬ბის გამგეობა ყრილობამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.

8. გაერთიანების ყრილობის ჩატა¬რების თარიღის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გაერთიანების ყველა წევრ ორგანიზაციას, ყრილობამდე ორი კვირით ადრე.

9. გაერთიანების ყრილობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილებები, თუ მას ესწრება დელე¬გატ¬თა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3.

10. ყრილობა დადგენილებებს იღებს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.
11 გაერთიანების ყრილობებს შორის პერიოდში ფუნქციონირებს გაერთიანების გამგეობა და მის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიები, რომელნიც უფლებამოსილი არიან განსახილველად მიიღონ და გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგინონ განსახილველი საკითხების პროექტები.

12.კომისიაში საკითხის ინიცირების უფლება აქვთ:

12.1. წევრ ორგანიზაციებს;

12.2. საკონტროლო-სარევიზიო კომისიას;

12.3. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რწმუნებულებს საქართველოს სამხარეო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში;

12.4. მრჩეველთა საბჭოს, ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს;

12.5. გაერთიანების ყრილობის დადგენილება მიიღება ყრი¬ლო¬ბაზე დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავ¬ლე¬სობით, ხოლო დადგენილება წესდების შეცვლის თაობაზე – 2/3 უმრავლესობით.

13. გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მო¬ად¬გილეები თანამდებობით ავტომატურად არიან მორიგი ყრი¬ლობის დელეგატები.

14. გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა:

14.1. ისმენს გაერთიანების გამგეობის ანგარიშს საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, განიხილავს და შეფასებას აძლევს გაერთიანების გამგეობის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ მუშაობას;

14.2. ისმენს, განიხილავს და ამტკიცებს გაერთიანების სა¬კონ¬ტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშს;

14.3. განსაზღვრავს ერთიანი პროფკავშირული მოქმე¬დე¬ბის პროგრამას მომდევნო საანგა-რი¬შო-საარჩევნო პერიოდისათვის;

14.4. იღებს გაერთიანების წესდებას, შეაქვს მასში ცვლი¬ლებები და დამატებები;

14.5. განსაზღვრავს გაერთიანების საფინანსო პოლიტი¬კას;

14.6. ქმნის გაერთიანების მრჩეველთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას;
14.7. ამტკიცებს დებულებებს: გაერთიანების საკონ¬ტრო¬ლო-სარევიზიო კომისიის, გაერთიანების გამგეობის მუდმივმოქმედი კომისიების, გაერთიანების რწმუნებულის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრ ორგანიზაციებში წარმოქმნილი დავების მარეგულირებელ კომისიის ინ¬სტრუქ¬ციას პროფკავშირული ორგა¬ნოების არჩევნების შესახებ და სხვა სახელმძღვანელო დო¬კუმენტებს, შეაქვს მათში ცვლილებები და და¬მა¬ტე¬ბები;

14.8. განსაზღვრავს კენჭისყრის ჩატარების ფორმას (ღია, ფარული);

14.9.ყრილობის დელეგატთა შემადგენლობიდან ირჩევს გაერთიანების თავმჯდომარეს (ფარული კენჭისყრით);

14.10.გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით, ყრილობის დელეგატთა შემადგენლობიდან ირჩევს გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებს;

14.11.იხილავს წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოების მიერ გამგეობის შემადგენლობაში დელეგირებულ წევრთა უფლებამოსილების საკითხს და ამტკიცებს მათ პერსონალურად გაერთიანების თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების შემადგენლობით;

14.12. ამტკიცებს გაერთიანების ყრილობის და გამ¬გეობის მუშაობის რეგლამენტებს;

14.13. დელეგატთა წარმომადგენლობის მიერ შერჩეული კანდიდატურებიდან, ირჩევს საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს.

15. გაერთიანების რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა შეიძლება მოწ-ვე¬ულ იქნას გაერთიანების გამგეობის დადგენილებით:

15.1. გაერთიანების გამგეობის ინიციატივით;
15.2. გაერთიანების იმ წევრი ორგანიზაციების ერთი მესამედის უმაღლესი კოლეგიური ორგანოების დადგენილებების საფუძველზე, რომელთა პროფკავშირის წევრთა ჯამური რაოდენობა აღემატება გაერთიანების წევრი ორგანიზაციების პროფკავშირის წევრთა 33%-ს.

16. გაერთიანების რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას აქვს იგივე უფლებამოსილებები, რაც მორიგ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას.
17. გაერთიანების ყრილობა უფლებამოსილია გაერთიანების თავმჯდომარეს, გაერთიანების მიზნების ან წესდების საწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში დელეგატთა სიითი შემადგენლობის 2\3-ის უმრავლესობით, ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება და აირჩიოს ახალი თავმჯდომარე დარჩენილი ვადით

მუხლი 13. გაერთიანების გამგეობა

1. გაერთიანების გამგეობა წარმოადგენს გაერთიანების ხელმძღვანელ, წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც გა¬ერ¬თიანების ყრილობებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს გაერთიანების საქმიანობას.
2. გაერთიანების გამგეობის შემადგენლობას 4 წლის ვადით ამტკიცებს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.
3.გაერთიანების გამგეობა ფორმირდება გაერთიანების წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოების მიერ, პროფესიული კავშირის თავმჯდომარის და მისი მუდმივი შემცვლელი პირის (გამგეობის წევრის სრული უფლებით) პირდაპირი დელეგირების წესით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები.
4. გაერთიანების გამგეობა ანაგრიშვალდებულია გაერ¬თი¬¬ან¬ე¬ბის ყრილობის წინაშე.
5. გაერთიანების გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას საწესდებო ვალდებულებების განსახორციელებელ საკითხებზე, რომლებიც არ შედის ყრილობის კომპეტენციაში და ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაწყვეტას.
6. საანგარიშო-საარჩევნო პერიოდში გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრის წარმომდგენ ორგანოს უფლება აქვს გამგეობის შემადგენლობაში წარმოადგინოს ახალი წევრი. ამ შემთხვევაში ახალი წევრის უფლებამოსილების საკითხს ამტკიცებს გაერთიანების გამგეობა.
7. გაერთიანების წევრ ორგანიზაციებსა და რეგიონულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ჰყავთ თითო წარმომადგენელი გაერთიანების გამგეობაში.

8. გაერთიანების გამგეობის წევრი ან მისი მუდმივი შემცვლელი პირი არ შეიძლება იყოს იმავდროულად გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრი.

9. გაერთიანების გამგეობის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე.
10. გაერთიანების გამგეობის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგ¬რამ არანაკლებ ერთისა ყოველ სამ თვეში გაერ¬თი¬¬ანე¬ბის თავმჯდომარის მოწვევით;

11. გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა) გაერთიანების თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) გამგეობის წევრთა 1\3-ის მოთხოვნის საფუძველზე.

12. გამგეობის მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ გამგეობის ყველა წევრს ეცნობება მოწვევამდე არაუგვიანეს სამი დღისა.

13. გაერთიანების გამგეობა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა სი¬ითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

14. გაერთიანების გამგეობის სხდომების მუშაობაში თითო წევრით, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობენ გაერთიანების მრჩეველთა საბჭოს ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

15. გაერთიანების გამგეობის დადგენილება მიიღება სხდო¬¬მა¬ზე დამსწრე გამგეობის წევრთა ხმების უმრავ¬ლე¬სობით, ხოლო გაერთიანების წევრად მიღების (გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლის) შესახებ დადგენილება – სიითი შემადგენლობის 2\3 –ის უმრავლესობით.

16. გაერთიანების გამგეობა:

16.1. წარმართავს გაერთიანების საქმიანობას, იღებს გა¬დაწ¬ყვეტილებებს ყრილობის დადგენილებების, სამოქმედო პროგრამის, გაერთიანების მიზ¬ნებისა და ამოცანების განსახორციელებლად;

16.2. კოორდინაციას უწევს გაერთიანების საქმი¬ანო¬ბას ყრილობებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია გაერთიანების ყრილობის წი¬ნა¬შე;

16.3. ფლობს, მართავს და განკარგავს გაერთიანების საკუთრებას;

16.4. განსაზღვრავს ყრილობის მოწვევის თარიღს, ადგილსა და დღის წესრიგს;

16.5. ქმნის მუდმივმოქმედ კომისიებს, ამტკიცებს მათ დე¬ბულებებს, ისმენს მათი მუშაობის ანგარიშებს, ხელს უწყობს გაერთიანებასთან არსებულ ქალთა, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და მრჩეველთა საბჭოს საქმიანობას;

16.6. თავმჯდომარის წარდგინებით, გამგეობის ერთ-ერთ წევრს ავალებს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შესრულებას;

16.7. იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის, იურიდიული პირების, წარმომადგენლობების დაფუძნების შესახებ და გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მათ ხელმძღვანელებს;

16.8. გაერთიანების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განსაზღვრავს წევრი ორგანიზაციების მიერ დამატებითი შენატანების ოდენობას;

16.9. იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული წევრი ორგანიზაციის საწევრო შენატანებთან (ანარიცხებთან) დაკავშირებით;

16.10. საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევის შესახებ;

16.11. გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინების საფუძ¬ველ¬ზე ამტკიცებს გაერთიანების რწმუნებულებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში;

16.12. აწესებს საქარ¬თვე¬ლოს პროფესიული კავშირის წევრის მოწმობის (ბილეთის) ერთიან ნიმუშს, ამტკიცებს გაერთიანების სიმბოლოებს;

16.13. განსაზღვრავს გაერთიანების საფინანსო პოლიტიკას;

16.14. იხილავს და ამტკიცებს გაერთიანების ბიუჯეტს;

16.15. ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს წინამდებარე წესდების შესაბამისად.

მუხლი 14. თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

1. გაერთიანების თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეებს ყრილობის დელეგატთაგან ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 4 წლის უფლებამოსილების ვადით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეები თანამდებობრივად არიან გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები საზოგადოებრივ საწყისებზე.

3. გაერთიანების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს გაერთიანების თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის განკარგულებით – ერთ-ერთი მოადგილე.

4. გაერთიანების თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე.

5. გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები იმავდრულად არიან გაერთიანების გამგეობის წევრები.

6. პირადი განცხადებით გაერთიანების თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში, გამგეობა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიწვიოს რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, რომელიც ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

7. გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ გაერთიანების საქმიანობის ცალკეულ, ძირითად მიმართულებებს და ანგარიშვალდებულნი არიან გაერთიანების თავმჯდომარის წინაშე. ფუნქციების განაწილებას თავმჯდომარის მოადგილეებს შორის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს გაერთიანების გამგეობა.

8. პირადი განცხადების საფუძველზე ან წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, გაერთიანების გამგეობის დადგენილებით შეიძლება გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს შეუჩერდეს უფლებამოსილება.

თავმჯდომარის მოადგილისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან აღდგენის საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა სხდომის მუშაობაში მონაწილე გამგეობის წევრთა ხმების 2/3-ით.

9. გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოად¬გილეები ხელმძღვანელობენ გაერთიანების პრაქ¬ტი¬კულ საქმიანობას და ანგარიშვალდებულნი არიან გა-ერთიანების ყრილობისა და გამგეობის წინაშე.

10. გაერთიანების თავმჯდომარე:

10.1. ხელმძღვანელობს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის დადგენილებების შესრულებას;

10.2. წარმოადგენს გაერთიანებას და იცავს მის ინტერე¬სებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, დამ¬საქმებელთა (მეწარმეთა) კავშირებში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთი¬ანე¬ბებ¬ში, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებში;

10.3. იწვევს და თავმჯდომარეობს გაერთიანების გამგეობის სხდომებს და ხელ-მძღვანელობს მათ მომზადებას;

10.4. ხელმძღვანელობს გაერთიანების ყრილობის მუშაობას;

10.5. გაერთიანების სახელით მონაწილეობს მოლა¬პა¬რა¬კე¬ბე¬ბ¬სა და შეხვედრებში, სხდომების, თათბირების, სე¬მი¬ნა¬რების, კონფერენციების მუშაობაში და საწესდებო მო¬¬ვა¬ლე¬ობის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებში;

10.6. ამტკიცებს გაერთიანების საშტატო განრიგს, აწარმოებს კადრების შერ¬ჩევას, დებს და აუქმებს შრომით ხელ¬შეკ¬რუ¬ლე¬ბებს (კონტრაქტებს), გამოსცემს განკარგულებებს;

10.7. ხელს აწერს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის დადგენილებებს, შეთანხმებებს, ხელ¬შეკ¬რუ¬ლებებს, წერილებს, განცხადებებს, მიმართვებს, კო-რესპონდენციებს, საფინანსო და სხვა დოკუმენტებს;

10.8. ახორციელებს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის მიერ დასახულ სხვა ღონისძიებებს.

მუხლი 15. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია

1. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიას 7 წევრის შემადგენლობით, ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 4 წლის ვადით.

2. ყრილობის დელეგატთა წარმომადგენლობა შეარჩევს გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში ასარჩევ კანდიდატურებს და წარუდგენს ყრილობას კენჭისყრისათვის.

3. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია ახ¬ორ¬ციელებს კონტროლს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის დადგენილებების შესრუ¬ლე¬ბის, გაერთიანების საკუთრების გამოყენე¬ბის, ფულადი სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასე¬ულობათა ხარჯვაზე, წევრი ორგანიზაცების მი¬ერ გაერთიანებაში სა¬წევ¬რო შენატანების (ანა¬რიც¬ხების) გა¬დახდის მდგო¬მა¬რეობაზე.

4. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია გადახდილი საწევრო შენატანების (ანარიცხების) საფუძველზე ახორციელებს წევრი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშის მონიტორინგს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს გაერთიანების გამგეობას.

5. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს, გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობიდან, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის უფლებამოსილების ვადით.

6. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია და¬მოუ¬კიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშ¬ვალ¬დე¬ბულია გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის წი¬ნაშე და მოქმედებს ყრილობის მიერ დამ¬ტკიცებული დე¬ბულების შესაბამისად.

მუხლი 16. გაერთიანების სამდივნო

1. გაერთიანების სამდივნო იქმნება გაერთიანების ხელმძღვანელთა კოლეგიალობის, მათი საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით.
2. გაერთიანების სამდივნოს შემადგენლობაში შედი¬ან გა¬ერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მო¬¬ად¬გილეები.

3. გაერთიანების სამდივნო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს.
მუხლი 17. გაერთიანების სტრუქტურული ერთეულები

1. გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს გაერთიანების წარმომადგენლობები ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში.

2. საქართველოს ად¬მი¬ნის¬ტრა¬ციულ-ტერიტორიულ ერთეულებში პროფკავშირული საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისა და კოორდინაციის მიზნით, სამხარეო (რეგიონული) კონფერენციების მიერ არჩეული რწმუნებულების კანდიდატურებს ამტკიცებს გაერთიანების გამგეობა.

3. გაერთიანების რწმუნებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში თავის მუშაობას წარმართავს წინამდებარე წესდებისა და ყრილობის მიერ დამ¬ტკიცებული დებულების ”სამხარეო ტერიტორიულ ერთეულებში გაერთიანების რწმუნებულის შესახებ” შესაბამისად.
მუხლი 18. გაერთიანების საკუთრება და ფულადი სახსრები

1. გაერთიანება ფლობს, სარგებლობს და განკარგავს ქონებას, ფულად სახსრებს და იყენებს მას თავისი საწესდებო მიზნების შესასრულებლად.

2. გაერთიანების საკუთრება და ფულადი სახ¬სრე¬ბი დაცულია კანონმდებლობით, ერთიანი და განუყოფელია.

3. გაერთიანების ფულადი სახსრები იქმნება წევრი ორ¬გა¬ნიზაციების საწევრო შენატანების (ანარიცხების), ნე¬ბაყოფლობითი შემოწირულობებისა და კანონმდებლო¬ბით დაშვებული სხვა წყაროებიდან.

4. წინამდებარე წესდებით წევრ ორგანიზაციებს გარანტირებული აქვს გაერთიანების საკუთრებით სარგებლობის უფლება.

5. გაერთიანების არაწევრი პროფესიული კავშირებისათვის გაერთიანების ქონებით სარგებლობის უფლების საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა.
მუხლი 19. გაერთიანების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. გაერთიანების რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გა¬მოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება გაერ¬თი¬ანების ყრილობის დადგენილებით, კანონმდებ-ლო¬ბით დადგენილი წესით.

2. გაერთიანების ლიკვიდაცია ხორციელდება:

2.1. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გაერთიანების ყრილობის გადაწყვეტილებით;

2.2 კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში
3. გაერთიანების ყრილობის დადგენილება გაერთიანების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მიიღება ყრილობის დელეგატთა სიითი შემადგენლობის ხმათა 2/3-ით.

4. გაერთიანების ლიკვიდაციას ახორცილებს გაერთიანების გამგეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.გაერთიანების ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება განაწილდება კანონით დადაგენილი წესით.

გამგეობის წევრები:
ბ-ნი ირაკლი პეტრიაშვილი
ბ-ნი გოჩა ალექსანდრია
ქ-ნი ეთერი მათურელი

ქ-ნი მირანდა მანდარია

ბ-ნი ჯონდი ჯანაშია

ბ-ნი ლავრენტი ალანია

ბ-ნ მალხაზ ღონიაშვილი

ბ-ნ თამაზ დოლაბერიძე

ბ-ნი სერგო კუტივაძე

ბ-ნი გოჩა კვიტატიანი

ბ-ნ სულიკო მაშია

ბ-ნი ილია ვერძაძე

ბ-ნი გელა ამირანაშვილი

ქ-ნი მარინა კურტანიძე

ბ-ნი ვიტალი გიორგაძე

ბ-ნი ბესიკ ხარატიშვილი

ბ-ნი ნუგზარ ჭინჭარაული

ბ-ნი დავით ოქიტაშვილი

ბ-ნი ნაუმი ნებიერიძე

ბ-ნი გელა ძაბილაშვილი

ბ-ნი შალვა წულეისკირი

ბ-ნი იროდი ბეჟაშვილი

ბ-ნი ამირან მიქელაძე

ქ-ნი მარინა მეშველდიშვილი

ქ-ნი მაია კობახიძე

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close