ბრიუსელში - საქართველოს შრომის კანონები განიხილეს

ბრიუსელში - საქართველოს შრომის კანონები განიხილეს

ბრიუსელში – საქართველოს შრომის კანონები განიხილეს

ირაკლი პეტრიაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტის რანგში, ამავე ორგანიზაციის საპრეზიდენტო გუნდის შეხვედრას ხელმძღვანელობს. შეხვედრას (PERC) საბჭოს პრეზიდენტის ირაკლი პეტრიაშვილის ყველა (რვა) მოადგილე, სამდივნო და გენერალური მდივანი ლუკა ვინსენტინი ესწრებიან, აგრეთვე მსოფლიო პროფკავშირების ვიცე პრეზიდენტი იაპ ვიენენი. განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებები, მათ შორის შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის შეცვლა საქართველოში და მისი მოკლე ვადებში მიღების საკითხები. პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს გენერალურ მდივანს დაევალა გაუწიოს პროცესის მონიტორინგი, რათა საქართველოში შრომის უსაფრთხოების საკითხი განსაზღვრულ ვადებში გადაწყდეს.
ამას გარდა დღეს ევროპის პროფკავშირების გასული წლის აქტივობების ანგარიშსაც მოისმენენ და მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ. მსჯელობის საგანია პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის არჩევნები, რომელიც 2018 წელს არის დაგეგმილი. განსაკუთრებული ყურადღებით განიხილება ევროპის ქვეყნებში პროფკავშირების შევიწროების ფაქტები და პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობა.

 

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close