BWI-ს მმართველობაში საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს

BWI-ს მმართველობაში საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს

BWI-ს მმართველობაში საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს

გლობალური  პროფკავშირების  მშენებელთა და ტყის მუშაკთა ინტერნაციონალის (BWI ) კონგრესში მონაწილეობა, საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლებმა მიიღეს.  კონგრესი  სამხრეთ აფრიკაში,  ქალაქ დურბაში შედგა. საქართველოს პროიფკავშირები მარინა კურტანიძემ და შოთა ჯავახაძემ წარმოადგინეს.  კონგრესს ესრებოდა 127 ქვეყნის  700 დელეგატი. მიიღეს რეზოლუციები  ახალგაზრდებისა და ქალთა  წარმომადგენლობის მხარდასაჭერად. დელეგატებმა მხარი დაუჭირეს   BWI -ის  პოლიტიკას და იმსჯელეს  სტრატეგიაზე. ასევე  გადაწყვეტილება  მიიღეს და შეთანხმდნენ  სტრუქტურულ ცვლილებებზე,

BWI -ის   გენერალურ მდივნად  ამბეტ იუსონი აირჩიეს. ასევე აირჩიეს მმართველობა  ჯგუფებიდან დასახელებული კანდიდატებიდან,  რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უხემძღვანელებენ თავიანთ ჯგუფში არსებულ ქვეყნებს.  სულ 12 ჯგუფია. კონგრესმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მარინა კურტანიძის კანდიდატურას, რომელიც  ვასილი ანდრეევთან (უკრაინა) და ბორის სოშენკოსთან (რუსეთი)  ერთად უხელმძღვანელებს  მე-10 ჯგუფის ქვეყნებს: (  უკრაინა, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, ტაჯიკეთი).

განისაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები , როგორიცაა : დასაქმებულთა  უფლებების დაცვა და მიახლოება ILO  -ს  სტანდარტებთან, ახალგაზრდების მეტი ჩართულობა პროფკავშირულ მოძრაობაში, გენდერული თანასწორობა და ქალი ლიდერების წამყვან პოზიციებზე ხილვა, დასაქმებულთა განათლებისა და აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, სოლიდარობის ხარისხის ამაღლება.  "ვფიქრობთ , რომ  ჩვენდამი გამოცხადებული ნდობა კიდევ ერთი გამარჯვებაა საერთაშორისო ასპარეზზე  არამხოლოდ ჩვენი დარგის, არამედ ,  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების." აცხადებს მარინა კურტანიძე.

 

 

 

 

 

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close