საპენსიო რეფორმა საქართველოში - საერთაშორისო პერსპექტივები

საპენსიო რეფორმა საქართველოში - საერთაშორისო პერსპექტივები

საპენსიო რეფორმა საქართველოში – საერთაშორისო პერსპექტივები

 

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით, 2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „საპენსიო რეფორმა საქართველოში - საერთაშორისო პერსპექტივები“.

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში შეკრებილი საზოგადოება ბჭობდა უაღრესად მნიშვნელოვან პრობლემაზე, თუ რა მიმართულებით და რა კონცეფციის საფუძველზე უნდა გარდაიქმნას საპენსიო სისტემა საქართველოში, რათა მან შეძლოს თავის რეალური დანიშნულების შესრულება.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს:

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა ფელიქს ჰეტიმ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, საქართველოში გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა დანიელ ჰაასმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს რომ სოციალური სოლიდარობაზე აგებული გარდაქმნა, გამოწვევების ადეკვატური პასუხის გამცემი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება არაა მარტივი ამოცანა, მაგრამ მისი გადაწყვეტა შეიძლება გულწრფელი და სოციალური პასუხისმგებლობით აღსავსე თანამშრომლობით.

სოცილური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ეხებოდა საქართველოს მოსახლეობის თვალსზრისს საპენსიო რეფორმის თაობაზე. გამოკითხვიდან ნათლად გამოჩნდა, თუ რა დიდი გულისყურითა და სიფრთხილით არის გამსჭვალული ქვეყნის მოსახლეობა ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემისადმი და რა დიდი მოლოდინები სამართლიანი და ადეკვატური გადაწყვეტილების მიმართ.

პირველ პანელზე განხილულ იქნა მოსაზრებები საპენსიო რეფორმის ირგვლივ და მას მოდერატორობდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე.

საქართველოს მთავრობის საპენსიო რეფორმის თაობაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, რომელმაც ისაუბრა მთავრობის პოზიციაზე და მეტწილად ყურადღება გაამახვილა ამ პოზიციის ზოგად ასპექტებზე. მთავარი რაც ჩანდა ამ გამოსვლით იყო ის, რომ მთავრობას არ უზრუნია, რათა საპენსიო რეფორმა დაწყებულიყო სოციალური პარტნიორების და განსაკუთრებით პროფკავშირების თანამონაწილეობით.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საპენსიო რეფორმის პროექტი წარმოადგინა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ეკონომიკურმა ექსპერტმა გიორგი ჭანტურიძემ, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა პროფკავშირულ სამ სვეტიან სისტემაზე და ნათლად აჩვენა ამ პოზიციის, როგორც რეალურობა, ასევ მისი სოციალური პასუხისმგებლობითა და სამართლიანობით გამსჭვალული არსი.

საპენსიო პოლიტიკის ბელგიელმა ექსპერტმა მარტინ ჰუტსებაუტმა მაღალი შეფასება მისცა მისცა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გაწეულ შრომას და მისი საპენსიო რეფორმის პროექტი შეაფასა, როგორც სრულიად ადეკვატური საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივებისა და ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივების თვალსაზრისით.

მეორე პანელზე განხილულ იქნა საპენსიო რეფორმის პოლიტიკური განზომილება და მას მოდერატორობდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფელიქს ჰიტი.

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების გერმანული ინსტიტუტის წარმომადგენელმა ფრანცისკა სმოლნიკმა, თავის მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო უსაფრთხოების ცნების გაფართოებას, რომელიც უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ თავდაცვას და ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ სოციალურ უსაფრთხოებას და დაცული მომავლის, მათშორის დაცული სიბერის ცნებებსაც აერთიანებს. საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში განიხილა თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს დისბალანსმა შიდა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკაში, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ქვეყნის მოქალააქეების საპენსიო უზრუნველყოფა ციებ-ცხელებას განიცდის და გაურკვევლობაშია, არ ემყარება სოციალური დიალოგისა და პარტნიორობის პრინციპებს.

პენსია და პროტესტი: სომხური გამოცდილება, ასეთი იყო ESI სომხეთის საკონსულთაციო ჯგუფის წარმომადგენლის სუსანა კარაპეტიანის მოხსენების თემა. მან აღნიშნა რომ სომხური გამოცდილება ნათლად მოწმობს, რომ სრულიად აუცილებელია საპენსიო რეფორმის ყველა, უაღრესად წვრილი დეტალის ყურადღებით შესწავლა, რათა უკვე „მოულოდნელად“ წარმოშობილმა შეფერხებებმა არ მოახდინოს მთელი სისტემის კრახი. მან ასევე აღნიშნა, რომ ნაკლები ნდობა სახელმწიფოსადმი, ნაკლები სოციალური კაპიტალი ყველაზე შემაფერხებელი ფაქტორია სწორი საპენსიო რეფორმის გატარებისას, რაც ასევე იწვევს მძაფრ სოციალურ პროტესტს და ხდება წამბიძგებელი ქვეყნიდან ემიგრაციისა, პირველ რიგში ახალგაზრდების..

სომეხი ექსპერტის მოხსენებაზე კომენტარები წარმოადგინეს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის წარმომადგენელმა დასტინ გილბერტმა დ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფრაქცია ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა. რომელთაც ასევ გაამახვილეს ყურადღება კავკასიის რეგიონში და საქართველოშიც საზოგადობის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ნდობის დეფიციტზე და სოციალური კაპიტალი ფორმირების აუცილებლობაზე.

მესამე პანელზე განხილულ იქნა საპენსიო რეფორმის სოციალური და ეკონომიკური განზომილება და მას მოდერატორობდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ბაქარ ბერეკაშვილი.

მოხსენება პენსია და ეკონომიკური განვითარება წარმოადგინა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პრეზიდენტმა ერიკ ლივნიმ. მან ნათლად აჩვენა თუ რამდენად არის დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება საპენსიო სისტემის განვითარებასთან და რომ სამომხმარებლო ბაზრის განვითარებაში მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე პენსია მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორის როლს ასრულებს.

კომენტარები მოხსენებაზე წარმოადგინეს საერთაშორის სავალუტო ფონდის IMF ადგილობრივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პაინჩუმ, რომლის პოზიციაც იყო მაქსიმალური ყურადღება სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსებულობასა და ლარის მსყიდველობითი უნარის განვითარებაზე, რომელმაც პენსიონერისთვის უნდა უზრუნველყოს დადებით ასპექტში პროგნოზირებადი მომავლის ხედვა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხელი კორძახიამ კომენტარში მთავარ საკითხად გამოყო კერძო დამსაქმებელთა დამატებით საგადასახადო წნეხისაგან დაცვა.

გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის „GET საქართველო“ წარმომადგენელმა ალექსანდრე ლემანმა აღნიშნა საქართველოსთვის გერმანული გამოცდილების, განსაკუთრებით სოციალური კანონმდებლობის მნიშვნელობა.

რონდელის ფონდის წარმომადგენელმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ კომენტარში საპენსიო რეფორმის გატარებისას უმთავრეს საკითხად მონეტარული პოლიტიკის ადეკვატურობაზე მიუთითა, რათა არ მოხდეს გადაჭარბებული მოლოდინების ფონზე, ეკონომიკური შესაძლებლობების მიმართ შეუთავსებელი ვალდებულებების დაკისრება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორების მიმართ.

კონფერენციის დასასრულს მის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ.

 

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close