ირაკლი პეტრიაშვილმა საერთაშორისო პროფკავშირებს ანგარიშით მიმართა

ირაკლი პეტრიაშვილმა საერთაშორისო პროფკავშირებს ანგარიშით მიმართა

ირაკლი პეტრიაშვილმა საერთაშორისო პროფკავშირებს ანგარიშით მიმართა

ირაკლი პეტრიაშვილმა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციას წარუდგინა პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს (ITUC/PERC) მიერ განხორციელებული სამუშაოს ანგარიში. საერთაშორისო პროფკავშირების გენერალური საბჭოს (ITUC GC) მე-17 სხდომა ბრიუსელში მიმდინარეობს. პეტრიაშვილი შეკრებილი საზოგადოების წინაშე, პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტის სტატუსით წარსდგა. საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რეგიონის მასშტაბით არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე, მათ შორის: დაბალ ხელფასებზე და ანაზღაურების ზრდის საჭიროებაზე, მავნე და საშიშ სამუშაოზე, თვითდასაქმების, მათ შორის "Uber"-ის ტიპის სამუშაო ადგილების ზრდაზე და თანმდევ პრობლემებზე, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად ტრადიციული მრეწველობის შემცირებაზე და აქედან გამომდინარე, ცვლილებებზე შრომით ურთიერთობებში, უსაფრთხოების და ტერორიზმის პრობლემებზე, მიგრაციის საკითხებზე, აგრეთვე სხვა გლობალურ და რეგიონალურ პრობლემებზე.

ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით: "ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც პროფკავშირების გზავნილებს იზიარებს, ხელფასის გაზრდის, სამართლიანი ანაზღაურების და კოლექტიური მოლაპარაკებების საჭიროების შესახებ“. ევროკავშირმა შეიმუშავა სოციალური უფლებების დაცვის პრინციპები, რომლებიც აღიარებენ, რომ სოციალური მიმართულების გაძლიერება აუცილებელია ერთიანი ევროპისათვის. სერიოზული და სწრაფი ნაბიჯებია საჭირო შრომის უსაფრთხო პირობების და სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობის, ისევე როგორც დეკრეტული შვებულების გაუმჯობესების და კანონმდებლობასა და პრაქტიკაში დანერგვისთვის. ამავდროულად, ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობები ისეთი რეფორმებისკენ მიისწრაფვიან, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ყველაზე მოწყვლად ფენას და დააზარალებს საჯარო სამსახურს. საუბარია ჯანდაცვის რეფორმაზე უკრაინაში, სოციალური უსაფრთხოების რეფორმებზე რუმინეთში, და ცვლილებებზე საბერძნეთში. პროფკავშირის წევრებს ათავისუფლებენ სამსახურებიდან, დევნიან და აპატიმრებენ ბევრ ევროპულ და ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებში, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსსა და საბერძნეთში. ბევრ ქვეყანაში საფრთხეშია გაფიცვის უფლება, დასაქმებულებს ართმევენ დაცვის მექანიზმებს ''უკეთესი საინვესტიციო გარემოს'' შექმნის საბაბით. შრომის ინსპექცია კარგავს მანდატს და მოქმედებათა არეალს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, პოლიცია კი იყენებს ძალას პროფკავშირების აქციების დაშლისთვის. მწვავედ დგას კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები."

პეტრიაშვილის განცხადებით მშვიდობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ევროპის მრავალ ქვეყანაში თავდასხმის ქვეშ არის, რასაც პროფკავშირები ერთიანი ძალებით უნდა აღუდგნენ წინ.

პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს ანგარიში, რომელიც ირაკლი პეტრიაშვილმა წარმოადგინა, შეეხო გენდერულ და ახალგაზრდობის საკითხებსაც.

სხდომაზე განიხილეს პრიორიტეტული საკითხებიც. პრიორიტეტებს შორისაა, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პროფკავშირების საექსპერტო და ორგანიზაციული მხარდაჭერა - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების სოციალური მიმართულებების განხორციელების საკითხებში. აგრეთვე აღინიშნა იურიდიული და პოლიტიკური ძალის მქონე რეკომენდაციების მომზადება - ანტიპროფკავშირული მედია-კამპანიების, ისევე როგორც სოციალური დიალოგის უგულებელყოფის საკითხებზე უკრაინაში, ყაზახეთში, უზბეკეთში, მოლდოვაში, საქართველოში, მონტენეგროში და სხვაგან.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ჰქონდა პირისპირ შეხვედრები, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტ შარონ ბაროუსთან, პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს გენერალურ მდივან ლუკა ვისენტინისთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close