პეტრიაშვილი ბრიუსელში, ITUC-ს სხდომაში მონაწილეობს

პეტრიაშვილი ბრიუსელში, ITUC-ს სხდომაში მონაწილეობს

პეტრიაშვილი ბრიუსელში, ITUC-ს სხდომაში მონაწილეობს

ბრიუსელში პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური საბჭოს სხდომა გაიხსნა. სხდომაში აქტიურ მონაწილეობას იღებს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი. პეტრიაშვილის სიტყვით გამოსვლა ხვალ არის ჩანიშნული. ირაკლი პეტრიაშვილი საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს გლობალურ პრობლემებზე და საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. დღეს კი მსოფლიოს წამყვანი პროფკავშირული ორგანიზაციების ლიდერები მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშრომელთა ძალის შენება, ხელფასების გლობალური კამპანია "ევროპას სჭირდება ხელფასის ზრდა", შრომის მომავალი, გენდერული თანასწორობის საკითხები და მიგრაციის თანმდევი საკითხები.  მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონული ორგანიზაციები წარმოადგენენ ანარიშებს - გაწეული საქმიანობის, არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ. სხდომაში მონაწილეობას 100 ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

 

 

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close