''შრომითი უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი''

''შრომითი უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი''

”შრომითი უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი”

''შრომითი უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი''. საქართველოს პარლამენტის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისში მაღალი დონის, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. განხილვის მთავარი თემა: საქართველოს შრომის კანონმდებლობა და მისი თანმდევი საკითხები იყო. კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნა და შრომის კანონმდებლობის ევროპის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობასა და ეტაპებზე ისაუბრა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე შრომის და ჯანმრთელობის მინისტრები, პარლამენტის ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეები. აშშს ელჩი საქართველოში, შსო- ს, ევროკავშირის, გაეროს და საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები.
ხაზი გაესვა პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ჯანსაღი ფუნქციონირების საკითხებს, რეალური შრომის ინსპექციის შექმნის მნიშვნელობასა და პერსპექტივას, ასევე ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს.
ირაკლი პეტრიაშვილმა თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება უსაფრთხო და ღირსეულ შრომაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კოლექტიური მოლაპარაკეკების წარმოებაზე, ასოციაციის თავისუფლებასა და რეალურ დიალოგზე.
შეხვედრის ბოლო პანელი ქალთა უფლებების განხილვას დაეთმო.

 

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close