"საქართველოს ფოსტა" ყოფილ თანამშრომელს 20 ათასს გადაუხდის

"საქართველოს ფოსტა" ყოფილ თანამშრომელს 20 ათასს გადაუხდის

“საქართველოს ფოსტა” ყოფილ თანამშრომელს 20 ათასს გადაუხდის

პროფკავშირებმა სამართლებრივი დავა მოიგო

"საქართველოს ფოსტა"ს ყოფილი თანამშრომლისთვის 20 ათასზე მეტის გადახდა დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა აკაკი გიგაურის სარჩელი შპს „საქართველოს ფოსტის“ მიმართ. საწარმოო ტრავმის შედეგად შრომისუნარიანობა დაკარგულ აკაკი გიგაურს ფოსტა სარჩოს და კომპენსაციას გადაუხდის.

აკაკი გიგაურმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 1994 წლის 05 აპრილს საწარმოო ტრავმა მიიღო. თბილისი -ბათუმის მიმართულებით ტვირთის გადატანისას ვაგონი გადავარდა ნატანების მდინარეში, რის შედეგადაც გიგაური მდინარის ფსკერზე აღმოჩნდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა მთლიანად დაკარგა შრომისუნარიანობა.

დაზარალებული საწარმოო ტრავმის მიღების შემდგომ, ყოველთვიურად 2014 წლის თებერვლამდე იღებდა სარჩოს, ბოლო პერიოდში 105,00 ლარის ოდენობით. 2014 წლის 01 მარტიდან მას შეუწყდა სარჩოს გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აკაკი გიგაურმა პროფკავშირების დახმარებით  სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა როგორც სარჩოს აღდგენა გაზრდილი - 625,00 ლარის ოდენობით, სარჩოს გადახდის შეწყვეტის დღიდან, ასევე 2012 წლიდან საქართველოს ფოსტის მიერ გადახდილ თანხასა და კანონით კუთვნილ სარჩოს  ოდენობას შორის სხვაობის ანაზღაურება, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა.

აკაკი გიგაურის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი იცავდა.

შპს „საქართველოს ფოსტას“ აკაკი გიგაურის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 01 მაისიდან 2014 წლის 01 მარტამდე მისაღები ანაზღაურება 11 440,00 ლარის ოდენობით, 2014 წლის 01 მარტიდან - 2015 წლის 15 მაისამდე მისაცემი ანაზღაურების გადახდა 9062,5 ლარის ოდენობით, 2015 წლის 15 მაისიდან ყოველთვიურად 2022 წლამდე 625,00 ლარის გადახდა.

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close