ირაკლი პეტრიაშილი შეხვედრებს აშშ-ში გამართავს

 

„Join Together, Fight Together, Win Together“.

ირაკლი პეტრიაშვილი ამერიკის პროფკავშირების თავმჯდომარეს და ლიდერებს შეხვდება. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად ევროპის პროფკავშირების რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი, აშშ-ს პროფკავშირების (AFL-CIO) ყრილობაზე, საგანგებოდ ორგანიზაციის ლიდერმა რიჩარდ ტრიუმკამ მიიწვია. ტრიუმკა პეტრიაშვილთან თანამშრომლობის გაღრმავების და დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესების საკითხში ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის იმედს გამოთქვამს.

“ირაკლი, თითოეული დასაქმებული იმსახურებს პროფკავშირში თავისუფლად გაერთიანების უფლებას და სამართლიან სამუშაო პირობებს. სწორედ ეს არის მუშათა მოძრაობის ხერხემალი, დაგეგმილი ყრილობა კი არის ჩვენი  შესაძლებლობა, რომ გავძლიერდეთ, რათა ყველა მშრომელს მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს იმ უფლებებითა და თავისუფლებით, რაც პროფესიულ კავშირს მოაქვს. ველი თქვენს ნახვას  მომავალ კვირას სენტ ლუისში.

არ მჭირდება იმის აღნიშვნა, რომ დღეის მდგომარეობით მშრომელი ადამიანი არის უპრეცედენტო დარტყმის ქვეშ. ჩვენ უნდა ვიყოთ გაბედულები და გვქონდეს მომავლის ხედვა. ძალიან დიდი ხანი ვიყავით თავდაცვის პოზიციაში. ახლა ის დროა, როდესაც უნდა  ვისაუბროთ იმაზე, რასაც ჩვენ ყველა ვიმსახურებთ: ღირსეულ, უსაფრთხო სამსახურს შესაბამისი კარგი ანაზღაურებით და ბენეფიტებით. ჩვენ ვიცით, რომ მშრომელთა მოძრაობა არის უკეთესი ცხოვრების – საუკეთესო გზა.

წლევანდელი ჩვენი მოწოდებაა გავერთიანდეთ, ვიბრძოლოთ, გავიმარჯვოთ („Join Together, Fight Together, Win Together“). მჯერა, რომ არაფერია შეუძლებელი, თუ ავიკაპიწებთ სახელოებს და ერთად ვიმოქმედებთ. მადლობა იმ სამუშაოსთვის, რასაც ყოველდღე აკეთებთ შრომითი მოძრაობისთვის.” ნათქვამია ამერიკის პროფკავშირების (AFL-CIO) პრეზიდენტის რიჩარდ ტრიუმკას წერილში.

ირაკლი პეტრიაშვილი აშშ-ში მიმდინარე კვირას მიემგზავრება. ყრილობაზე დასწრების პარალელურად მას შეხვედრები ექნება ამერიკის სენატის და კონგრესის წევრებთან, ასევე მოლაპარაკებები გაიამრთება, როგორც ამერიკის ასევე სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირების ლიდერებთან.

 

From: Richard Trumka, AFL-CIO

Irakli,

Every worker deserves the freedom to join together in union to negotiate
a fair return on their work. This is the backbone of the labor movement,
and our convention is our chance to strengthen our resolve to ensure all
working people have the freedom that comes with a union.

I’m looking forward to seeing you in St. Louis next week for the 2017
AFL-CIO CONVENTION. This is your convention and your opportunity to
shape the future of the labor movement.

I don’t have to tell you that now is not the time for business as
usual. Working people are under attack like never before, and now is a
time to be bold and visionary about our future.

For too long, we’ve been on the defense. The convention is our time to
talk about what we deserve. Everyone deserves a fair shake and a safe,
decent job with good wages and benefits. We know that the labor movement
is the best path to that better life.

This year, our theme is Join Together, Fight Together, Win Together. I
truly believe there isn’t anything we can’t do when we roll up our
sleeves and work together.

Thank you for the work you do every day for our labor movement. See you
in a week.

In Solidarity,

Rich
————
Richard Trumka
President, AFL-CIO