თანამშრომლები, რომლებმაც მუშები სცემეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს

თანამშრომლები, რომლებმაც მუშები სცემეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს

თანამშრომლები, რომლებმაც მუშები სცემეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომპანია ”ალბატროსის” დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებსაც მუშები ცემაში ადანაშაულებენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასევე, თანამდებობიდან დროებით ჩამოცილებულია კომპანიის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კერვალიშვილი. ინფორმაცია მუშების ცემის შესახებ ინფორმაცია საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც საკითხი პროფკავშირებმა გაახმაურეს და დაზარალებული მუშების ინტერესების დაცვას შეუდგნენ. მუშებმა ცემის შემდეგ პოლიციას მიმართეს და პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს და კომპანიის ადმინისტრაციას სადაო საკითხების გადაწყვეტისკენ, ძალადობაში მონაწილე თანამშრომლების დათხოვნისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს.

კომპანია ”ალბატროსის” ადმინისტრაცია დიალოგზე წამოვიდა და გენერალურ დირექტორთან, ზაზა ჩხაიძესთან და კომპანიის კიდევ ერთ წარმომადგენელთან მოლაპარაკება კონკრეტული შედეგებით დასრულდა. მოლაპარაკების პროცესში ექვსი მუშა და პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მონაწილეობდა. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, დაცვის სამი პირი, რომლებიც მუშების ცემაში მონაწილეობდნენ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო ლევან კერვალიშვილი მუშების ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან დროებით ჩამოშორებულია. დოლაბერიძის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებს გადასცეს და ისინი სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ.    ავჭალის პოლიციის განყოფილების გამომძიებლებმა ცემის ფაქტთან დაკავშირებით ოთხი მუშა დაკითხეს და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close