რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამარჯვება

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამარჯვება

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამარჯვება

ამჯერად, საქმე ეხება სასამართლოს უმაღლეს ინსტანციებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე განსახილველ საქმეებს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დააკმაყოფილა რკინიგზელ დავით გოჩავას საკასაციო საჩივარი საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ და სრულად გააუქმა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილება, რომლითაც დათო გოჩავას რკინიგზიდან გათავისუფლება ამ დრომდე კანონიერად იყო მიჩნეული.

უზენაესმა სასამართლომ, სააპელაციო სასამართლოს სარჩელი - ,,დავით გოჩავა სს ,,საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ" ხელახლა განსახილველად სავალდებულო მითითებებით დაუბრუნა, რაც თავის მხრივ დიდი მიღწევაა.

პრაქტიკიდან გამომდინარე, უკვე შეგვიძლია მყარი საფუძვლით ვივარაუდოდ, რომ დავით გოჩავას გათავისუფლება უკანონოდ იქნება მიჩნეული და იგი, შესაბამისი კომპენსაციის აღების შემდეგ (დაახლოებით 35 000 ლარი) დაბრუნდება საქართველოს რკინიგზაში სამუშაოდ.

დღეს გახდა ცნობილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ სამ რკინიგზელთან დაკავშირებით, რომელთა კანონიერ ინტერესებსაც სასამართლოში რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი და პროფკავშირების გაერთიანების იურისტები იცავენ.

საქმე ეხება სს"საქართველოს რკინიგზის" სცბ სამმართველოდან სამი ქალის - თამარ მიქელაძის, ლალი დავითაშვილის და ლალი მეზვრიშვილის უკანონოდ განთავისუფლების საქმეს.

თამარ მიქელაძისა და ლალი დავითაშვილის ნაწილში, აღნიშნული სარჩელი საქალაქო სასამართლოში პროფკავშირმა მოიგო, რის შემდეგაც რკინიგზის იურიდიულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დღეს, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცლელად დატოვა, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ლალი დავითაშვილი და თამარ მიქელაძე უკანონოდ იქნენ განთავისუფლებული, ისინი დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს საქართველოს რკინიგზამ ძველ პოზიციებზე და გადაუხადონ შესაბამისი კომპენსაცია თითოეულს დახლებით 18 000 ლარის ოდენობით!

ლალი მეზვრიშვილის შემთხვევაში, პროფკავშირი სამართლებრივ ბრძოლას უზენაეს სასამართლოში აგრძელებს!

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close