დარგობრივი ლიდერები ოქიტაშვილს პასუხობენ

დარგობრივი ლიდერები ოქიტაშვილს პასუხობენ

დარგობრივი ლიდერები ოქიტაშვილს პასუხობენ

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები სპეციალური განცხადებით პასუხობენ დავით ოქიტაშვილის მოთხოვნას, გასაჯაროვდეს ყრილობის დელეგატთა სიები. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ყველა დარგობრივი ორგანიზაცია, ვემიჯნებით ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის დავით ოქიტაშვილის ბინძურ საარჩევნო კამპანიას და წამოყენებულ ამორალურ ბრალდებებს პროფკავშირების გაერთიანების მიმართ. ჩვენთვის მიუღებელია პროფკავშირული საერთო ოჯახის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის ნებისმიერი მცდელობა. საქარველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და მისი საქმიანობა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვაზე. მცდელობები - პროფკავშირების საქმიანობა გადაიტანონ პოლიტიკური ჭრილში, არის სრულიად მიუღებელი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის ემსახურება პოლიტიკოსების მცირე ჯგუფის მიერ წაქეზებული ოქიტაშვილის ამბიციებს, რაზეც იმედი გვაქვს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია ექნება  და გააგრძელებს პროფკავშირების საქმიანობაში ჩაურევლობის პოლიტიკას.

პროფკავშირების გაერთიანების მე 13 საარჩევნო ყრილობის მომზადების და ჩატარების პროცესი მიმდინარეობს წესდების და მოთხოვნების სრული დაცვით. ყველა წევრ ორგანიზაციას აქვს უფლება და საშუალება ჩაერთოს ყრილობის მოსამზადებელი კომისიების საქმიანობაში და მიიღოს მონაწილეობა კომისიების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დავით ოქიტაშვილისთვის არავის შეუზღუდავს გამოეყენებინა მისი როგორც გამგეობის წევრის და დარგის თავმჯდომარის უფლება ჩართულიყო აღნიშნულ პროცესებში, (ის ყოველთვის იგნორირებდა კოლეგიურ ორგანოს,  40 გამგეობის სხდომიდან მხოლოდ 4 დაესწრო, ბოლო 4 წლის განმავლობაში) უფორ მეტიც მას არ მოუმართავს არც დარგობრივი ორგანიზაციებისთვის და არც ყრილობის მოსამზადებელი საორგანიზაციო კომიტეტისთვის ყრილობის დელეგატთა სიების გადაცემასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებს, არ გვაქვს არანაირი ვალდებულება სხვა დარგის წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენს მიერ წარდგენილ დელეგათა ვინაობა, მით უფრო მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, არსებობს საფრთხე მოხდეს დელეგატებზე ზეწოლა, დაშინება ან მოსყიდვა."

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close