რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ანგარიში

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ანგარიში

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ანგარიში

ავტორი: დავით არაბიძე

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის აქტიური მუშაობის შედეგად, გასული ოთხი წლის განმავლობაში გაიზარდა ხელფასები:

-  მემანქანეთათვის 1000 ლარამდე;

- მემანქანის  თანაშემწეთათვის 800 ლარამდე;

-  ზეინკლებისათვის 750-900 ლარამდე;

-  ლიანდაგის მონტიორებისათვის 500 ლარამდე;

-  პმს-ისთვის 550 ლარამდე;

-  პირველი კლასის სადგურის მორიგეებისათვის 900 ლარამდე;

და დანარჩენი კლასების სადგურის მორიგეებისათვის 750 ლარამდე, მგზავრთა გადაყვანის ფილიალების დამლაგებელთათვის 400 ლარამდე, ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული რკინიგზელებისთვის მოხდა სახელფასო სარგოს კორექტირება და სხვაობათა გათანაბრება.

მოწესრიგდა   სველი წერტილები, მოხდა დასაქმებულების უზრუნველყოფა სპეც ტანსაცმლით, ამოქმედდა კვარტალური ბონუს სისტემა, გაიცა საახალწლო და სააღდგომო პრემიები,  ანაზღაურებადი გახდა სადღესასწაულო საათები - 0,25% დანამატით,  და ღამის საათებში მუშაობა - 0,22%  დანამატით, მე-3, მე-2 და პირველი კლასისთვის დაწესდა 5, 10 და 15%-ანი დანამატი, მართვის მოწმობის მქონე თანაშემწეებისთვის დანამატი 5%-თ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებულთათვის დამატებით 10 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება. აღნიშნული საკითხები შეაჯამეს 23 ივლისს, თბილისში, სასტუმრო " ამბასადორში"  გამართულ, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მე-3 საანგარიში-საარჩევნო ყრილობაზე.

 

საანგარიშო პერიოდში დარგის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა, დარგის თავმჯდომარემ  ვიტალი გიორგაძემ. აჩვენეს  ფილმიც, სადაც დეტალურად  იყო  აღწერილი  4 წლის განმავლობაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის  ყოველდღიური ბრძოლა, სიძნელეები, რომელთა დაძლევაც მოუხდათ და მნიშვნელოვანი წარმატებები რომელთაც მიაღწიეს პროფკავშირის წევრების შრომითი და სამართლებრივი უფლებების დაცვის სფეროში.

 

 

ყრილობამ 4 წლის ვადით აირჩია დარგის ხელმძღვანელობა, პროფკავშირის თავმჯდომარედ-ვიტალი გიორგაძე,  მოადგილეებად მერაბ თარგამაძე და ილია ლეჟავა.

აირჩიეს  პროფკავშირის გამგეობისა და  სარევიზიო-საკონტროლო კომისიის წევრები.

 

ყრილობამ დაამტკიცა  2017-2021 წლებში პროფკავშირის სამოქმედო პროგრამა.

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close