რკინიგზელებისთვის სპეცილური პროგამა იწყება

რკინიგზელებისთვის სპეცილური პროგამა იწყება

რკინიგზელებისთვის სპეცილური პროგამა იწყება

ნიდერლანდების საელჩო, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფომრაცია:  "პროფკავშირებთან დავიწყეთ პროექტილაშა ბლიაძის დიდი დამსახურებით (და ჩვენი პატარა ფინანსური დახმარებით) გაერთიანებული პროფკავშირები რკინიგზელების პროფკავშირს ამოუდგება მხარში."

 ჰოლდანდიის საელჩო პროფკავშირებთან ერთად, პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზანია დასაქმებულების ინფორმირებულობის გაზრდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების და შრომითი უფლებების შესახებ.

რკინგზელები ბოლო 2 წლის განამვლობაში 4-ჯერ გაიფიცნენ. მცირე შედეგების მიუხედავად, ვერ მოხერხდა სრულფასოვანი კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება და შესაბამისად არ არის დადებული კოლექტიური ხელშეკრულება მენეჯმენტს და დასაქმებულებს შორის.

2016 წელს დაფიქსირდა უპრეცედენტო და საგანგაშო სტატისტიკა სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლის კუთხით.  გასული წლის მანძილზე, სხვადასხვა გარემოებაში გარდაიცვალა 6 და დაშავებულია ათობით რკინიგზელი. სამწუხაროდ არსებული მძიმე სტატისტიკა გრძელდება  2017 წელსაც. მიმდინარე წლის ბოლო ორი თვის მონაცემებით უკვე არსებობენ საწარმოო ტრამვებით დაზიანებული მუშები.

პროექტის მიზანი კი სწორედ დასაქმებულების ინფორმირებულობის გაზრდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების და შრომითი უფლებების შესახებ.

იგეგმება:

  • რკინიგზელთათვის საინფორმაციო კამპანია;
  •  ტრეინინგები;
  • რეკომენდაციების შემუშავება რკინიგზელთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close