საზმაუსთან გადაცემების დახურვა გააპროტესტეს

საზმაუსთან გადაცემების დახურვა გააპროტესტეს

საზმაუსთან გადაცემების დახურვა გააპროტესტეს

“საზოგადოებრივ მაუწყებელზე”  გადაცემების "წითელი ზონა"ს და "ინტერვიუ"ს დახურვა და ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საზოგადოებირივი მაუწყებლის ადმინისტრაციას სპეციალური პეტიციით მიმართეს და 5 დღის ვადაში არხის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვეს. შეხვედრის მიზანია იმ აქტუალური პრობლემების განხილვა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს იკვეთება. საუბარია სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული გადაცემების დახურვაზე, თანამშრომლების დათხოვნებზე და სავარაუდო ფინანსურ დარღვევებზე.

“საზოგადოებრივ მაუწყებლის” ყოფილმა ჟურნალისტმა და მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ლაშა მესხმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათი მთავარი კითხვა არის ის, თუ რა მიზანს ემსახურება “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ახალი მენეჯმენტის მისვლის შემდეგ მიმდინარე პროცესები.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტის უდიერი ქმედებები გრძელდება და თავდაპირველად დაანონსებული გეგმები სისრულეში მოდის. ეს ეხება არა მხოლოდ ორი გადაცემის დახურვას, არამედ არსებობს რეალური პრობლემა ყველა გადაცემის დახურვასთან მიმართებაში. კითხვაა, ხომ არ დგას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” საფრთხის წინაშე. ასევე ჩვენ გვაქვს კითხვები, თუ რა მიზანს ემსახურება “საზოგადოებრივ მაუწყებელში” ახალი მენეჯმენტის მისვლის შემდეგ დაწყებული პროცესები. აქ საუბარია დისკრიმინაციასა და ადამიანების შევიწროებაზე”, - განაცხადა ლაშა მესხმა.

“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: “არ დაგითმობთ მაუწყებელს”, “საზმაუ“ ჩვენია”, “თავისუფლება მედიას”.

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close