პროფკავშირები მალტის რესპუბლიკაში

პროფკავშირები მალტის რესპუბლიკაში

პროფკავშირები მალტის რესპუბლიკაში

სტატია მომაზადა: დავით არაბიძემ

მალტის რესპუბლიკა ხმელთაშუა ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფოა და მის ტერიტორია კუნძულ მალტისა და მიმდებარე მცირე კუნძულებისგან  შედგება, რაც 316 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, ხოლო მოსახლეობა 450 ათასზე ნაკლებია.  კუნძულმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1964 წელს მიპოვა, ხოლო რესპუბლიკად 1974 წელს გამოცხადდა. მალტის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი გემთმშენებლობას, მსუბუქ, საფეიქრო და კვებითი პროდუქტების მრეწველობას უკავია, ასევე დიდი შემოსავალი მოაქვს რესპუბლიკისთვის ტურიზმს. ტერიტორიის სიმცირის გამო მიწათმოქმედებაში ძირითადი ყურადღება ტექნიკურ კულტურებზეა გამახვილებული. მალტის ეკონომიკა ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული და მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორები ევროპის ქვეყნებია.

მალტაში პროფკავშირული ორგანიზაციების დაფუძნება ბრიტანული პროფკავშირული მოძრაობის გავლენით დაიწყო. პირველი პროფკავშირი 1919 წელს საჯარო მოსამსახურეებმა და მასწავლებლებმა ჩამოაყალიბეს. 1943 წელს დაფუძნდა საერთო ეროვნული პროფკავშირული გაერთიანება - მალტის მშრომელთა საყოველთაო პროფკავშირი. ეს პროფგაერთიანება მრავალდარგობრივია, მასში შედიან გემთმშენებლობის, ავტომობილების ამწყობი ქარხნების, ნავთობ-ქიმიური მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის მუშები. მალტის მშრომელთა საყოველთაო პროფკავშირს ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. პროფგაერთიანება გამოსცემს გაზეთებს „ჰორიზონტი“ და „ვარსკვლავი“, ყოველკვირეულ გამოცემას „კვირის ქრონიკას“ და ჟურნალს „შრომის ფოსტა“. მალტის მშრომელთა საყოველთაო პროფკავშირი თანამშრომლობს მალტის სოციალ-დემოკრატიულ ლეიბორისტულ პარტიასთან, რომლის დახმარებითაც რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში იცავს საკუთარ სამართლებრივ ინტერესებს. მალტის მშრომელთა საყოველთაო პროფკავშირი არის პროფკავშირების ევროპული კონფედერაციისა და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციი წევრი.

მალტის რესპუბლიკის სიდიდით მეორე საერთო ეროვნული პროფგაერთიანება არის 1958 წელს დაფუძნებული მალტის პროფესიული კავშირების კონფედერაცია, რომელიც მოქმედებს კათოლიკური სოციალური დოქტრინის შესაბამისად. მალტის პროფკავშირების კონფედერაცია თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა დარგის მუშაკებს, თუმც ყველაზე მეტი წევრი ჰყავთ ვაჭრობისა და მომსახურების, სოფლის მეურნეობისა და მსუბუქი მრეწველობის სფეროებში, მისი ყველაზე დიდი წევრი პროფორგანიზაციებია მუშათა გაერთიანებული კავშირი და მასწავლებელთა გაერთიანებული მოძრაობა. მალტის პროფკავშირების კონფედერაციის მუშაობასაც წარმართავენ კონფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. კათოლიკური სოციალური დოქტრინის საფუძველზე მოქმედი პროფგაერთიანება გამოსცემს ბიულეტენს „პროფკავშირელი“ და იგი ასევე არის წევრი პროფკავშირების ევროპული კონფედერაციისა და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის.

სოციალურ პარტნიორობას მალტაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ორივე წამყვანი პროფგაერთიანება აწარმოებს სოციალურ დიალოგს მალტის დამსაქმებელთა ფედერაციასთან. მალტის რესპუბლიკა წარმატებული ქვეყანაა და ამ წარმატებაში მალტელ პროფკავშირელებს უდიდესი წვლილი შეაქვთ.

7654091

 

 

 

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close