ჩვენს შესახებ

ისტორია

საქართველოს  პროფესიული  კავშირების   გაერთიანება 1992 წელს შეიქმნა. მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, განსხვავებული იყო დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული შედეგები, ისევე როგორც ორგანიზაციის დემოკრატიულობის და დამოუკიდებლობის  ხარისხი. 2006 წლიდან, ორგანიზაცია სრულად გათავისუფლდა პოლიტიკური და ცალკეულ ინტერესეთა ჯგუფების გავლენისაგან და დღემდე, მისი საქმიანობის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს მმართველობის დემოკრატიული პრინციპები, საქმიანობის ტრანსფარენტულობა და ანაგრიშვალდებულება საკუთარი წევრების, საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს წინაშე.

საქართველოს  პროფესიული  კავშირების  გაერთიანება არის არასამეწამეწაო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს  კანონმდებლობის და წესდების შესაბამისად. მისი მთავარი მიზანია:

ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის, სახელმწიფოსა და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესებს, სოციალური და დემოკრატიული  სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების და პროფესიული კავშირების  დამოუკიდებლობის დაცვას, შრომით ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას, კოლექტიური მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების დადებას და შრომითი ურთიერთობის ცივილიზებული პრაქტიკის დამკვიდრება, ქალთა და ბავშვთა შრომითი უფლებების დაცვა, მშრომელთა გაფიცვების დემონსტრაციების და მანიფესტების ორგანიზება,  გენდერული თანასწორობის დაცვა და ა.შ.

საქართველოს პროფესიული  კავშირების  გაერთიანებაში აერთიანებს 21 დარგობროვ პროფესიულ კავშირს, რომელსაც ჰყავს 150 000-მდე  წევრი.

გაერთიანების უმაღლესი მმართველი ორგანოა საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, სადაც 4 (ოთხ) წელიწადში ერთხელ ხდება გაერთიანების თავმჯდომარის არჩევა. ყრილობებს შორის პერიოდში გაერთიანების მმართველი ორგანოა „გამგეობა“, რომლის შემადგენლობაში შედის გაერთიანებაში შემავალი ყველა დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელი ან მათი დელეგირებული პირები. გაერთიანების უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოა საკონტროლო-სარევიზიო კომისია.

საქართველოს პროფესიული კავშირების  გაერთიანება  2006  წლიდან  არის  პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაცია.