სერგეენკო: პროფკავშირების ინიციატივასზე ვმსჯელობთ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებით პროფკავშირებისინიციატივას ეხმაურება.

 სერგეენკოს თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მისი უწყებაში ყოფნის პერიოდში წლებია მიმდინარეობს.„ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც მსჯელობა და კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს. ეს არ არის რაღაც „ჯადოსნური გასაღები”. ამ მხრივ, სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა გამოცდილება აქვს. მიღებული უნდა იყოს ისეთი მოდელი, რომელიც იქნება ოპტიმალური და რაც მთავარია, რეალური. ამაზე მუშაობა, რაც ამ სამინისტროში ვარ, სულ მიმდინარეობს. ვფიქრობ, მიზნობრივი სოციალური დახმარების რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი გახდება, როდესაც ახალგაზრდა, ფიზიკურად ჯანსაღ ჩვენს მოქალაქეებს აქტიურად დავეხმარებით დასაქმებაში, მაგრამ თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ არ ისურვეს მრავალჯერადი შეთავაზების შემდეგ, ალბათ სოციალური დახმარება განლევადი იქნება. ეს მრავალი ქვეყნის პრაქტიკაა. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ და საბოლოო სახე ჯერ არ გვაქვს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკო

„საქართველოს პროფესიულმა კავშირებმა” მთავრობას ინიციატივით მიმართა, რომ პირებს, რომლებიც არ მუშაობენ, ექვსი თვის განმავლობაში, პენსიის ოდენობის თანხა გადაუხადონ.პროფკავშირების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, სამმხრივ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ინიციატივას განიხილავს, შედის როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე პროფკავშირები და დამსაქმებლების ორგანიზაცია. „ინიციატივა ითვალისწინებს კომპენსაციას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კარგავენ სამსახურს და ვერ პოულობენ, – ესაა უმუშევრობის შემწეობა. ასეთი ადამიანებისთვის უნდა იყოს მინიმალური პენსიის ოდენობის ანაზღაურება 6 თვის განმავლობაში. ეს თანხა შეადგენს 180 ლარს”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

16587172_10154569338518073_247722434800197603_o